ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)

კრიტერიუმები

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივის კრიტერიუმები[1]

ჰაერის ნაკადის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით COPD-ის კლასიფიკაცია:

ფილტვის ფუნქციური ტესტით პოსტბრონქოდილატატორული FEV1/FVC თანაფარდობა <0,7 ჩვეულებრივ COPD-ის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება. . ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივა (GOLD) ჰაერის გამტარიანობის შეზღუდვას ყოფს სტადიებად. პაციენტებში FEV1/FVC <0,7-ით:

  • GOLD 1 - მსუბუქი: FEV1 ≥ სავარაუდოს 80%.

  • GOLD 2 - ზომიერი: სავარაუდოს 50% ≤ FEV₁ < სავარაუდოს 80%

  • GOLD 3 - მძიმე: სავარაუდოს 30% ≤ FEV1 <სავარაუდოს 50%

  • GOLD 4 - ძალიან მძიმე: FEV1 < სავარაუდოს 30%.

GOLD გაიდლაინი კომბინირებულ "ABE" მიდგომას იყენებს პაციენტების შესაფასებლად სიმპტომების დონისა და გამწვავების წინა ისტორიის მიხედვით. სიმპტომთა შეფასებისას გამოიყენება ბრიტანეთის მოდიფიცირებული სამედიცინო კვლევითი საბჭოს (mMRC) ან ფქოდის შეფასების სკალა (CAT). ეს შეიზლება ინახოს GOLD-ის გაიდლაინში. GOLD-ი მხოლოდ mMRC დისპნეის შკალით პაციენტების შეფასების წინააღმდეგ გვაფრთხილებს, ვინაიდან ფქოდ-ის სიმპტომები მხოლოდ ქოშინით არ შემოიფარგლება. ამ მიზეზით უპირატესია CAT-ი. თუმცა, GOLD აღიარებს, რომ mMRC სკალა ფართოდ გამოიყენება და mMRC-ის ≥2 ზღვრული მაჩვენებელი "სუნთქვის მეტად გაძნელების" და "სუნთქვის ნაკლებად გაძნელების" მქონე პაციენტების განასაზღვრად კვლავ შედის შეფასების კრიტერიუმებში. გამწვავებები სიმპტომებისგან დამოუკიდებლად ფასდება, რათა მათი კლინიკური მნიშვნელობა გამოიკვეთოს.

  • ჯგუფი A: დაბალი რისკი (0-1 გამწვავება წელიწადში, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და ნაკლები სიმპტომები (mMRC 0-1 ან CAT <10)

  • ჯგუფი B: დაბალი რისკი (0-1 გამწვავება წელიწადში, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და მეტი სიმპტომები (mMRC ≥2 ან CAT ≥10)

  • ჯგუფი E: მაღალი რისკი (≥2 გამწვავება წელიწადში, ან ≥1 საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და სიმპტომების ნებისმიერი დონე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას