ყველა პაციენტს უნა ჩაუტარდეს სწავლება დაავადების მიმდინარეობის, გამწვავების და დეკომპენსაციის სიმპტომების შესახებ. მათი მოლოდინი დაავადების მიმდინარეობის, მკურნალობის და პროგნოზის შესახებ რეალისტური უნდა იყოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ფილტვის ფუნქციური რეგრესი ხანგრძლივ პერსპექტივაში და რომ ფარმაკოთერაპიის მიზანს წარმოადგენს სიმპტომების კონტროლი და გართულებების პრევენცია.
Cochrane-ის ერთი მიმოხილვის თანახმად, პაციენტის თვითაქტივობები, მაგ. სამოქმედო გეგმის ქონა ფქოდ-ის გამწვავებებისათვის, დაკავშირებულია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ჰოსპიტალიზაცის ნაკლებ სიხშირესთან რესპირატორული პრობლემების გამო. ექსპლორაციული ანალიზით გამოირკვა, რომ რესპირატორული სიკვდილობის სიხშირე მცირედ უფრო მაღალია დამოუკიდებელი მართვის დროს, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში, თუმცა საერთო სიკვდილობის მატება არ აღინიშნა.[108]Lenferink A, Brusse-Keizer M, van der Valk PD, et al. Self-management interventions including action plans for exacerbations versus usual care in patients with chronic obstructive pulmonary disease. Cochrane Database Syst Rev. 2017 Aug 4;(8):CD011682.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD011682.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28777450?tool=bestpractice.com
თვითმართვის გეგმა უნდა შეიცავდეს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს შემდგომ მოვლენებზე: სუნთვის უკმარისობა და სტრესის მართვის ტექნიკა, ენერგიის დაზოგვა, დამამძიმებელი ფაქტორების თავიდან არიდება, სიმპტომების მონიტორინგი, გაუარესებადი სიმპტომების მართვა და გამწვავების შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენება.[1]Global Initiative for Chronic Obstructive Lung Disease (GOLD). Global strategy for the diagnosis, management, and prevention of chronic obstructive pulmonary disease. 2021 [internet publication].
https://goldcopd.org/wp-content/uploads/2020/11/GOLD-REPORT-2021-v1.1-25Nov20_WMV.pdf
პაციენტების თვითმართვაში დახმარების გაწევა უნდა ეხებოდეს ფსიქოსოციალურ პრობლემებსა და პაციენტების პირად რწმენას ფქოდ-ის და მისი მართვის შესახებ. ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ დაკარგა და შეიზღუდა მათი ცხოვრების წესი და სოციალური ურთიერთობები ფქოდ– ს დიაგნოზის შემდეგ. შფოთვის, დეპრესიისა და ბრაზის სიმპტომები ხშირია.[110]Russell S, Ogunbayo OJ, Newham JJ, et al. Qualitative systematic review of barriers and facilitators to self-management of chronic obstructive pulmonary disease: views of patients and healthcare professionals. NPJ Prim Care Respir Med. 2018 Jan 17;28(1):2.
https://www.doi.org/10.1038/s41533-017-0069-z
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29343739?tool=bestpractice.com
სისტემური მიმოხილვის შედეგად, ცნობიერების ამაღლებასთან და ჩაურევლობასთან შედარებით, ქცევით თერაპიაზე დაფუძნებულმა ფსიქოლოგიურმა მკურნალობამ მცირე სარგებელი აჩვენა დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქების კუთხით, თუმცა, მტკიცებულებების შეზღუდვას წარმოადგენდა ჰეტეროგენურობა კვლევებს შორის და ორმაგი ბრმა დიზაინის გამართვა.[111]Pollok J, van Agteren JE, Esterman AJ, et al. Psychological therapies for the treatment of depression in chronic obstructive pulmonary disease. Cochrane Database Syst Rev. 2019 Mar 6;3:CD012347.
https://www.doi.org/10.1002/14651858.CD012347.pub2
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30838649?tool=bestpractice.com
ერთი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევით აღმოჩნდა, რომ ტელეფონით დახმარება და ქცევითი ცვლილებების ხარდაჭერა მსუბუქი ფქოდ-ის დროს პირველად ჯანდაცვაში იწვევს დამოუკიდებელი აქტივობების გაუმჯობესებას, მაგრამ სიცოცხლის ხარისხზე გავლენა არ აქვს.[112]Jolly K, Sidhu MS, Hewitt CA, et al. Self management of patients with mild COPD in primary care: randomised controlled trial. BMJ. 2018 Jun 13;361:k2241.
https://www.bmj.com/content/361/bmj.k2241.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29899047?tool=bestpractice.com
მეტა-ანალიზით გამოვლინდა, რომ ჯანმრთელობის შესახებ სწავლება, რომელიც მოიცავდა მიზნების დასახვას, სამოტივაციო ინტერვიუებსა და ფქოდ-თან დაკავშირებულ ცნობიერების ამაღლებას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა სიცოცხლის ხარისხს და ამცირებდა ფქოდ-ის გამწვავების მიზეზით ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს, თუმცა არ აქვეითებდა ნებისმიერი მიზეზით ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას.[113]Long H, Howells K, Peters S, et al. Does health coaching improve health-related quality of life and reduce hospital admissions in people with chronic obstructive pulmonary disease? A systematic review and meta-analysis. Br J Health Psychol. 2019 Sep;24(3):515-46.
https://www.doi.org/10.1111/bjhp.12366
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31033121?tool=bestpractice.com
პაციენტები უნდა დარჩნენ რაც შეიძლება აქტიურები და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. აუცილებელია აქტიური და პასიური მოწევის შეწყვეტა და ტოქსიკური კვამლით ექსპოზირების თავიდან არიდება.
სამოტივაციო ინტერვიუების მიმოხილვა
სამოტივაციო ინტერვიუ: მოწევის შეწყვეტა ნაწილი 1
სამოტივაციო ინტერვიუ: მოწევის შეწყვეტა ნაწილი 2
საჭიროა რეგულარული, "დისპანსერული" სამედიცინო შემოწმება მკურნალობის ოპტიმიზაციისთვის. სიმპტომების ყველა სახის გაუარესების დროს ნაჩვენებია გადაუდებელი სამედიცინო შემოწმება. პაციენტებს, რომელნიც იმყოფებიან მუდმივ ოქსიგენოთერაპიაზე, მოგზაურობის დროს შეიძლება დასჭირდეთ ჟანგბადის გაზრდილი რაოდენობა.
ფიზიკური აქტივობა რეკომენდებულია ფქოდ-ის მქონე თითოეული პაციენტისთვის და საჭიროა მათი წახალისება ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად.[1]Global Initiative for Chronic Obstructive Lung Disease (GOLD). Global strategy for the diagnosis, management, and prevention of chronic obstructive pulmonary disease. 2021 [internet publication].
https://goldcopd.org/wp-content/uploads/2020/11/GOLD-REPORT-2021-v1.1-25Nov20_WMV.pdf
ერთი სისტემური მიმოხილვისა და რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზის თანახმად, ვარჯიშით შესაძლებელია ფქოდ-ის დროს ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება, ხოლო ვარჯიშის კონსულტაციებით კიდევ უფრო ეფექტურია შედეგი.[121]Lahham A, McDonald CF, Holland AE. Exercise training alone or with the addition of activity counseling improves physical activity levels in COPD: a systematic review and meta-analysis of randomized controlled trials. Int J Chron Obstruct Pulmon Dis. 2016 Dec 8;11:3121-36.
https://www.dovepress.com/exercise-training-alone-or-with-the-addition-of-activity-counseling-im-peer-reviewed-fulltext-article-COPD
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27994451?tool=bestpractice.com
სხვა სისტემური მიმოხილვის და მეტა-ანალიზის მიხედვით,ქვემო კიდურბის კუნთებისათვის სუნთქვითი და ძალისმიერი ვარჯიშის კომბინაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე - მხოლოდ სუნთქვითი ვარჯიშებ, თუმცა, ამ ორ ჯგუფს შორის არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავება სიცოცხლის ხარისხის, სიარულით დაფარული მანძილის ან ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის კუთხით.[189]Iepsen UW, Jørgensen KJ, Ringbæk T, et al. A combination of resistance and endurance training increases leg muscle strength in COPD: An evidence-based recommendation based on systematic review with meta-analyses. Chron Respir Dis. 2015 May;12(2):132-45.
https://www.doi.org/10.1177/1479972315575318
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25767138?tool=bestpractice.com
კოქრენის მიმოხილვის თანახმად, ფიზიკური აქტივობის შესახებ კონსულტაციის, ვარჯიშის და ფქოდ-ის ფარმაკოლოგიური მართვის შედეგად უმჯობესდება ფიზიკური აქტივობა; თუმცა, მტკიცებულება მწირია. ავტორების კომენტარის თანახმად, ხარისხის შეფასება რთული იყო მეთოდოლოგიური დეტალების სიმწირის გამო. ჩარევები სხვადასხვაგვარია და, როგორც წესი, ერთეული კვლევებით ფასდება.[123]Burge AT, Cox NS, Abramson MJ, et al. Interventions for promoting physical activity in people with chronic obstructive pulmonary disease (COPD). Cochrane Database Syst Rev. 2020 Apr 16;4:CD012626.
https://www.doi.org/10.1002/14651858.CD012626.pub2
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32297320?tool=bestpractice.com
ფიზიკური აქტივობის გასაუმჯობესებლად ჩარევის ოპტიმალური დრო, ხანგრძლივობა და მოდელი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მეტა-ანალიზების თანახმად, იოგა და ქიგონგი აუმჯობესებს ვარჯიშის შესაძლებლობას და ფილტვის ფუნქციას ფქოდ-ის მქონე პაციენტებში.[124]Cramer H, Haller H, Klose P, et al. The risks and benefits of yoga for patients with chronic obstructive pulmonary disease: a systematic review and meta-analysis. Clin Rehabil. 2019 Dec;33(12):1847-62.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31353959?tool=bestpractice.com
[125]Tong H, Liu Y, Zhu Y, et al. The therapeutic effects of qigong in patients with chronic obstructive pulmonary disease in the stable stage: a meta-analysis. BMC Complement Altern Med. 2019 Sep 4;19(1):239.
https://www.doi.org/10.1186/s12906-019-2639-9
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31484521?tool=bestpractice.com
საინჰალაციო თერაპიაზე მყოფ პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქციები საინჰალაციო მოწყობილობის ტექნიკის შესახებ. პაციენტთა უმრავლესობა ინჰალატორის გამოყენებისას სულ მცირე ერთ შეცდომას უშვებს, ხოლო ინჰალატორის არასწორი გამოყენება დაკავშირებულია დაავადების არასასურველი კონტროლის ხარისხთან.[114]Cho-Reyes S, Celli BR, Dembek C, et al. Inhalation technique errors with metered-dose inhalers among patients with obstructive lung diseases: a systematic review and meta-analysis of US Studies. Chronic Obstr Pulm Dis. 2019 Jul 24;6(3):267-80.
https://www.doi.org/10.15326/jcopdf.6.3.2018.0168
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31342732?tool=bestpractice.com
[115]Melani AS, Bonavia M, Cilenti V, et al. Inhaler mishandling remains common in real life and is associated with reduced disease control. Respir Med. 2011 Jun;105(6):930-8.
https://www.doi.org/10.1016/j.rmed.2011.01.005
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21367593?tool=bestpractice.com
ინჰალატორის არასწორი გამოყენება უფრო ხშირია როცა პაციენტი იყენებს სხვადასხვა მოწყობილობას ან არასდროს უსწავლებიათ ინჰალატორის მოხმარება.[116]Rootmensen GN, van Keimpema AR, Jansen HM, et al. Predictors of incorrect inhalation technique in patients with asthma or COPD: a study using a validated videotaped scoring method. J Aerosol Med Pulm Drug Deliv. 2010 Oct;23(5):323-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20804428?tool=bestpractice.com
კლინიცისტის მიერ ინჰალატორის მოხმარების ჩვენება, მოწყობილობის შერჩევა და გადახედვა აუმჯობესებს ინჰალატორის მოხმარების ტექნიკას.[117]Price D, Keininger DL, Viswanad B, et al. Factors associated with appropriate inhaler use in patients with COPD - lessons from the REAL survey. Int J Chron Obstruct Pulmon Dis. 2018;13:695-702.
https://www.doi.org/10.2147/COPD.S149404
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29520137?tool=bestpractice.com
ინჰალატორის სწორად მოხმარების დემონსტრირება საჩვენებელი მოწყობილობით შეიძლება ყველაზე ეფექტური იყოს ≥65 წლის პაციენტებში.[118]Maricoto T, Monteiro L, Gama JMR, et al. Inhaler technique education and exacerbation risk in older adults with asthma or chronic obstructive pulmonary disease: a meta-analysis. J Am Geriatr Soc. 2019 Jan;67(1):57-66.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30291745?tool=bestpractice.com
პაციენტებს უნდა უთხრათ მოიტანონ ინჰალატორები კლინიკაში, რათა შეაფასოთ რამდენად სწორად იყენებენ.[1]Global Initiative for Chronic Obstructive Lung Disease (GOLD). Global strategy for the diagnosis, management, and prevention of chronic obstructive pulmonary disease. 2021 [internet publication].
https://goldcopd.org/wp-content/uploads/2020/11/GOLD-REPORT-2021-v1.1-25Nov20_WMV.pdf
ფარმაცევტის მიერ ჩატარებული ინტერვენციები და ტრენინგი ეხმარება ფქოდ-ის მქონე პაციენტს ინჰალატორის გამოყენებაში.[119]Jia X, Zhou S, Luo D, et al. Effect of pharmacist-led interventions on medication adherence and inhalation technique in adult patients with asthma or COPD: a systematic review and meta-analysis. J Clin Pharm Ther. 2020 Oct;45(5):904-17.
https://www.doi.org/10.1111/jcpt.13126
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32107837?tool=bestpractice.com
[120]Willard-Grace R, Chirinos C, Wolf J, et al. Lay health coaching to increase appropriate inhaler use in COPD: a randomized controlled trial. Ann Fam Med. 2020 Jan;18(1):5-14.
https://www.doi.org/10.1370/afm.2461
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31937527?tool=bestpractice.com
მეტრირებული დოზის ინჰალატორი
მეტრირებული დოზის ინჰალატორი და სპეისერი
მშრალი ფხვნილის ინჰალატორები
ნაზი აეროზოლის ინჰალატორი