სკრინინგი
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც დარწმუნებით დაადასტურებს, სკრინინგული სპირომეტრიის ეფექტურობას მართვის ან ფქოდის გამოსავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით უსიმპტოომო პაციენტებში.[40] თუმცა, თუ COPD დიაგნოსტირდა საწყის ეტაპზე და რისკფაქტორიები აღმოიფხვრა, ფილტვი დისფუნქციის პროგრესირების მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება.[41]
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივა (GOLD) რეკომენდაციას უწევს შემთხვევების აქტიურ გამოვლენას სპირომეტრიით, სიმპტომების მქონე პაციენტებში და/ან ფქოდ-ის რისკფაქტორების მქონე პაციენტებში.[1] დიდი ბრიტანეთის გაიდლაინებით, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების მიზნით, რეკომენდებულია სპირომეტრია 35 წელს გადაცილებულ ყველა პაციენტში, ვინც ეწევა ან წარსულში ეწეოდა და აქვს ქრონიკული ხველა. კლინიცისტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ სკრინინგული სპირომეტრიის ჩატარება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გულმკერდის რენტგენოლოგიური და კტ შედეგები შეესაბამება ემფიზემას.[3] მნიშვნელოვანი პულმონური დისფუნქცია შეიძლება აღინიშნებოდეს უსიმპტომო მწეველებშიც.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას