鉴别诊断

ასთმა

征象/症状
辅助检查
征象/症状

ასთმა, როგორც წესი, სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე ვლინდება. ხშირია ალერგიის, რინიტის და ეგზემის პირადი ან ოჯახური ანამნეზი. სიმპტომები ყოველდღიურად იცვლება, აშკარად გამოხატულია მსტვინავი სუნთქვა, რომელიც, ჩვეულებრივ სწრაფად ემორჩილება ბრონქოდილატატორებით მკურნალობას. ასთმა, რომელიც ხველით მიმდინარეობს მრავალი ნიშნით გავს ფქოდს.

辅助检查

სპირომეტრია აჩვენებს შექცევადობას ბრონქოდილატატორების ფონზე. ფილტვის ფუნქციური ტესტებით ვლინდება შექცევადობა ბრონქოდილატორების გამოყენების შემდგომ ნახშირბადის მონოქსიდის დიფუზიის (DLCO) უნარის შემცირების გარეშე. ნახველის ან სისხლის ეოზინოფილია მიუთითებს ასთმაზე, თუმცა შეიძლება ასევე იყოს COPD-ის შემთხვევაში.

გულის შეგუბებითი უკმარისობა

征象/症状
辅助检查
征象/症状

ჩვეულებრივ სახეზეა კარდიოვასკულური დაავადების ანამნეზი. პაციენტები აქვთ ორთოპნოესთვის დამახასიათებელი ჩივილები და აუსკულტაციით ჩასუნთქვისას კარგად მოისმინება ბიბაზილარული ხიხინი.

辅助检查

B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის დონე, როგორც წესი, მომატებულია და გულმკერდის რენტგენოგრაფიით ფილტვის სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება ვლინდება. ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია ადგენს მარცხენა პარკუჭის სტრუქტურას და ფუნქციას.

ბრონქოექტაზია

征象/症状
辅助检查
征象/症状

შესაძლებელია იყოს განმეორებითი ინფექციის ანამნეზი ბავშვობაში. დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ნახველი. აუსკულტაციით შესაძლებელია უხეში ხიხინის მოსმენა. დიაგნოზის გასაღებს წარმოადგენს ანამნეზში ყივანახველასა და ტუბერკულოზის არსებობა.

辅助检查

გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) შეესაბამება ბრონქების დილატაციის და კედლების შესქელების სურათს.

ტუბერკულოზი

征象/症状
辅助检查
征象/症状

ჩვეულებრივ ანამნეზშია ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონაში კლება და ქრონიკული პროდუქტიული ხველა. ტუბერკულოზი უფრო ხშირია ენდემურ რაიონებში მცხოვრებ ან წარმოშობით ენდემური რაიონებიდან მყოფ პირებთან.

辅助检查

დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ბაქტერიოლოგიურად. ინფილტრატები, ფიბროზი ან გრანულომა, რომელიც ვლინდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით, შეიძლება მეტყველებდეს ტუბერკულოზზე. ტუბერკულოზზე კანის ტესტი, როგორც წესი, დადებითია.

ბრონქიოლიტი

征象/症状
辅助检查
征象/症状

ბრონქიოლიტი დამახასიათებელია მცირე ასაკის პაციენტებისათვის. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების, განსაკუთრებით რევმატოიდური ართრიტის ანამნეზი, ან კვამლთან ექსპოზირება. ზოგიერთი შემთხვევა პოსტ-ინფექციურია

辅助检查

ბრონქიოლიტის დროს ფილტვის ფუნქციური ტესტები შეიძლება იყოს ობსტრუქციული, რესტრიქციული ან შერეული. გულმკერდის რენტგენზე ვლინდება ჰიპერინფლაცია. გულმკერდის ღრუს ორგანოებიის მაღალ-რეზოლუციური კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს დიფუზური, მცირე ზომის ნოდულური ჩრდილები ცენტრალურ წილებში, თუმცა ბავშვებში რადიაციული რისკის გამო იშვიათად ტარდება.

ზედა სასუნთქი გზების დისფუნქცია

征象/症状
辅助检查
征象/症状

შეიძლება გამოვლინდეს ყველა ასაკში. ტრავმის ან ინტუბაციის ანამნეზი გვეხმარება დიაგნოსტიკაში. ფილტვი გასინჯვით ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებშია, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების რესტრიქციის სიმპტომები, როგორიცაა მაგ: მსტვინავი სუნთქვა ან სტრიდორი. თუ პროცესში ხმის იოგია ჩართული, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დისფონია.

辅助检查

ფილტვის ფუნქციური ტესტის ჩატარებისას ნაკდის მოცულობის მრუდი შეიძლება შეესაბამებოდეს ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის დამახასიათებელ პლატოს, ან ორივეს. დიაგნოზის დადასტურება ხდება ენდოსკოპიის გზით დაზიანებული სასუნთქი გზების პირდაპირი ვიზუალიზაციით.

ქრონიკული რინოსინუსიტი / პოსტნაზალური წვეთის სინდრომი

征象/症状
辅助检查
征象/症状

ქრონიკული რინოსინუსიტი ქრონიკული ხველის ძალიან ხშირი მიზეზია. პაციენტი შიძლება უჩიოდეს ზეწოლის შეგრძნებას სინუსების საპროექციო არეში, რინორეას, არაპროდუქტიულ ხველას და/ან თავის ტკივილს.

辅助检查

დიაგნოსტიკისათვის ჩვეულებრივ ნაზალური ენდოსკოპია, სინუსების CT და/ან ანტიჰისტამინებით ემპირიული ტესტირება გამოიყენება.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

征象/症状
辅助检查
征象/症状

GORD-ის(გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) მქონე პაციენტს აწუხებს დისპეფსია და ხშირი ბოყინი და შიძლება აღენიშნებოდეს ქრონიკული ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით ზურგზე წოლის დროს.

辅助检查

დიაგნოზი ხშირად ეფუძნება პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით ემპირიულ მკურნალობაზე პასუხს.

ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმით (ACE)- ინდუცირებული ქრონიკული ხველა

征象/症状
辅助检查
征象/症状

ACE(ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმი) ინჰიბიტორებმა შიძლება გამიწვიოს ქრონიკული ხველა, თუმცა ხველა, როგორც წესი, არაპროდუქტიულია.

辅助检查

დიაგნოზი ხშირად ზუსტდება ემპირიულად ACE ინჰიბიტორების მოხსნის შემდეგ სიმპტომების გაუმჯობესებით.

ფილტვის კიბო

征象/症状
辅助检查
征象/症状

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს წონის კლება, ღამის ოფლიანობა, სისხლიანი ნახველი და/ან გულმკერდის ან გვერდის ტკივილი.

ფქოდ-ის მქონე პირებში აღინიშნება ფილტვის კიბოს მომატებული რისკი.

辅助检查

რადიოგრაფია მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს შესაფასებლად. თუ ენდობრონქიალურ სიმსივნეზე ეჭვი საფუძვლიანია შესაძლოა საჭირო გახდე ბრონქოსკოპია.

内容使用需遵循免责声明