კვლევები
COPD დიაგნოსტიკა ხდება FEV1 - ის საფუძველზე და დამოკიდებულია იმაზე, თუ მოსალოდნელი FEV1-ის რამდენ პროცენტს წარმოადგენს არსებული FEV1. იმ შემთხვევაში თუ FVC-ის გაზომვა გაძნელებულია, შეიძლება FEV6-ის (ფორსირებული ექსპირატორული მოცულობა მე-6 წამზე) გამოყენება.[22]
FEV1/FVC შეფარდება <0.70; ტოტალური შეუქცევადობა, არც აუცილებელი და არც ტიპური შედეგია
მწვავე შემთხვევებში ისაზღვრება, როგორც ერთ-ერთი ვიტალურ ნიშანი. მოწყობილობა "ამოარჩევს" კარგ პულსურ ტალღას. ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, ჟანგბადით გაჯერება (სატურაცია) 88%-დან 90%-მდე შეიძლება იყოს მისაღები.
თუ <92%, მოწმდება არტერიული ან კაპილარული სისხლის აირები.[1]
ჟანგბადით დაბალი გაჯერება (სატურაცია) -
მოწმდება ძალიან მძიმე პაციენტებში, განსაკუთრებით, თუ პულსოქსიმეტრით მიღებული შედეგები არ ჯდება ნორმის ფარგლებში. ასევე უნდა გაიზომოს ყველა სტაბილურ პაციენტში რომლის FEV1 <35%-ზე ნაკლებია ან, თუ არსებული კლინიკური სიმპტომებით სავარაუდოა სუნთქვის უკმარისობა ან პერიფერიულად სატურაცია <92%.
ჰიპერკაპნია, ჰიპოქსია და რესპირატორული აციდოზი, მოსალოდნელი სუნთქვის უკმარისობის და ინტუბაცის შესაძლო საჭიროების მანიშნებელია.
PaCO₂ > 50 მმ.ვწყ.სვ და/ან PaO₂ <60 მმ.ვწყ.სვ მიუთითებს სუნთქვის უკმარისობაზე
იშვიათად დიაგნოსტირდება, მაგრამ საშუალებას იძლევა გამოვრიცხოთ სხვა პათოლოგიები.
შეიძლება გამოვლინდეს ანტეროპოსტერიორული (წინარეუკანა) თანაფარდობის და ფილტვის გამჭირვალობის ზრდა, დიაფრაგმის გადასწორება, ნეკნთაშუა სივრცეების გაფართოება. [Figure caption and citation for the preceding image starts]: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) მქონე პაციენტის გულ-მკერდის რენტგენოგრამა:Manoochehr Abadian Sharifabad, MD -ის კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: COPD-ის დროს გულმკერდის რენტგენოგრაფია(გვერდითი პროექცია): გადაბერილი ფილტვები, დიაფრაგმის გადასწორება, ნეკნთაშუა სივრცეების გაფართოება ლატერალურ ჭრილში.Manoochehr Abadian Sharifabad, MD -ის კოლექციიდან [Citation ends].
ასევე შეიძლება გამოავლინიოს COPD-ის ისეთი გართულებები, როგორიცაა პნევმონია ან პნევმოთორაქსი.
გადაბერვა
შესაძლოა ჩატარდეს გამწვავების სიმძიმის შესაფასებლად და შიძლება გვიჩვენოს პოლიციტემია (ჰემატოკრიტი >55%), ანემია და ლეიკოციტოზი.[1]
მომატებული ჰემატოკრიტი, შესაძლოა ლეიკოციტების რაოდენობის მატება
COPD-ის რისკ-ფაქტორები გულის იშემიური დაავადების რისკ-ფაქტორების მსგავსია, ასე რომ, ხშირია ერთდროულად ორივე დაავადების არსებობა.
მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები, არითმია, იშემია
გამწვავების დროს საჭიროა ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია, თუ პაციენტს აღენიშნება 3 კარდინალური სიმპტომი: დისპნოეს გაძლიერება, დიდი რაოდენობით ნახველი, ჩირქიანი ნახველი; ასევე 2 კარდინალური სიმპტომი, თუ ამ 2 სიმპტომიდან ერთ-ერთი ნახველში ჩირქის მომატებული შემცველობაა; ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია აგრეთვე ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი საჭიროებს მექანიკურ ვენტილაციას. იმ პაციენტების ნახველი, რომელთაც აღენიშნებათ მექანიკური ვენტილაციის საჭიროება, ხშირი გამწვავებები, სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის მძიმე შეზღუდვა და/ან გამწვავებები, უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში კულტივირებისათვის.[1]
ინფექციური აგენტი
გამოსადეგია დიაგნოსტიკური პრობლემების გადასაჭრელად და წინასაოპერაცია შეფასებისთვის.[1] საჭიროებს სპეციალიზებულ ლაბორატორიას.
ნახშირბადის მონოქსიდის დიფუზიის უნარის შემცირება უფრო მეტად მიუთითებს ქრონიკული ბრონქიტის ფონზე განვითარებულ ემფიზემაზე.
ობსტრუქციის მაჩვენებლები, შემცირებული DLCO(ნახშირბადის მონოქსიდის დიფუზიის უნარი)
გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევასთან შედარებით უკეთესად ვიზუალიზდება ფილტვის ქსოვილის დაზიანების გავრცელება და გადაბერვის ხარისხი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის CT COPD-ის დროს: გადაბერილი ფილტვი, ემფიტემატოზური ცვლილებები და მომატებული ანტერო-პოსტერიული დიამეტრი(კასრისებური გულმკერდი)Manoochehr Abadian Sharifabad, MD -ის კოლექციიდან [Citation ends].
მოწევასთან დაკავშირებულ COPD-ისგან განსხვავებით , ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი მეტად აზიანებს ფილტვის ქვედა არეებს.
სარგებლიანობა გამოიხატება სხვა, ფონური დაავადების გამორიცხვისა და პრეოპერაციული შეფასების შესაძლებლობაში.
გადაბერვა
ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტის შემთხვევაში აღინიშნება დაქვეითებული დონე. ტესტს ტარდება, თუ არსებობს ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტის საფუძვლიანი ეჭვი, როგორიცაა ოჯახური ანამნეზი ან COPD-ის ატიპური შემთხვევები(ახალგაზრდა ასაკი და არამწეველი) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ფქოდ-ით დაავადებული თითოეული პაციენტისთვის რეკომენდაციას უწევს ერთჯერად სკრინინგს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებშიც ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტის პრევალენტი მაღალია.[23]
COPD-ის მქონე პაციენტებში უნდა იყოს ნორმის ფარგლებში.
დისპროპორციული დისპნოეს მქონე პაციენტებში შეიძლება, სპირომეტრიასთან შედარებით მეტად ღირებული იყოს.[25] ის შეიძლება ჩატარდეს ციკლურ ერგომეტრზე ან სარბენ ბილიკზე ან მარტივი, განსაზღვრული დროით სიარულის შემდეგ (მაგ. 6 წუთი ან ხანგრძლივობა <6 წუთი).[26] დატვირთვის ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე იმ პაციენტების შესარჩევად, რომელთაც უნდა გაიარონ რეაბილიტაციის კურსი.
ტესტის ცუდი შედეგები ან დატვირტვისას ჰიპოქსემიის განვითარება მიგვანიშნებს დაავადების მოგვიანებით სტადიაზე
ღამის ობსტრუქციული აპნოე გავრცელებულია COPD-ის მქონე პაციენტებში და ასოცირდება სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციის მომატებულ რისკთან.[24]
მომატებული აპნოე-ჰიპოპნოეს ინდექსი და/ან ღამის ჰიპოქსემია
სასუნთქი კუნთების ფუნქციონირება შეიძლება გამოვიკვლიოთ, თუ დისპნოე ან ჰიპერკაპნია FEV1 მიმართებაში არაპროპორციულად მომატებულია, ისევე როგორც - პაციენტებში დაბალი ნუტრიციოლოგიური მაჩვენებლებით და კორტიკოსტეროიდებული მიოპათიით.[27]
მაქსიმალური ჩასუნთქვის დროს განვითარებული წნევის შემცირება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს