დიფერენციული დიაგნოზები
არა-ჰოსპიტალური (საზოგადოებაში შეძენილი) პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
COVID-19-ის განსხვავება საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონიისგან მხოლოდ სიმპტომებითა და ნიშნებით, როგორც წესი, შეუძლებელია. თუმცა, ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში ხშირად უფრო სწრაფად ვითარდება სიმპტომები და ნახველი ჩირქოვანია. ნაკლებია მიალგიის, ყნოსვის დაკარგვისა და პლევრიტული ტკივილის სიხშირე.[739]
კვლევები
სისხლის ან ნახველის კულტურა ან მოლეკულური ტესტირება: დადებითია გამომწევ ორგანიზმზე.
RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციები).
გულმკერდის CT: კვანძები ცენტრალურ წილებში, ლორწოვანი ჩანართები.[740]
გრიპის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია.
ინკუბაციური პერიოდი უფრო ხანმოკლეა.[741] გრიპის შემთხვევაში სიმპტომები პიკს პირველი 3-7 დღის ფარგლებში აღწევს, ხოლო COVID-19-ის შემთხვევაში პიკის განვითარებას 2 ან 3 კვირა ესაჭიროება.[742]
უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში.[742] COVID-19-ის მქონე ბავშვები, მეტწილად, მოზრდილი ასაკის არიან და უფრო ხშირად აღენიშნებათ თანმხლები დაავადებები, ცხელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, თავის ტკივილი და ტკივილი გულმკერდის არეში, განსხვავებით მათგან, ვისაც აღნიშნება გრიპი.[743]
ცხელება ნაკლებად ხშირია. რინორეა, ყელის ტკივილი, მიალგია, თავის ტკივილი და დისპნოე უფრო ხშირია.[741][744] შემთხვევა-კონნტროლის კვლევის მიხედვით ყნოსვის და/ან გემოვნების ახლად წარმოშობილი დარღვევები უფრო იშვიათი იყო.[745]
შესაძლებელია კოინფექცია, მაგრამ მნიშვნელოვნად არ არის დაკავშირებული სიკვდილიანობასთან.[746]
კოინფექცია უფრო ხშირია ბავშვებში და კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში.[747]
კვლევები
მხოლოდ ტესტირებით არის შესაძლებელი გრიპის და COVID-19-ის გარჩევა და კოინფექციის დადგენა.
RT-PCR: დადებითია A ან B გრიპის ვირუსულ რნმზე; უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).
გულმკერდის რენტგენი: ნაკლებად არის პათოლოგიური.[741]
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია: იზრდება მტკიცებულებების მოცულობა იმის შესახებ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლოა გამოდგეს გრიპისა და COVID-19-ის დიფერენცირებისთვის. COVID-19-ის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია მრგვალი დაჩრდილვის და წილთაშორისი ძგიდის გასქელების ალბათობა, ნაკვალევის ნიშანი, სისხლძარღვების გადიდება; ნაკლებია კვანძების, "ხის კვირტების" ნიშნის, ბრონქოექტაზის და პლევრული გამონაჟონის ალბათობა.[748][749]
ანთებითი მარკერები და კოაგულაციის სკრინინგი: არსებობს ახალი მტკიცებულება, რომ ანთებითი მარკერები (ლაქტატდეჰიდროგენაზა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა) და კოაგულაციის პარამეტრები არ არის ისეთი მაღალი გრიპის დროს, როგორც COVID-19-ის შემთხვევაში.[750]
ჩვეულებრივი გაციება
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია. თუმცა, ცხელება ნაკლებად ხშირია. უფრო ხშირია რინორეა, მიალგია და ყელის ტკივილი. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მეტი ზოგადი სიმპტომი.[744]
კვლევები
RT-PCR: დადებითია გამომწვევ მიკროორგანიზმზე; უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).
სასუნთქი გზების სხვა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია.
ადენოვირუსი და მიკოპლაზმა უნდა განიხილოთ პნევმონიის კლასტერული შემთხვევების დროს, განსაკუთრებით დახურულ პირობებში, როგორიცაა სამხედრო ბანაკები და სკოლები.
კვლევები
სისხლის ან ნახველის კულტურა ან მოლეკულური ტესტირება: დადებითია გამომწევ ორგანიზმზე.
RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).
ასპირაციული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
COVID-19-ის განსხვავება ასპირაციული პნევმონიისგან მხოლოდ სიმპტომებითა და ნიშნებით, როგორც წესი, შეუძლებელია.
კვლევები
RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია: რთულია გარჩევა ტომოგრამაზე; თუმცა, წინა ფილტვის ჩართულობა უფრო მიუთითებს COVID-19-ით გამოწვეულ პნევმონიაზე.[751]
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
ნიშნებზე და სიმპტომებზე დაყრდნობით COVID-19-ის დიფერენცირება pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონიისგან თითქმის შეუძლებელია.
პაციენტები, როგორც წესი, არიან იმუნოკომპრომისულ მდგომარეობაში (მაგ., აივ დადებითი), ამიტომ სიმპტომები შესაძლოა გახანგრძლივდეს.
კვლევები
ნახველის კულტურა: დადებითია Pneumocystis-ის მიმართ.
RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსულ რნმ-ზე (შესაძლებელია კოინფექციების არსებობა).
გულმკერდის CT: მქრქალი მინისებრი დაჩრდილვები, მეტწილად, გაფანტულადაა განლაგებული და ნაკლებად აზიანებს სუბპლევრულ მიდამოებს.[740]
ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი(MERS)
ნიშნები / სიმპტომები
შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ანამნეზი ან კონტაქტი MERS-ის (შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის) დადასტურებულ შემთხვევასთან.
ნიშნებითა და სიმპტომებით COVID-19-ის დიფერენცირება MERS-გან შეუძლებელია.
საწყის მონაცემებზე დაყრდნობით, COVID-19-ის კლინიკური მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი უფრო დაბალი, MERS-ის შემთხვევაში
კვლევები
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია MERS-CoV ვირუსის რნმ-ზე.
ფრინველის გრიპი A (H7N9) ვირუსული ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ეპიდემიოლოგიურ ანამნეზზე დაყრდნობით შეიძლება გართულდეს დიფერენცირება, ვინაიდან H7N9 ფრინველის გრიპის ვირუსი ენდემურია ჩინეთში.
ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველთან (მაგ., ფერმერი ან ენდემურ რეგიონებში ცოცხალი ცხოველების ბაზარში ნამყოფი პირი) ან ცხოვრება ფრინველის გრიპის ენდემურ რეგიონში.
კვლევები
RT-PCR: დადებითია H7-ის მიმართ სპეციფიკურ ვირუსულ რნმ-ზე.
ფრინველის გრიპი A (H5N1) ვირუსული ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში არ უცხოვრია/არ უმოგზაურია ინფექციის მიმდინარე გავრცელების მქონე რეგიონში ან კონტაქტი არ ჰქონია COVID-19-ის საეჭვო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველთან (მაგ., ფერმერი ან ენდემურ რეგიონებში ცოცხალი ცხოველების ბაზარში ნამყოფი პირი) ან ცხოვრება ფრინველის გრიპის ენდემურ რეგიონში.
კვლევები
RT-PCR: დადებითია H5N1 ვირუსის რნმ-ზე.
ფილტვისმიერი ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია ენდემურ რეგიონებში, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პირებში.
სიმპტომები ანამნეზში, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია.
დიფერენცირებისთვის შეიძლება ხელშემწყობი აღმოჩნდეს ღამის ოფლიანობა და წონის კლება.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფია: ფიბროკვანძოვანი დაჩრდილვები ფილტვის ზედა წილებში კავიტაციით ან მის გარეშე; ატიპურ შემთხვევებში გვხვდება დაჩრდილვები შუა ან ქვედა წილებში, ასევე ჰილარული ან პარატრაქეალური ლიმფადენოპათია და/ან პლევრული გამონაჟონი.
ნახველის მჟავაგამძლე ბაცილების ნაცხი და ნახველის კულტურა: დადებითია.
მოლეკულური ტესტირება: დადებითი Mycobacterium tuberculosis.
ფებრილური ნეიტროპენია
ნიშნები / სიმპტომები
განიხილეთ ნეიტროპენიული სეფსისის ალბათობა პაციენტებში, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ცხელებით (რესპირატორული სიმპტომებით და მათ გარეშე) და უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული აქვთ კიბოს საწინააღმდეგო სისტემური მკურნალობა (რადგან ამ დროს მდგომარეობა სწრაფად ვითარდება და იძენს სიცოცხლისთვის საშიშ ხასიათს).[752]
დაავადების საწყის სტადიაზე COVID-19-ის და ნეიტროპენიული სეფსისის სიმპტომების დიფერენცირება შესაძლოა გართულდეს. ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებს აქვთ COVID-19-ის მომატებული რისკი.[753]
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი: ნეიტროპენია
RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსის რნმ-ზე.
სხვა
ნიშნები / სიმპტომები
COVID-19 უნდა ჩაითვალოს დიფერენციულ დიაგნოზად მრავალი მდგომარეობისთვის. დიფერენციული დიაგნოზი ძალიან ფართოა და მოიცავს ბევრ ხშირ რესპირაციულ, ინფექციურ, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიურ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.[754]
კვლევები
RT-PCR: უარყოფითია SARS-CoV-2-ის ვირუსის რნმ-ზე.
სხვა დიფერენციული ტესტები დამოკიდებულია საეჭვო დიაგნოზზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას