შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
66 წლის მამაკაცს, რომელიც 47 წლის მანძილზე ეწეოდა დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს, აღენიშნება: პროგრესირებადი ქოშინი და ქრონიკული პროდუქტიული, მოყვითალო ნახველით ხველის ორ წლიანი ანამნეზი; გასინჯვით: პაციენტი კახექსიურია , აქვს ზომიერად გამოხატული რესპირატორული დისტრესი, განსაკუთრებით გასასინჯ ოთახში შემოსვლის შემდეგ და სუნთქავს შეჭმუხნული პირით საუღლე ვენები მცირედ გამობერილია; გულმკერდი - კასრისებური; ფილტვში ბილატერალურად ჰაერის ნაკადის შესვლა გაძნელებულია, ზომიერად გამოხატულია ინსპირატორული და ექსპირატორული მსტვინავი სუნთქვა. გული და მუცელი - ნორმის ფარგლებში. ქვემო კიდურებზე - მცირე ინტენსიობის რბილი შეშუპება.
შემთხვევის ანამნეზი #2
56 წლის მწეველმა ქალმა მიმართა ოჯახის ექიმს ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება და ხველა რამოდენიმე დღის განმავლობაში. სიმპტომების გამოვლინდა 3 დღის წინ რინორეით. პაციენტი აღნიშნავს ქრონიკულ პროდუქტიულ ხველას თეთრი ნახველით, რომელმაც მოიმატა ბოლო ორი დღის მანძილზე. პაციენტს მსგავსი ეპიზოდები აღენიშნება ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველ ზამთარს. იგი 40 წლის მანძილზე ეწეოდა და ამჟამადაც ეწევა ერთ ან ორ კოლოფ სიგარეტს დღეში. უარყოფს სისხლიან ნახველს, ცხელებას ან წონის კლებას და ასევე, ურეცეპტოდ გასაყიდი ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას.
სხვა გამოვლინებები
ზოგიერთი პაციენტი უჩივის მოჭერის შეგრძნებას გულმკერდის არეში, რაც ხშირად მოყვება ფიზიკურ დატვირთვას და შეიძლება განვითარდეს ნეკნთაშუა კუნთების შეკუმშვის გამო. წონის კლება, კუნთების განლევა და ანორექსია ხშირია მძიმე და ძალიან მძიმე COPD-ის მქონე პაციენტებში.[1] სხვა გამოვლინებებია დაღლილობა, ჰემოპთიზი, ციანოზი და ჰიპერკაპნიის შედეგად განვითარებული დილის თავის ტკივილი. ტკივილი გულმკერდის არეში და ჰემოფთიზი ფქოდ-ის იშვიათი სიმპტომებია და ზრდის ალტერნატიული დიაგნოზის ალბათობას.[2]
ფიზიკური გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოქსია, დამატებითი სასუნთქი კუნთების ჩართულობა, ნეკნების პარადოქსული მოძრაობა, გულის ტონების მოყრუება, ქვემო კიდურების შეშუპება, გულისმიერი ფილტვის მეორადი ჰეპატომეგალია და ჰიპერკაპნიის შემდგომი მეორადი ასტერიქსი.
პაციენტი ასევე შეიძლება გამოუვლინდდეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ( COPD) გართულების ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მოიცავს: მძიმედ გამოხატულ სუნთქვისა და ჩასუნთქვის გაძნელებას, ტკივილს გულმკერდში ფქოდის(COPD) გამწვავების ფონზე ან სპონტანურ პნევმოთორაქსს.[1][3] COPD-ის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ სხვა თანმხლები დაავადებები, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჩონჩხის კუნთების დისფუნქცია, მეტაბოლური სინდრომი და დიაბეტი, ოსტეოპოროზი, დეპრესია, შფოთვა, ფილტვის კიბო, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ბრონქოექტაზია, ობსტრუქციული ძილის აპნოე და კოგნიტური დარღვევა.[1][4][5]
ერთმა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფქოდის მქონე პაციენტების 14.5%-ს ასთმის თანმხლები დიაგნოზი ჰქონდა, მაშინ როცა გლობალური მეტაანალიზის მიხედვით ფქოდის მქონე პაციენტებთან ასთმის ჯამური პრევალენტობა 29.6% -ია (12.6% -დან 55.5%-მდე დიაპაზონით).[6][7]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას