გართულებები
ფილტვისმიერი გული (cor pulmonale) არის გული მარჯვენამხრივი უკმარისობა, რომელიც მეორადად ვითარდება გახანგრძლივებული ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) შედეგად. ის გამოწვეულია ქრონიკული ჰიპოქსიით და ფილტვის სისხლძარღვების შევიწროებით(ვაზოკონსტრიქცია) ,რაც თავის მხრივ, ფილტვის ჰიპერტენზიას და გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის მიზეზია.
გადაბერილი საუღლე ვენები, გაძლიერებული P2, ქვედა კიდურების შეშუპება და ჰეპატომეგალია ფილტვისმიერი გულის ნიშნებია.
გახანგრძლივებული ოქსიგენოთერაპია მკურნალობის ძირითადი საშუალებაა. საჭიროა ფქოდ-ის თერაპიის ოპტიმიზაცია. მიზანშეწოილია შარდმდენების გონივრული გამოყენება.[185]
ფქოდ ფილტვის კიბოს რისკფაქტორია, თამბაქოსთან ექსპოზიციისგან დამოუკიდებლად. პოპულაციური კოჰორტული კვლევის თანახმად, ფქოდ-ის არმქონე არამწეველებთან შედარებით, ფილტვის კიბოს სრულად კორექტირებული საშიშროების თანაფარდობა ფქოდ-ის მქონე არამწეველებთან, ფქოდ-ის არმქონე მწეველებთან (აქტიური და ყოფილი) და ფქოდ-ის მქონე მწეველებთან (აქტიური და ყოფილი) შეადგენდა 2.67, 1.97 და 6.19-ს (რიგითობა დაცულია).[188]
განმეორებითი პნევმონია COPD-ის გავრცელებული გართულებაა და დაავადების გამწვავების ხშირ მიზეზს წარმოადგენს. პნევმონია შეიძლება განაპირობოს როგორც ვირუსულმა, ასევე ბაქტერიულმა ინფექციამ.
ქრონიკული ფილტვის და სასუნთქი გზების დაზიანება,შესუსტებული ცილიარული ფუნქცია და ბაქტერიებით კოლონიზაცია, როგორც წესი, აქვეითებს ინფექციის მიმართ შეუვალობას. ხანგრძლივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებაც COPD -ის მქონე პაციენტებში, ასევე ასოცირდება პნევმონიის მომატებულ რისკთან.[182][183]
ანტიბიოტიკოთერაპიას გარკვეულწილად სარგებლიანია[184] ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დან 14-დღემდეა. აუცილებელია, მოცული იყოს Haemophilus influenzae-ასა და Streptococcus pneumoniae პნევმოკოკზე ვაქცინაცია რეკომენდებულია ფქოდ-ის მქონე პაციენტებში.
დეპრესია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) ხშირი შედეგია. თუ განვითარდა გუნება-განწყობილების ცვლილებები, შეიძლება საწირო გახდეს ფსიქიატრის ჩართვა.
ვლინდება სუბ-პლევრული ბულის ფორმირების და გაგლეჯის გამო ფილტვის პარენქიმის დაზიანების დროს. სპონტანური პნევმოთორაქსი საკმაოდ გავრცელებულია ქრონიკული მძიმე ხველის ან გულმკერდის ტრავმის დროს და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
საფუძვლიანი ვარაუდი არის საჭირო დროული დიაგნოსტირებისთვის. გულმკერდის რენტგენი და გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) ადასტურებს დიაგნოზს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის CT : მძიმე COPD ცვლილებები, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსიManoochehr Abadian Sharifabad, MD -ის კოლექციიდან [Citation ends].
მცირე შემთხვევების დროს შეიძლება საკმარისი იყოს კონსერვატიული მართვა. მძიმე ფორმების დროს, საჭირო ხდება გულმკერდის დრენაჟის ჩადგმა დაძაბული პნევმოთორაქსის და ჰემოდინამიკის დარღვევის პროფილაქტიკისთვის. განმეორებითი პნევმოთორაქსის შემთხვევაში გამართლებულია ქირურგიული ინტერვენცია, კერძოდ ვიდეო კონტროლით მიმდინარე თორაკოსკოპიული პლევროდეზი ან ბულექტომია.
მწვავე სუნთქვითი უკმარისობის მქონე ფქოდ-ით დაავადებული დიდი რაოდენობის პაციენტების კვლევის თანახმად, მათი ჰოსპიტალური სიკვდილობა შეადგენდა 17-49%-ს.[181] თერაპია მოიცავს არაინვაზიური დადებითი წნევით ვენტილაციას და/ან მექანიკურ ვენტილაციას.
მეორადი პოლიციტემია ვითარდება არტერიული ჰიპოქსემიის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივაად მწეველებში. დასტურდება ჰემატოკრიტის მაჩვენებლით, როდესაც ის 55% აჭარბებს, ხშირია საჭიროება ოქსიგენაციისა/დამატებითი ჟანგბადით სახლის პირობებში
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას