ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)

ეპიდემიოლოგია

COPD მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ წამყვან მიზეზებს შორის მესამეა, გამოიწვია რა 3.23 მილიონი სიკვდილი 2019 წელს, სიკვდილიანობის 90% -იანი მაჩვენებლით დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.[1][8][9][10][11]​​​​​​​​​​​​ გლობალურად, COPD-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 1990 -დან 2017 წლამდე 23% -ით გაიზარდა და COPD-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 2060 წლისთვის, სავარაუდოდ 5.4 მილიონამდე გაიზრდება.[1][12]​​​​ COPD უფრო ხშირია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში, ურბანიზაციის მიუხედავად.[1] ფქოდ-ის პრევალენტობა ყველაზე მაღალია ამერიკის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონში და ყველაზე დაბალია - სსამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ წყნაროკეანურ რეგიონებში. მსოფლიო მასშტაბით საერთო პრევალენტობა მამაკაცებში არის 15.7%, ხოლო ქალებში 9.93%.[13] COPD-ის პრევალენტობა აშშ-ში 2007-დან 2010 წლამდე მონაცემებით პოსტ-ბრონქოდილატორის ტესტის შედეგებით 14% იყო.[14] COPD-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-ში 1969-2013 წლების პერიოდში 100%-ით გაიზარდა.[15]​ 2019 წლის ჯანმრთელობის ნაციონალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ COPD-ის პრევალენტობა აშშ-ს მოზრდილ, რეგიონებში მცხოვრებ პოპულაციაში უფრო დიდი იყო, ვიდრე მეგაპოლისების მაცხოვრებლებში - 8.0% და 4.0% შესაბამისად.[16]

წარსულში, კვლევების უმეტესობით ვლინდებოდა, რომ COPD-ის პრევალენტობა და სიკვდილიანობა მამაკაცებთან უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქალებთან.[12] თუმცა, განვითარებული ქვეყნების 2012- 2013 წლის მონაცემებით, COPD-ის პრევალენტობა მამაკაცებსა და ქალებში ახლა თითქმის თანაბარია, სავარაუდოდ, მწეველობის განსხვავებული სურათის გამო.[17] ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის უფრო დიდი რისკი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე მამაკაცებს, თამბაქოს ერთნაირი დოზით ექსპოზიციის მიუხედავად.[18]

საერთაშორისო კვლევის თანახმად, ფქოდ-ის პრევალენტობა პირებში, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ, არის 12.2%.[19] ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერის დაბინძურებით ან დახურულ სივრცეში მყარი საწვავის წვით დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. აშშ-ში, COPD-ის პრევალენტობა არამწეველებში 2.2%-ია. ამ შემთხვევებიდან ბევრი სამუშაო ადგილზე ექსპოზიციას, მაგ. სამთო მრეწველობაში და საკვების წარმოებასა და კვების ობიექტებში ექსპოზიციას უკავშირდება.[20][21]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას