ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)

მონიტორინგი

დაავადების სიმძიმის მიხედვით ფქოდ-ით დაავადებული პაციენტები რეგულარულად უნდა შეფასდნენ. მსუბუქი სტაბილური ფქოდ-ის მქონე პაციენტების შემოწმება უნდა მიმდინარეობდეს 6-თვიანი ინტერვალებით, ხოლო მძიმე ხშირი გამწვავებების შემთხვევაში და უკანასკნელ პერიოდში ჰოსპიტალიზაციის დროს შემოწმება 2 კვირიდან 1 თვემდე ინტერვალებით უნდა განხორციელდეს. შემდგომი მეთვალყურეობის ვიზიტების ფარგლებში საჭიროა პაციენტების შეფასება, რათა განისაზღვროს "დამყოლობა" თერაპიული რეჟიმის მიმართ, ინჰალაციის ტექნიკა, თერაპიის არასასურველი ეფექტები და შეფასდეს დაავადების პროგრესირება. ასევე საჭიროა განისაზღვროს დისპნოეს ხარისხი როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, ასევე ფიზიკური დატვირთვის დროს. აგრეთვე აუცილებელია გამწვავებების სიხშირის ცოდნა. სიმპტომების შესაფასებლად შესაძლებელია კითხვარების გამოყენება, მაგ. როგორიცაა ფქოდ-ის შეფასების ტესტი (CAT). ისინი შეგიძლიათ იხილოთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივის (GOLD) გაიდლაინებით.[1]

საჭიროა შეფასდეს მოწევის სტატუსი და კვამლთან ექსპოზიციის დონე თითოეული ვიზიტის დროს, შემდგომ კი განხორციელდეს ინფორმაციის შესაბამისი ქმედებები.[1]

GOLD გაიდლაინის რეკომენდაციით, FEV1-ის განსაზღვრა სპირომეტრიით საჭიროა სულ მცირე ერთხელ წელიწადში, რათა იდენტიფიცირდნენ პაციენტები, რომელთა მაჩვენებლები სწრაფად უარესდება.[1] ფუნქციური შესაძლებლობები უნდა შეფასდეს სიარულის ტესტით დროის მონაკვეთში. უნდა კონტროლდებოდეს ჟანგბადით გაჯერება და პაციენტი პერიოდულად შეფასდეს ჟანგბადის საჭიროების განასასაზღვრად. სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო იყოს რადიოლოგიური კვლევები; ჩირქიანი ნახველით მიმდინარე განმეორებითი გამწვავებები უნდა გამოვიკვლიოთ ბრონქოექტაზზე.[1]

პაციენტების მონიტორინგი საჭიროა ფქოდ-ის ხანმოკლე და ხანგრძლივი გართულებებისა და თანმხლები დაავადებებისთვის. ასსევე რეგულარულად უნდა შეფასდეს წონა, ნუტრიციოლოგიური მონაცემები და ფიზიკური აქივობის ხარისხი. კახექსია და ფიზიკური აქტიობის შემცირება დაავადების პროგრესირებისათვის ცუდი პროგნოზული ინდიკატორია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას