ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ცხელება
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 77%-ში.[641] ერთ-ერთი შემთხვევათა სერიის მიხედვით, კლინიკაში მომართვისას პაციენტების მხოლოდ 44%-ს აღენიშნებოდა ცხელება, თუმცა 89%-ში ეს სიმპტომი ჰოსპიტალიზაციის შემდგომ ვითარდებოდა.[642] შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ხანგამოშვებითი; ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ჟრჟოლა/კანკალი. ბავშვებთან შედარებით, მოზრდილებში ცხელების პრევალენტობა უფრო მაღალია; ბავშვების დაახლოებით 54%-ს წარმდგენ სიმპტომად ცხელება არ უვლინდება.[643] ბავშვებში ცხელება შეიძლება არ გამოვლინდეს ან ხანმოკლე იყოს.[644]
ხველა
ქოშინი
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 38%-ში.[641] დროის მედიანა სიმპტომების დაწყებიდან დისპნოეს განვითარებამდე 5-დან 8 დღემდეა.[31][32][646] შეიძლება რამდენიმე კვირას გაგრძელდეს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. მსტვინავი სუნთქვა ფიქსირდება პაციენტთა 17%-ში.[647] ქოშინი ასოცირდება დაავადების დამძიმებასთან.[648]
ყნოსვის/გემოს შეცვლა
ანოსმიის და/ან აგეუზიის არსებობა შეიძლება საჭირო იყოს, როგორც საგანგაშო ნიშანი დიაგნოსტიკის დროს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც უფრო ძველი მოცირკულირე SARS-CoV-2 ვარიანტები გვხვდება.[507] თუმცა, ყნოსვის დაკარგვა, SARS-CoV-2-ის წინა ვარიანტების პათოგნომური მახასიათებელი, იყო Omicron ვარიანტით ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ <20% შემთხვევაში.[515][649]
ანოსმია ან ჰიპოსმია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული COVID-19-ის ტესტის დადებით პასუხთან და წარმოადგენს ინფექციის საიმედო პროგნოზულ ფაქტორს.[650] ყნოსვითი დისფუნქცია (ანოსმია/ჰიპოსმია) დაფისირდა პაციენტთა 55%-ში, ხოლო გემოვნების დისფუნქცია (აგეუზია/დისგეუზია) აღენიშნა პაციენტთა დაახლოებით 41%-ს SARS-CoV-2-ის წარსული მოცირკულირე ვარიანტების კონტექსტში.[651] პრევალენტობა უფრო მაღალია ევროპაში ჩატარებულ კვლევებში.[652] შესაძლოა იყოს ადრეული სიმტპომი, სხვა სიმპტომების წარმოშობამდე. ზოგჯერ, ის ერთადერთი სიმპტომია მსუბუქი-საშუალო სიმძიმის ინფექციის მქონე პაციენტებში.[653] ანოსმია/აგეუზიის პრევალენტობა სხვა სიმპტომების გამოვლენამდე შეადგენდა 13-73%-ს, სხვა სიმპტომებთან ერთად შეადგენდა 14-39%-ს, ხოლო სხვა სიმპტომების შემდგომ კი 27-49%-ს.[654]
ყნოსვის აღდგენა დაფიქსირდა უკვე 7 დღის განმავლობაში, პაციენტების უმეტესობა გამოჯანმრთელდა 30 დღის განმავლობაში.[655] მუდმივ ანოსმიას შესანიშნავი პროგნოზი აქვს და თითქმის სრულად აღდგება 1 წლის თავზე.[656] ერთ კოჰორტულ კვლევაში, ბრიტანეთში ადრე ჰოსპიტალიზებული პაციენტების 12.8%-მა აღნიშნა, რომ სუნის ან გემოს მუდმივი პრობლემები ინფექციიდან 1 წლამდე გაგრძელდა.[657] პაროსმია (სუნის არასწორი აღქმა) გვიანი სიმპტომია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ინფიცირებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ. ეს შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი წინა აშკარა სუნის დაკარგვის გარეშე, ან შეიძლება მოჰყვეს აღდგენის ხანმოკლე პერიოდს საწყისი ანოსმიიდან.[658]
არაერთი მედიკამენტის გამოყენება იწვევს გემოვნებისა და ყნოსვის ცვლილებებს (მაგ. ანტიბიოტიეკბი, ანგოტენზინგარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორები), რაც გასათვალისწინებელია დიფერენციულ დიაგნოზებში.[659]
ყნოსვისა და გემოვნების დისფუნქცია ხშირია ბავშვებში.[660]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
თავის ტკივილი
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 25%-ში. თავის ტიკივილი COVID-19-ის მქონე პაციენტებში, სხვა ვირუსულ რესპირაციულ ინფექციებთან შედარებით, ორჯერ უფრო ხშირია.[661]
დიდი ბრიტანეთის COVID-ის სიმპტომების კვლევის ანგარიშის თანახმად, თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში და არავაქცინირებულ ადამიანებში დელტას და ომიკრონის ვარიანტების დროს.[513][514]
ყელის ტკივილი
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 16%-ში.[641] როგორც წესი, ვლინდება დაავადების ადრეულ ეტაპზე.
დიდი ბრიტანეთის COVID-ის სიმპტომების კვლევის ანგარიშის თანახმად, ყელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში და არავაქცინირებულ ადამიანებში დელტას და ომიკრონის ვარიანტების დროს.[513][514]
რინორეა/ცხვირის ღრუს დახშობა
რინორეა აღირიცხა პაციენტთა დაახლოებით 8%-ში, ხოლო ცხვირის დახშობა კი დაახლოებით 5%-ში.[647]
დიდი ბრიტანეთის COVID-ის სიმპტომების კვლევის ანგარიშის თანახმად, რინორეა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში და არავაქცინირებულ ადამიანებში დელტას და ომიკრონის ვარიანტების დროს.[513][514]
ცემინება
დაღლილობა
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 30%-ში.[641] პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ შეუძლოდ ყოფნას. დაღლილობა/მძიმე დაღლა შეიძლება იყოს გამოხატული, მსუბუქი ავადმყოფობის მქონე პაციენტებშიც კი.
დიდი ბრიტანეთის COVID-ის სიმპტომების კვლევის ანგარიშის თანახმად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაღლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და ომიკრონის ვარიანტის დროს.[514]
მიალგია ან ართრალგია
ნახველის გამოყოფა/ამოხველება
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 18%-ში.[641]
გულმკერდის შებოჭილობა
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 22.9%-ში.[544]
გასტროინტესტინური სიმპტომები
ფიქსირდება პაციენტთა 20%-ში. სპეციფიკური სიმპტომების შეწონილი ჯამური პრევალენტობა შემდეგნაირია: მადის გაქრობა 22.3%; დიარეა 2.4%; გულისრევა/ღებინება 9%; და მუცლის ტკივილი 6.2%. როგორც ჩანს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები უფრო პრევალენტურია ჩინეთის ფარგლებს გარეთ, თუმცა, ამ უკანასკნელის მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების მიმართ მეტი ინფორმირებულობა და დაფიქსირება პანდემიის პროგრესირებასთან ერთად.[664] გასტროინტესტინური სიმპტომები არ არის დაკავშირებული COVID-19-ის ტესტის დადებითი პასუხის ალბათობასთან; თუმცა, უმადობა და დიარეა, ყნოსვის/გემოს დაკარგვასთან და ცხელებასთან კომბინაციაში, COVID-19-ისადმი 99%-იანი სპეციფიკურობით ხასიათდებოდა ერთ პროსპექტულ შემთხვევა-კონტროლის კვლევაში.[665] გასტროინტესტინური სიმპტომების არსებობა შეიძლება იყოს მძიმე დაავადებაში გადასვლის პროგნოზული ფაქტორი.[666][667] თუმცა, ამ სიმპტომების არსებობა არ ახდენს გავლენას ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების მაჩვენებელზე და სიკვდილობაზე[668][669] დიარეის არსებობა ბავშვებში დაკავშირებულია დაავადების მძიმე კლინიკურ მიმდინარეობასთან.[528] დაფიქსირდა რექტალური სისხლდენაც.[670]
პაციენტთა დაახლოებით ნახევარი გამოყოფს ფეკალურ რნმ-ს დიაგნოზიდან ერთ კვირაში, ხოლო 4%-ს დაუფიქსირდა ფეკალური რნმ დიაგნოზიდან 7 თვის შემდეგ. ამ უკანასკნელ ჯგუფს უფრო ხშირად ჰქონდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები (მაგ. მუცლის ტკივილი, გულისრევა/ღებინება, მაგრამ არა დიარეა), რაც მიუთითებს იმაზე, რომ SARS-CoV-2-მა შესაძლოა დააინფიციროს ნაწლავები, ისევე როგორც ფილტვები.[671]
თავბრუსხვევა
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 11%-ში.[647]
ნევროლოგიური სიმპტომები
კონფუზია ფიქსირდება პაციენტთ დაახლოებით 11%-ში.[647]
დელირიუმის საერთო პრევალენტობა შეადგენს 24.3%-ს და პრევალენტობა იზრდება 65 წლის ასაკის შემდეგ (28%). დელირიუმი სიკვდილობის რისკს 3-ჯერ ზრდის.[672] დელირიუმის რისკფაქტორებად გამოვლენილია ბენზოდიაზეპინების გამოყენება და ოჯახთან სტუმრობის ნაკლებობა (ვირტუალური თუ პირისპირ სტუმრობა).[673]
შფოთვის, დეპრესიისა და ძილის პრობლემების ჯამური პრევალენტობებია 15.2%, 16% და 23.9%, შესაბამისად.[674]
შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი ხშირია ახალგაზრდა, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში (<60 წ), ისევე როგორც ხანდაზმულ პაციენტებში (ერთი კვლევის თანახმად).[675]
თვალისმიერი სიმპტომები
ფიქსირდება პაციენტთა 11%-ში. თვალის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია თვალის სიმშრალე ან უცხო სხეულის შეგრძნება (16%), სიწითლე (13.3%), ცრემლდენა (12.8%), ქავილი (12.6%), თვალის ტკივილი (9.6%) და გამონადენი (8.8%). თვალზე გამოვლინებების მქონე პაციენტებში თვალის ყველაზე ხშირი დაავადება იყო კონიუნქტივიტი (88.8%).[676] სიმპტომების უმრავლესობა მსუბუქი ხასიათისაა და გრძელდება 4-14 დღის განმავლობაში, გართულებების გარეშე. პროდრომული სიმპტომები უვითარდება პაციენტთა 12.5%-ს.[677] ერთი ჯვარედინი კვლევის თანახმად, თვალის მსუბუქი სიმპტომები (კონიუნქტივური გამონადენი, თვალის მოქავება, კონიუნქტივას შესიება) აღწერილია ბავშვების 22.7%-ში. სისტემური სიმპტომების მქონე ბავშვებში უფრო მაღალია თვალის სიმპტომების განვითარების რისკი.[678] მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს უფრო ხშირად აღენიშნებათ თვალის სიმპტომები.[679] გართულებებმა ბადურაზე შეიძლება გამოიწვიონ მხედველობის დაკარგვა.[680][681][682]
იშვიათი
აუდიო-ვესტიბულური სიმპტომები
უეცარი სენსორულ-ნერვული სმენის დაკარგვა, ტინიტუსი და ვერტიგო დაფიქსირდა პაციენტების 7.6%-ში, 14.8% და 7.2% -ში. აღწერილია აგრეთვე ოტალგიაც. აღწერილია აგრეთვე ოტალგიაც.[683] მონაცემები სმენის დაკარგვაზე COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. ამიტომ, უცნობი რჩება, ხელს უწყობს თუ არა COVID-19 სმენის დაქვეითების სიხშირეს.[684]
ტკივილ გულმკერდის არეში
ფიქსირდება პაციენტთა დაახლოებით 7%-ში.[647] შესაძლოა ასახავდეს პნევმონიის არსებობას.
ბრონქული სუნთქვის ხმიანობა
შესაძლოა ასახავდეს პნევმონიის არსებობას.
ტაქიპნოე
შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის მწვავე დარღვევის დროს.
ტაქიკარდია
შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის მწვავე დარღვევის დროს.
ციანოზი
შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის მწვავე დარღვევის დროს.
ხიხინი აუსკულტაციით
შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის მწვავე დარღვევის დროს.
სიმპტომები კანზე
კანის დაზიანებების დაჯამებული პრევალენტობა არის 5.7%. ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ვირუსული, ეგზანთემისებრი გამოვლინება (4.2%), მაკულოპაპულური გამონაყარი (3.8%) და ვეზიკულობულოზური დაზიანებები (1.7%). სხვა გამოვლინებებია: ურტიკარია, მოყინვის მსგავსი დაზიანებები, ბადისებრი ლივედო, ტერფის/მტევნის თითების განგრენა.[686][687] დიდი ბრიტანეთის COVID Symptom Study-ს მიხედვით (სიმპტომების კვლევა), გამონაყარი ფიქსირდება პირველ სიმპტომად დადებითი ტესტის მქონე პაციენტების 17%-ში, ხოლო გამოკითხულთა 21% კი გამონაყარს ერთადერთ კლინიკურ ნიშნად ასახელებს.[688] გამოვლინება კანზე შეიძლება იყოს ერთადერთი ან პირველი წარმდგენი ნიშანი.[689] კანის გამოვლინებები ფიქსირდება ბავშვებშიც.[690] გაურკვეველია, რა არის კანის დაზიანებების გამომწვევი მიზეზი - ვირუსული ინფექცია, ინფექციის სისტემური შედეგები, თუ წამლები, რომელსაც შესაძლოა პაციენტი იღებდეს. ინფექციის დროს კანის ჩართულობის და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უკეთ გასაგებად საჭიროა დამატებითი მონაცემები. პირდაპირი კავშირი COVID-19-სა და კანის დაზიანებას შორის არ არის დადგენილი და არსებობს წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები.[691][692][693]
British Association of Dermatologists: Covid-19 skin patterns Opens in new window
პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებები
აფთოზური, ჰემორაგიული და ნეკროზული წყლულები აღწერილია პაციენტების 36.3%-ში. სხვა დაზიანებები მოიცავს პუსტულებს, მაკულებს, ბულებს, მაკულოპაპულურ ენანთემას და მულტიფორმული ერითემის მსგავს დაზიანებებს.[694] ასევე დაფიქსირებულია SARS-CoV-2-თან დაკავშირებული რეაქტიული ინფექციური გამონაყარი.[695] ფიქსირდება მძიმე და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გმაოვლინებები კანსა და ლორწოვანზე.[696] გაურკვეველია, რა არის პირის ღრუს დაზიანებების გამომწვევი მიზეზი - ვირუსული ინფექცია, ინფექციის სისტემური შედეგები, თანმხლები დაავადებები თუ წამლები, რომელსაც შესაძლოა პაციენტი იღებდეს.[697]
საშარდე სისტემის ქვედა ნაწილის სიმპტომები
არსებობს ახალი მტკიცებულებები, რომ პაციენტებს იშვიათად აქვთ ქვედა საშარდე გზების და მამაკაცის სასქესო სისტემის ჩართულობის ნიშნები, სიმპტომები და რადიოლოგიური და ლაბორატორიული მახასიათებლები. ეს შეიძლება მოიცავდეს სათესლე პარკის დისკომფორტს, შეშუპებას ან ტკივილს (მწვავე ორქიტი, ეპიდიდიმიტი ან ეპიდიდიმოორქიტი), დაბალი დინების პრიაპიზმს, სპერმატოგენეზის დაქვეითებას, შარდის ბუშტის სისხლდენას, შარდის მწვავე შეკავებას და ქვედა საშარდე გზების არსებული სიმპტომების გაუარესებას (მოიცავს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის გამწვავებებს). საჭროა შემდგომი კვლევა.[698][699][700]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას