შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
61 წლის მამაკაცმა მიმართა საავადმყოფოს ცხელებით, მშრალი ხველით და სუნთქვის გაძნელებით. ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან დაღლილია და თავს შეუძლოდ გრძნობს. ანამნეზში აქვს ჰიპერტენზია, რომელსაც ენალაპრილით მართავს. გასინჯვისას პულსი არის 120 დარტყმა წუთში, ხოლო ტემპერატურა 38.7°C (101.6°F), ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი 88%. გამოიყურება მწვავედ. კლინიკაში პაციენტი იზოლირებულ ოთახში მოთავსდა. დაიწყო ჟანგბადის, ინტრავენური სითხეების მიცემა და ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა. დაინიშნა სისხლის და ნახველის კულტურები. გულმკერდის რენტგენზე ვლინდება ფილტვის ორმხრივი ინფილტრატები. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს მრავლობითი ორმხრივი წილაკოვანი და სუბსეგმენტური დაჩრდილვა, მქრქალი მინისებრი სურათით. ცხვირ-ხახის ნაცხი გაიგზავნა რეალურ დროში უკუტრანსკიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტირებაზე. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში მოვიდა დადებითი შედეგი მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუს 2-ზე (SARS-CoV-2).
შემთხვევის ანამნეზი #2
26 წლის ქალი მოდის COVID-19-ის ტესტირების სერვისის მქონე ადგილობრივ კლინიკაში. იგი უჩივის ყელის ტკივილს და გემოვნების დაკარგვას. პაციენტს არ აღენიშნება ცხელება და ვერ იხსენებს COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ტესტირების შემდეგ მას ურჩევენ სახლში წასვლას და თვითიზოლაციას მანამ, სანამ ტესტის პასუხები არ გაეგზავნება ტექსტური შეტყობინებით. პაციენტს განემარტა, რომ სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაკავშირება. იმავე დღეს პაციენტს ტექსტური შეტყობინებით უდასტურდება COVID-19-ის იფნქეცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იზოლირდეს.
სხვა გამოვლინებები
იხილეთ დიაგნოზის განყოფილება სხვა პრეზენტაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას