ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)

ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ხველა

ჩვეულებრივ, COPD-ის საწყისი სიმპტომია.

ხშირად აღინიშნება დილაობით, მაგრამ მუდმივ ხასიათს იღებს დაავადების პროგრესირებასთან ერთად.

ჩვეულებრივ პროდუქტიულია, ნახველის ხასითი იცვლება გამწვავებების დროს ან ინფექციის თანდართვისას.

სუნთქვის გაძნელება

დასაწყისში სუნთქვის გაძნელება გამოიხატება ფიზიკური დატვირთვისას, მაგრამ დაავადების პროგრესირებასთან ერთად, შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაშიც აღინიშნოს.

პაციენტს შეიძლება უჭირდეს გრძელი წინადადებების წარმოთქმა.

ნახველის გამოყოფა

ნახველის ქრონიკული პროდუქცია შეიძლება მიუთითებდეს ფქოდ-ზე.

რისკ-ფაქტორებთან ექსპოზიცია

მოიცავს ექსპოზიციას თამბაქოს კვამლთან, დაბინძურებულ ჰაერთან, საყოფაცხოვრებო საწვავის ნამწვავთან; პროფესიული ექსპოზიცია მტვერთან, ქიმიურ ნივთიერებებთან, აირებთან, კვამლთან, გენეტიკური ფაქტორები და ფილტვის განვითარების თანდაყოლილი პათოლოგია.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

კასრისებური გულმკერდი

გულმკერდის ანტერო-პოსტერიორ(წინა-უკანა) დიამეტრი მომატებულია.

გულისხმობს არასრული ამოსუნთქვის შედეგად განვითარებულ ფილტვის გადაბერვას და ჰაერის დაგროვებას.

პერკუსიით ჰიპერრეზონანსული ხმიანობა

გამოწვეულია არასრული ამოსუნთქვის შედეგად განვითარებული ფილტვის გადაბერვით.

გულმკერდის აუსკულტაციით: დისტანციური სუნთქვითი ხმიანობა

მიზეზი კასრისებური გულმკერდი, ფილტვის გადაბერვა და ჰაერის დაგროვებაა.

აუსკულტაციით: ჰაერის შეფერხებული დინება

ვითარდება მეორეულად - ფილტვის ელასტიკურობის შემცირების და ქსოვილის რღვევის შედეგად.

აუსკულტაციით: მსტვინავი სუნთქვა

გამწვავების ჩვეული ნიშანი. ამჟამად მიღებული ტერმინი, რომელიც აღწერს ფილტვის ხმიანობას.

მიუთითებს სასუნთქი გზების ანთების და რეზისტენტობის არსებობაზე.


ექსპირაციული მსტვინავი სუნთქვაექსპირაციული მსტვინავი სუნთქვა

პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვაპოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა

უხეში ხიხინი

გამწვავების ჩვეული ნიშანი. წყვეტილი ხმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში ლორწოს ანა ნახველის არსებობასთან.

მიუთითებს სასუნთქი გზების ანთებასა და ლორწოს ჰიპერსეკრეციაზე.


ადრეული ინსპირატორული ხიხინიადრეული ინსპირატორული ხიხინი

იშვიათი

ტაქიპნოე

გახშირებული სუნთქვა. კომპენსატორულად ჩნდება ჰიპოქსიის და ჰიპოვენტილაციის დროს.

შეიძლება გამოხატული იყოს დამატებითი სასუნთქი კუნთების ჩართულობა.

ასტერიქსისი

გამოწეულ ხელებში დაკარგული პოსტურული კონტროლი( ჩვეულებრივ მოიხსენიებენ როგორც "ფლაპს"), რომელიც ჰიპერკაპნიით არის გამოწვეული.

ჰიპერკაპნია ვითარდება ფილტვის პარენქიმაში აირცვლის დაქვეითების გამო, რომელიც მძიმდება დატვირთვასთან ერთად და შესაძლებელია სუნთქვის უკმარისობაზე მიანიშნებდეს.

გადაბერილი საუღლე ვენები

ვითარდება მეორეულად - ინტრათორაკალური წნევისა და ფილტვისმიერი გულის შედეგად.

ქვემო კიდურების შეშუპება

სავარაუდოს ხდის ფილტვისმიერი გულისა და მეორეული ფილტვის ჰიპერტენზიის, როგორც შორსწასული ფილტვის ქრონიკული დაავადების გართულების არსებობას.

დაღლილობა

ვითარდება მუდმივი ღამის ხველების, პერსისტული ჰიპოქსიისა და ჰიპერკაპნიის ფონზე დარღვეული ძილის გამო.

წონაში კლება

შეიძლება განვითარდეს ანორექსიის გამოც.

კუნთოვანი მასის კარგვა

ხშირია ფქოდის მძიმე ან ძალიან მძიმე ფორმების დროს.

თავის ტკივილი

ვლინდება ჰიპერკაპნიის მიზეზით გამოწვეული ვაზოდილატაციის ფონზე.

სუნთქვა მოკუმული ტუჩებით

უნებლიე მოძრაობა ექსპირაციის გასახანგრძლივებლად და ნარჩენი ჰაერის შემცირების მიზნით.

ციანოზი

ჩვეულებისაებრ, ჩნდება COPD-ის გვიან სტადიებზე ჰიპოქსიასთან, ჰიპერკაპნიასა და ფილტვისმიერ გულთან ერთად.

ხმამაღალი P2

შორსწასული COPD-ის ნიშანი.

მიუთითებს ფილტვის მეორად ჰიპერტენზიაზე, როგორც ფილტვისმიერი გულის გართულებაზე.

ჰეპატოიუგულარული რეფლუქსი

შორსწასული COPD-ის ნიშანი, რომელიც გართულებულია ფილტვისმიერი გულით.

ჰეპატოსპლენომეგალია

შორსწასული COPD-ის ნიშანი, რომელიც გართულებულია ფილტვისმიერი გულით.

დოლის ჩხირისებრი თითები

ფქოდი თავისმხრივ არ იწვევს თითების დოლისებრ პათოლოგიას. დოლისებრი თითების არსებობა ექიმს მიანიშნებს შესაძლო პათოლოგიებზე (მაგ. ფილტვის კიბო ან ბრონქოექტაზია).

რისკფაქტორები

ძლიერი

თამბაქოს მოხმარება

ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები.[11] COPD-ის შემთხვევათა 40%-70%-ის მიზეზი.[10] ფქოდის რისკს ზრდის ასევე სიგარეტის კვამლთან ექსპოზიცია.

იწვევს ანთებით რეაქციას, წამწამების დისფუნქციას და ჟანგვით დაზიანებებს.

ხანდაზმული ასაკი

ასაკდამოკიდებულება შეიძლება დაკავშირებული იყო როგორც მოწევის ხანგრძლივ პერიოდთან, ასევე FEV1-ის ბუნებრივ, ასაკობრივ შემცირებასთან.

გენეტიკური ფაქტორები

სასუნთქი გზების ინჰალაციურ გამღიზიანებელზე განვითარებული რეაქცია დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე. ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი გენეტიკური დარღვევაა, რომელიც უმეტესად გვხვდება ჩრდილო ევროპული წარმომავლობის პირებში და ახალგაზრდა ასაკში იწვევს ფილტვის ქვემო წილების პანაცინურ ემფიზემას. სისტემური მიმოხილვითა და მეტა ანალიზით გამოვლინდა, რომ ფქოდის პრევალენტობა უფრო მაღალია იმ პირებში, რომელთა მშობლებიც ფქოდ-დადასტურეებულნი არიან, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში.[19]

სუსტი

თეთრი რასის წარმომადგენლობა

ფქოდ უფრო ხშირია თეთრკანიან ადამიანებში, ვიდრე შავკანიან და სამხრეთ-აზიელ პირებში, ისეთი ფაქტორების გათვალისწინების შემდგომ, როორციაა მოწევა, ასაკი, სქესი და სოციოეკონომიკური სტატუსი.[20]

დაბინძურებულ ჰაერთან ექსპოზიცია.

მტვერთან, გამონაბოლქვთან და გოგირდის დიოქსიდთან ქრონიკული ექსპოზირება ზრდის ფქოდ-ის განვითარების რისკს.[11]

ექსპოზიცია მყარი ან ბიომასური საწვავის ნამვწავთან.

საყოფაცხოვრებო ექსპოზიცია ნახშირის ან ბიომასური საწვავის ნამწვავთან ზრდის ფქოდ-ის რისკს.[21]

პროფესიული ექსპოზიცია მტვერთან, ქიმიურ ნივთიერებებთან, ქიმიკატებთან, კვამლსა ან აირებთან

ფქოდ-ის შემთხვევების დაახლოებით 14% გამოწვეულია პროფესიული ექსპოზიციით.[22]

ფილტვის განვითარების დეფექტი

ბავშვთა ასაკში ხშირმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის დანაწიბურება, ელასტიკურობის დაქვეითება და ფქოდ-ის რისკის გაზრდა. ანამნეზში ტუბერკულოზის არსებობა დაკავშირებულია ფქოდ-ის მომატებულ რისკთან.[23]

მამრობითი სქესი

ფქოდ უფრო ხშირია მამაკაცებში, სავარაუდოდ თამბაქოს უფრო აქტიური მოხმარების გამო. თუმცაღა, არსებობს მოსაზრება, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, თამბაქოს კვამლის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან.[24][25][26][27]

დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი

დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსახლეობას COPD-ის განვითარების მომატებული რისკი აქვს.[28] ეს შესაძლოა იყოს მოწევის, ჰაერის დაბინძურების და სხვა ფაქტორების გავლენა.

რევმატოიდური ართრიტი

ეპიდემიოლოგიური კვლევებით ვლინდება კავშირი ფქოდ-ის რისკსა და ანამნეზში რევმატოიდული ართრიტის არსებობას შორის.[23] მეტა-ანალიზით გამოვლინდა, რომ საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში ინციდენტური ფქოდ-ის რისკი ბევრად მაღალი იყო, ჯ ამური ფარდობითი რისკი 1.82.[29]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას