2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

კრიტერიუმები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: COVID-19-ის დაავადების სიმძიმე[79]

დაავადების მსუბუქი ფორმა

  • სიმპტომური პაციენტი, რომელიც აკმაყოფილებს COVID-19-ის შემთხვევის განსაზღვრებას, ჰიპოქსიის ან პნევმონიის მტკიცებულების გარეშე.

  • ხშირი სიმპტომებია: ცხელება, ხველა, დაღლილობა, დისპნოე და მიალგია. სხვა არასპეციფიკური სიმპტომებია: ყელის ტკივილი, ცხვირის ღრუს დახშობა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა/ღებინება და ყნოსვის/გემოს დაკარგვა. სხვა ნევროლოგიური გამოვლინებებია თავბრუსხვევა, აგზნება, სისუსტე, გულყრები ან ინსულტისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ბავშვებში ცხელება და ხველა უფრო იშვიათია, ვიდრე ზრდასრულებში.

  • ხანდაზმულ და იმუნოსუპრესირებულ პირებში შესაძლებელია გამოვლინდეს ატიპური სიმპტომები (მაგ. დაღლილობა, ცნობიერების დაქვეითება, მოძრაობის შენელება, დიარეა, მადის დაქვეითება, დელირიუმი, ცხელების არარსებობა).

  • ორსულობის ფიზიოლოგიური ადაპტაციის სიმპტომები ან ორსულობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (მაგ., დისპნოე, ცხელება, გასტროინტესტინური სიმპტომები, დაღლილობა) ან სხვა დაავადებები (მაგ. მალარია) შეიძლება ემთხვეოდეს COVID-19-ის სიმპტომებს.

საშუალო სიმძიმის დაავადება

  • მოზარდი ან ზრდასრული: პნევმონიის კლინიკური ნიშნები (მაგ. ცხელება, ხველა, დისპნოე, სწრაფი სუნთქვა), მაგრამ არ ვლინდება მძიმე პნევმონია, მაგ. სისხლში ჟანგბადის სატურაცია არის (SpO₂) ≥90% ოთახის ჰაერზე.

  • ბავშვები: არა-მძიმე პნევმონიის კლინიკური ნიშნები (მაგ. ხველა ან სუნთქვის გაძნელება და სწრაფი სუნთქვა და/ან გულმკერდის შეწევა) და მძიმე პნევმონიის ნიშნების არარსებობა. სწრაფი სუნთქვა განისაზღვრება შემდეგნაირად:

    • <2 თვემდე: ≥60 ჩასუნთქვა/წუთში

    • 2-11 თვის ასაკი: ≥50 ჩასუნთქვა/წუთში

    • 1-5 წლის ასაკი: ≥40 ჩასუნთქვა/წუთში.

  • დიაგნოზი კლინიკურია, მაგრამ გულმკერდის ვიზუალიზაცია გვეხმარება ფილტვისმიერი გართულებების იდენტიფიცირებაში ან გამორიცხვაში.

მძიმე დაავადება

  • მოზარდი ან ზრდასრული: პნევმონიის კლინიკური ნიშნები (მაგ. ცხელება, ხველა, დისპნოე, სწრაფი სუნთქვა) და ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

    • სუნთქვის სიხშირე > 30 ჩასუნთქვა/წთ

    • სუნთქვის მძიმე დისტრესი

    • SpO₂ ≤90% ოთახის ჰაერზე.

  • ბავშვები: პნევმონიის კლინიკური ნიშნები (ხველა ან სუნთქვის გაძნელება) პლიუს ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ერთი:

    • ცენტრალური ციანოზი ან SpO₂ <90%

    • მძიმე რესპირატორული დისტრესი (მაგ., სწრაფი სუნთქვა, ხმაურიანი სუნთქვა, გულმკერდის ძლიერ გამოხატული შეწევა)

    • ზოგადი საშიშროების ნიშნები: ძუძუთი კვების ან სასმელის მიღების გართულება, ლეთარგია ან ცნობიერების დაქვეითება ან კონვულსიები

    • გახშირებული სუნთქვა (<2 თვის ასაკი: ≥60 ჩასუნთქვა წუთში; 2-11 თვის ასაკი: ≥50 ჩასუნთქვა წუთში; 1-5 წლის ასაკი: ≥40 ჩასუნთქვა წუთში).

  • დიაგნოზი კლინიკურია, მაგრამ გულმკერდის ვიზუალიზაცია გვეხმარება ფილტვისმიერი გართულებების იდენტიფიცირებაში ან გამორიცხვაში.

კრიტიკული დაავადება

  • მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი, სეფსისი, სეპტიკური შოკი, მწვავე თრომბოზი ან მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში.

ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები (NIH), COVID-19-ის კლასიფიკაცია[479]

სიმპტომო ან პრესიმპტომური ინფექცია

  • ადამიანები, რომელთა ანალიზიც დადებითია ვირუსოლოგიური ტესტით მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსზე (SARS-CoV-2), მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებათ.

დაავადების მსუბუქი ფორმა

  • თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი (მაგ. ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოს და ყნოსვის დაკარგვა), მაგრამ არ ვლინდება სუნთქვის გაძნელება, დისპნოე ან პათოლოგიური რადიოლოგიური სურათი.

საშუალო სიმძიმის დაავადება

  • თუ პაციენტს აღენიშნება ქვედა რესპირატორული დაავადების ნიშნები კლინიკური შეფასებით ან რადიოლოგიური კვლევით და ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრით SpO2 (≥94% ოთახის ჰაერზე, ზღვის დონეზე).

მძიმედ მიმდინარე დაავადება

  • პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ სუნთქვის სიხშირე >30 ჩასუნთქვა/წთ, SpO₂ ≤94% ოთახის ჰაერზე, ზღვის დონეზე, არტერიული პარციალური წნევა / ჩასუნთქული ჟანგბადის ფრაქცია (PaO₂/FiO₂) <300 მმ.ვწყ.სვ., ან ფილტვში ინფილტრატები >50%.

კრიტიკული ავადმყოფობა

  • პაციენტები სუნთქვის უკმარისობით, სეპტიკური შოკით და/ან მრავლობითი ორგანოს დისფუნქციით.

პერსისტენტული სიმპტომები ან ორგანული დისფუნქცია მწვავე COVID-19 შემდეგ

  • ადამიანები, რომლებიც მწვავე დაავადების შემდეგ უჩივიან პერსისტენტულ სიმპტომებს და/ან ორგანულ დისფუნქციას. ასევე ცნობილია, როგორც COVID-19-ის შემდგომი სინდრომი (ხანგრძლივი COVID). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გართულებების თავი.

შემთხვევების განსაზღვრებები

არსებობს არაერთი შემთხვევის განსაზღვრება:

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას