ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება(ფქოდ)

ახალი ტიპის მკურნალობა

ენსიფენტრინი

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ენსიფენტრინი, პირველი თავისი კლასიდან ორმაგი სელექციური ფოსფოდიესტერაზა (PDE)-3 და PDE-4 ინჰიბიტორი, მოზრდილებში COPD-ის შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის. ენსიფენტრინი აერთიანებს როგორც ბრონქოდილატაციურ, ასევ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ერთი მედიკამენტის ფარგლებში, რომელიც მიეწოდება სტანდარტული ნებულაიზერით. მე-3-ე ფაზის კვლევებში ენსიფენტრინმა 12 კვირაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფილტვის ფუნქცია (FEV1), პლაცებოსთან შედარებით (საშუალო განსხვავება პლაცებოსთან შედარებით: 92,29 მლ [ჯამური მაჩვენებელი]).[228]​ მეტა-ანალიზმა ზომიერი ან მძიმე COPD-ის გამწვავებების წლიური სიხშირის სტატისტიკურად სარწმუნო შემცირება (40%) აჩვენა, პლაცებოსთან შედარებით (24 კვირის შეჯამებული მონაცემებით).[228]​ მე-3 ფაზის ორი ცდიდან მხოლოდ ერთმა აჩვენა ენსიფენტრინის ჯგუფში ცხოვრების ხარისხის სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება.[229]​ როგორც ჩანს, ენსიფენტრინის ამტანობა კარგია; კლინიკური სარგებელი აშკარა იყო როგორც მონოთერაპიის, ისე სხვა შემანარჩუნებელ თერაპიებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.[229]​ ენსიფენტრინი ჯერ ევროპაში დამტკიცებული არ არის.

სტატინები

სტატინები (HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები) COPD-ის ახალი მედიკამენტებია, რომლებიც აჩვენებენ ზოგიერთი შედეგის გაუმჯობესებას, მ.შ. ფილტვების ფუნქციის გარკვეულ გაუმჯობესებას ზომიერი და მძიმე COPD-ის მქონე პაციენტებთან.[230] რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც გააჩნდათ თანხმლები კარდიოვასკულური დაავადება, სტატინით მკურნალობის შემდეგ აღენიშნათ გამწვავებების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის შემცირებული სიხშირე და სიმძიმე. თუმცა პროსპექტული კვლევით ეს უპირატესობა ვერ დადასტურდა.[231] ფქოდ-დიაგნოსტირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სტატინს, ჩატარებული რანდომიზებულ-კონტროლირებული კვლევის მეტა ანალიზის მიხედვით, დაფიქსირდა უკეთესი კლინიკური გამოსავალი გულ-სისხლძარღვთა თანხმლები დაავადების თანაარსებობისას, C-რეაქტიული ცილის საბაზისო მაჩვენებელზე მაღალი დონისა და ქოლესტეროლის მომატებული რაოდენობის დროს.[232] შემდგომი მტკიცებულება უკეთესი შედეგების მხარდასაჭერად CVD-ის მქონე პაციენტებში მოიცავს COPD-ის და თანმხლები ფილტვის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მეტა-ანალიზს, რომელმაც გამოავლინა გაუმჯობესება როგორც ფილტვის არტერიული წნევის, ასევე 6 წუთიანი სიარულის დისტანციის თვალსაზრისით, სტატინით თერაპიის შემდეგ.[233] სხვა მეტა-ანალიზით მაღალი ინტენსივობის სტატინები პლაცებოს შედარდა COPD-ის მქონე პაციენტებში. სტატინების გამოყენების შედეგად შემცირდა C რეაქტიული ცილა და ინტერლეიკინ-6, თუმცა ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა ან სიცოცხლის ხარისხი სარწმუნოდ არ გაუმჯობესებდა.[234] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ინტერვენციული თერაპია

უკვე შესაძლებელია სელექტიური ბრონქოსკოპის ახალი ტექნიკის გამოყენებით ფილტვის რეზექციის გზით, სამიზნე წილის მოცულობის შემცირება. ამ ტექნიკით, გადაბერილ და ემფიზემატოზურ სეგმენტში იდგმება ცალმხრივი სარქველი,რომელიც იწვევს არაფუნქციონირებადი ფილტვის სეგმენტის კოლაფსს. მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელია იმ შემთხვევათა სერიაში, სადაც ჩატარდა ეს თერაპია. ფილტვის მოცულობის შემცირების ეს მიდგომა ქირურგიული ოპერაციის ალტერნატივაა და ტარდება ფქოდ-ის დროს იმ პაციენტებში, რომელთაც სავარაუდოდ დასჭირდებათ ქირურგიული ჩარევა.[235][236] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ფარმაკოგენომური თერაპია

COPD-ის დროს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ფარმაკოგენომური თერაპია. მნიშვნელოვანია იმ გენეტიკური ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც განაპირობებენ COPD-ის განვითარებას მძიმე მწეველთა ერთ ჯგუფში, ხოლო მეორეში არა. იმ გენების იდენტიფიცირებამ, რომლებიც განაწყობენ ორგანიზმს COPD-ის განვითარებისთვის, შეიძლება ახლი თერაპიული სამიზნე მოგვცეს.[237][238]

კლარას უჯრედის ცილა 16-ის აუგმენტაცია

კლარას უჯრედის ცილა 16-ს (CC16), ძირითადად, კლარას უჯრედები გამოყოფენ სასუნთქი გზების ეპითელიუმში. CC16-ს გააჩნია ანტიანთებითი თვისებები კვამლთან ექსპოზირებულ ფილტვებში, ხოლო ფქოდ-ი უკავშირდება CC16-ის ნაკლებობას. CC16-ის ექსპერიმენტული მატება (აუგმენტაცია) ამცირებს ანთებას და უჯრედულ დაზიანებას, შესაბამისად, CC16-ის მომატება შესაძლოა აღმოჩნდეს დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა.[239]

მონოკლონური ანტისხეულები

მონოკლონური ანტისხეულების თერაპია, რომელიც მოქმედებს ინტერლეიკინ (IL)-5-ზე ან მის რეცეპტორზე, შეიძლება სასარგებლო იყოს COPD-ით დაავადებული პაციენტებისთვის ეოზინოფილური ფენოტიპით.[240][241]​​ Cochrane-ის ერთმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ მეპოლიზუმაბით ან ბენრალიზუმაბით მკურნალობამ ზომიერი და მძიმე გამწვავებების უფრო დიდი შემცირება გამოიწვია, ვიდრე პლაცებომ. პაციენტების მონაცემების შემდგომმა მეტაანალიზმა მეპოლიზუმაბის მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევებში აჩვენა, რომ პაციენტებს სისხლში ეოზინოფილების მაღალი შემცველობით ზომიერი და მძიმე გამწვავებების უფრო დიდი შემცირება აღენიშნებოდათ.[242] COPD-ის სამკურნალოდ მეპოლიზუმაბის და ბენრალიზუმაბის მე-3 ფაზის კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სხვა მონოკლონური ანტისხეულები, რომლებზეც კვლევები COPD-ის სამკურნალოდ მიმდინარეობს, ძირითადად მიმართულია მწვავე გამწვავებებზე და მოიცავს IL-4 რეცეპტორის ანტაგონისტს დუპილუმაბს.[243] დუპილუმაბი დამტკიცებულია ევროპაში დამატებითი შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის მოზრდილებში უკონტროლო COPD-ით, რომელსაც ახასიათებს სისხლში ეოზინოფილების მატება. თუმცა, ამ დანიშნულებით აშშ-ში ის ჯერ დამტკიცებული არ არის. ერთი რანდომიზებული პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევის მე-3 ფაზით COPD-ით დაავადებულ პაციენტთან, სისხლში ≥300 უჯრედი/მიკროლიტრი ეოზინოფილებით და გამწვავების მომატებული რისკით (მიუხედავად სტანდარტული სამმაგი თერაპიის გამოყენებისა) გამოვლინდა, რომ დუპილუმაბმა შეამცირა გამწვავებები და რესპირატორული სიმპტომები, გააუმჯობესა FEV1 და ცხოვრების ხარისხი.​[244]

სხვა მედიკამენტური თერაპიები

დაგროვებულმა ცოდნამ, ანთების მნიშვნელოვანებაზე COPD-ის განვითარებაში, წარმოშვა აზრი, გამოეცადათ მედიკამენტები, რომლებიც ანთების კასკადის სხვადასხვა რგოლზე მოქმედებს. არაერთი ფართო სპექტრის ანტიანთებითი მედიკამენტი ამჟამად გადის მე-3 ფაზას და შესაძლოა შევიდეს ფარმაცევტულ ბაზარზე ფქოდ-ის სამკურნალოდ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ამ ჩამონათვალში შედის აზოტის ოქსიდის ინჰიბიტორები, ლეიკოტრინინების მოდიფიქატორები და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ანტაგონისტები.[245] აცეტილცისტეინით ხანგრძლივმა (≥6 თვე) მკურნალობამ შეიძლება შეამციროს გამწვავების პრევალენტობა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იმოქმედებს გამწვავების სიხშირეზე, ფილტვების მოცულობაზე, ან FEV1-ზე.[246] COPD-ის მქონე პაციენტებში ანტიაგრეგანტებით თერაპია ყველა მიზეზით სიკვდილიანობასთან ასოცირდება, გულ-სისხლძარღვთა რისკისგან დამოუკიდებლად.[247] ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის კინაზებს აქვთ ჭარბი ლორწოს პროდუცირებასთან ბრძოლის პოტენციალი. ფიბროზის მაინჰიბირებელი თერაპია ამჟამად შესწავლის ფაზაშია. აგრეთვე, კვლევის საგანია სერინ პროტეაზას და მატრიცის მეტალოპროტეაზას ინჰიბიტორები, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ფილტვის დესტრუქციისა და შემდგომ ემფიზემის ჩამოყალიბების პრევენცია. იკვლევენ ასევე ისეთ აგენტებს, როგორიცაა რეტინოიდი, რომელსაც შესაძლოა ამ პროცესის შექცევის პოტენციალი გააჩნდეს.[248]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას