პროგნოზი
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(COPD) ცვალებადი მიმდინარეობისა და ვარიაბელური პროგნოზის მქონე დაავადებაა. მისი პროგნოზი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, მათ შორის გენეტიკურ განწყობაზე, გარემო ფაქტორთა ექსპოზიციაზე, კომორბიდულ ფონზე და შედარებით ნაკლები ხარისხით - დაავადების გართულებებზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ფქოდ-ისა და სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხანმოკლე გადარჩენადობა ეფუძნება მწვავე ავადმყოფობის საერთო სიმძიმეს, ხანგრძლივ გადარჩენადობაზე, პირველ რიგში, ზემოქმედებს ფქოდ-ის სიმძიმე და თანმხლები მდგომარეობების არასებობა. ტრადიციულად, პროგნოზი ეყრდნობა FEV1 მაჩვენებელს, რომელიც ფილტვის ფუნქციური ტესტირების ნაწილია. მეტა-რეგრესული ანალიზით გამოვლინდა მნიშვნელოვანი კორელაცია მომატებულ FEV1-სა და ფქოდის გამწვავების რისკის დაქვეითებას შორის.[174]
FEV1-თან ერთად პროგნოზის განმაპირობებელია წონია (ძალიან დაბალი წონა უარყოფითი პროგნოზული ფაქტორია[175]), 6 წუთში გავლილი მანძილი და ფიზიკურ დატვირთვაზე გამოხატული სუნთვის უკმარისობის ხარისხი. აღნიშნული ფაქტორები, ასევე ცნობილი, როგორც სხეულის მასის ინდექსი, ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია, დისპნოე და ფიზიკური დატვირთვის ინდექსი (BODE), შეგვიძლია გამოვიყენოთ 1, 2 და 4-წლიანი გადარჩენადობის პროგნოზის განსაზღვრისთვის.[176] ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პლაზმის პრო-ადრენომედულინის კონცეტრაციას და BODE ინდექსს ერთად უკეთესი პროგნოზული პოტენციალი აქვს, ვიდრე BODE იდექსს ცალკე.[177] ადრენომედულინის, არგინინის ვაზოპრესინის, წინაგულის ნატრიურეზული პეპტიდისა და C-რეაქტიული ცილის მატება[178] დაკავშირებულია სიკვდილის მომატებულ რისკთან სტაბილური ფქოდ-ის მქონე პაციენტებში.[179] დიდი ბრიტანეთის გაიდლაინებში არ არის რეკომენდებული სხეულის მასის ინდექსის, სასუნთქი გზების ობსტრუქციის, დისპნოეს და ფიზიკური დატვირთვის ინდექსის (BODE ინდექსი) გამოყენება პროგნოზის შესაფასებლად.[3]
უკანასკნელ პერიოდში, ფქოდ-ის მიმდინარეობის პროგნოზის დასადგენად, მეტი ყურადღება ეთმობა თანმხლებ დაავადებებს და გამწვავებებს წარსულში. ფქოდ-დიაგნოსტირებულ პაიენტებთან პრგნოზის დასადგენად CODEX ინდექსი (თანმხლები დაავადებები, ობსტრუქცია, დისპნოე და მძიმე გამწვავებები წარსულში) მიიჩნევა უპირატესად BODE ინდექსთან შედარებით.[180] ფქოდ-ის დროს ცუდი პროგნოზულ მარკერებია დაავადების ხშირი გამწვავება და სუნთქვის უკმარისობის მიზეზით მრავალჯერადი ინტუბაცია/ინვაზიური მექანიკური ვენტილაცია.[181]
ფქოდის დროს სხვადასხვა თერაპიულ საშუალებებს შორის გადარჩენადობის გაუმჯობესებაზე მხოლოდ ორი ფაქტორი მოქმედებს: მოწევის შეწყვეტა და ხელოვნური ჟანგბადით მომარაგება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას