2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

განხილვები პაციენტთან

ზოგადი დისკუსიები

  • ახსენით, რომ სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ხველას, ცხელებას, ყნოსვის და გემოს დაკარგვას. ასევე შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის უკმარისობა (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა), დელირიუმი (იწვევს აჟიტირებას), დაღლილობა, თავის ტკივილი, მიალგია, ყელის ტკივილი, ძილიანობა (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), მადის დაქვეითება, დისკომფორტი/ტკივილი გულმკერდის არეში. დამატებითი სიმპტომები ბავშვებში მოიცავს ხროტინს, ცხვირის დაბერვას, ცხვირის გაჭედვას, მადის დაქვეითებას, გასტროინტესტინურ სიმპტომებს, კანზე გამონაყარს და კონიუნქტივიტს. ბავშვებში ცხელების, გამონაყარის, მუცლის ტკივილის, დიარეის ან ღებინების არსებობა შეიძლება მიუთითებდეს პედიატრიულ მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე (MIS-C). დაამშვიდეთ პაციენტი და უთხარით, რომ მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში მდგომარეობა ერთ კვირაში საგრძნობლად გაუმჯობესდება.[397]

  • იმსჯელეთ, ვის დაუკავშირდეს პაციენტი, თუ სიმპტომები გაუარესდა, ან თუ პედიატრიულ ანთებით სინდრომზე არსებობს ეჭვი. შესაბამისად, შეთავაზეთ სატელეფონო ან ვიდეო-კონსულტაციები.[397]

  • განიხილეთ ჰოსპიტალიზაციის და სხვა სერვისების მიღების შესაძლო სარგებელი და რისკი. აუხსენით, რომ მდგომარეობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს და პირველი შეფასებისას იმსჯელეთ მომავალი მოვლის ვარიანტებზე, რათა ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ წინასწარი მოვლის გეგმები, თავიანთი სურვილების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეთ.[397]

პულსოქსიმეტრიით

  • პაციენტებს შეიძლება დაჭირდეთ პულსოქსიმეტრიის გამოყენება სახლის პირობებში. საჭიროა პაციენტების განათლება და შესაბამისი მეთვალყურეობა.

შინაური და გარეული ცხოველები

  • ურჩიეთ საეჭვო ან დადასტურებული ინფექციით დაავადებულებს, მოერიდონ კონტაქტს ცხოველებთან, მათ შორის შინაურ ცხოველებთან, პირუტყვთან და ველურ ბუნებასთან. ცხოველებიდან SARS-CoV-2-ის ადამიანებზე გავრცელების რისკი დაბალია. თუმცა, არსებობს შეზღუდული მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებიდან გარკვეულ ცხოველებზე (მაგ. ძაღლებზე, კატებზე, წაულაზე, ზაზუნებზე, ქრცვინებზე, პრიმატებზე, დიდი ზომის კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე და ზოოპარკის სხვა ცხოველებზე, ველურ ცხოველებზე) ახლო კონტაქტის დროს.[1147]​ კატებმა აჩვენეს უფრო მაღალი მოწყვლადობა ინფექციის მიმართ, ძაღლებთან შედარებით.[1148]

  • CDC: animals and COVID-19 Opens in new window

ფიზიკური აქტივობის გაგრძელება

  • თუ პაციენტი სიმპტომებს 7 დღეა აღარ უჩივის, შეგიძლიათ ურჩიოთ თანდათან დაუბრუნდეს ვარჯიშს/ფიზიკურ აქტივობას. ურჩიეთ ორი კვირა მინიმალურად დატვირთვა, დაკვირვება და პროგრესის შემოწმება, რათა გადაწყვიტოთ მეტი დატვირთვის შესაძლებლობა. თუ პაციენტს აქვს მძიმე დაავადების, გულის პრობლემების, მიმდინარე სიმპტომების ანამნეზი, ან გვერდითი ფსიქოლოგიური სიმპტომები, რომლებიც კლინიკურ შეფასებას საჭიროებს, რეკომენდებულია შეფასება ფიზიკური აქტივობის გაგრძელებამდე.[1149]

  • გზამკვლევი ბავშვების სპორტულ აქტივობებში დაბრუნების შესახებ ხელმისაწვდომია ამერიკის პედიატრიის აკადემიიდან:

  • ინფექციის შემდეგ ათლეტებში ფიქსირდება კლინიკური და სუბკლინიკური მიოკარდიტის შემთხვევები, რის გამოც მათ ეზღუდებათ ფიზიკური დატვირთვა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.[1150] თუმცა, არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს COVID-19-სა და მიოკარდიუმის ჩართულობას შორის სპორტსმენებში.[1151] გულის პათოლოგიის ადრეული ამოცნობა და უწყვეტი შეფასება შეჯიბრებებში მოასპარეზე სპორტსმენებში მნიშვნელოვანია გულის გართულებების თავიდან ასაცილებლად.[1152]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფიზიკური აქტივობის გაგრძელება COVID-19-ის შემდეგ: რისკის სტრატიფიკაცია მიოკარდიტის გამოსარიცხად და თანდათან ფიზიკური აქტივობის გაგრძელება (7 დღე უსიმპტომო პერიოდის შემდეგ)BMJ. 2021;372:m4721 [Citation ends].ფიზიკური აქტივობის გაგრძელება COVID-19-ის შემდეგ: რისკის სტრატიფიკაცია მიოკარდიტის გამოსარიცხად და თანდათან ფიზიკური აქტივობის გაგრძელება (7 დღე უსიმპტომო პერიოდის შემდეგ)

ზოგადი რესურსები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას