ანემია განისაზღვრება, როგორც ჰემოგლობინის დონე ქალებში <120გ/ლ (<12 გ/დლ) და მამაკაცებში <140გ/ლ (<14 გ/დლ) ან როგორც ჰემოგლობინის დონე <125გ/ლ (<12.5 გ/დლ) მოზრდილებში.[1]Report of WHO/UNICEF/UNU consultation on indicators and strategies for iron deficiency and anemia programmes. In: WHO/UNICEF/UNU consultation. Geneva, Switzerland: WHO; 1994.[2]Lee GR, Foerster J, Lukens J. Wintrobe's clinical hematology. 10th ed. Baltimore, MD: Lippincott, Williams & Wilkins; 1999.[3]Beutler E, Lichtman MA, Coller BS, et al. Williams hematology. 6th ed. New York, NY: McGraw-Hill; 2000. ანემია ზოგად საექიმო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური დარღვევაა. რისკფაქტორებია: ასაკი, მდედრობითი სქესი, ლაქტაცია და ორსულობა. რკინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მიზეზია.[4]Brown RG. Anemia. In: Taylor RB, ed. Family medicine: principles and practice. 4th ed. New York, NY: Springer-Verlag; 1994:997-1005. ანემიამ, მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ავადობა და ხშირად წარმოადგენდეს უფრო სერიოზული ფონური მდგომარეობის ნიშანს.[5]Thein M, Ershler WB, Artz AS, et al. Diminished quality of life and physical function in community-dwelling elderly with anemia. Medicine (Baltimore). 2009;88:107-14.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19282701?tool=bestpractice.com
ანემიის განვითარების სიჩქარე ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მისი სიმძიმე, ვინაიდან სწრაფად განვითარებული ანემიის დროს შეიძლება ამოწუროს ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმები.
პათოფიზიოლოგია
ერითროპოეზი მიმდინარეობს ძვლის ტვინში და კონტროლდება სტრომის ქსელით, ციტოკინებითა და ჰორმონ ერითროპოეტინით. დიფერენცირების რამდენიმე საფეხურის შემდეგ წარმოიქმნება რეტიკულოციტები (ერითროციტები [RBCs] უცვლელი რიბოსომული ქსელით). სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადასვლამდე რეტიკულოციტები ძვლის ტვინში 3 დღის განმავლობაში რჩება. ცირკულაციაში მოხვედრიდან ერთი დღის შემდეგ რეტიკულოციტები კარგავენ რიბოსომულ ქსელს და გარდაიქმნებიან მწიფე ერითროციტებად, რომლებიც სისხლის მიმოქცევაში ცირკულირებენ 110-120 დღის განმავლობაში, სანამ მაკროფაგები არ მოაცილებენ მათ მიმოქცევიდან. სტაბილურ მდგომარეობაში ერითროციტის წარმოქმნის სიჩქარე მისი დაკარგვის სიჩქარის ტოლია. როდესაც ერითროციტების წარმოქმნის სიჩქარე მცირდება და/ან მისი დაკარგვის სიჩქარე იზრდება, ვითარდება ანემია.
ანემიის მორფოლოგიური კლასიფიკაცია
კლინიკური კუთხით, ყველაზე მოსახერხებელი კლასიფიკაციის სისტემა ეყრდნობა საშუალო კორპუსკულურ მოცულობას (MCV).[6]Ginder GD. Microcytic and hypochromic anemias. In: Goldman L, Ausiello DA, eds. Cecil Medicine. 23rd ed. Philadelphia, PA: Saunders Elsevier; 2007: chapter 163.[7]Brill JR, Baumgardner DJ. Normocytic anemia. Am Fam Physician. 2000 Nov 15;62(10):2255-64.
http://www.aafp.org/afp/2000/1115/p2255.html
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11126852?tool=bestpractice.com
[8]Davenport J. Macrocytic anemia. Am Fam Physician. 1996 Jan;53(1):155-62.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8546042?tool=bestpractice.com
მიკროციტული (ერითროციტების საშუალო კორპუსკულური მოცულობა <80 ფემტოლიტრი [fL]).
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მიკროციტული ანემიარობერტ ზაიდენის კოლექციიდან, გამოყენება ნებადართულია [Citation ends].
ნორმოციტული (ერითროციტების საშუალო კორპუსკულური მოცულობა 80-100 ფემტოლიტრი [FL]); შემდგომ ქვეკლასიფიცირებული რეტიკულოციტების რაოდენობის მიხედვით, როგორც:
ჰიპერპროლიფერაციული (რეტიკულოციტების რაოდენობა > 2%): მოცირკულირე რეტიკულოციტების პროპორცია იზრდება, როგორც კომპენსატორული პასუხი ერითროციტების მომატებულ დაშლასა ან დანაკარგზე. მიზეზი სისხლის მწვავე დაკარგვა ან ჰემოლიზია.
ჰიპოპროლიფერაციული (რეტიკულოციტების რაოდენობა < 2%): ძირითადად ერითროციტის შემცირებული პროდუქციის დარღვევაა. მოცირკულირე რეტიკულოციტების პროპორცია უცვლელი რჩება.
მაკროციტული (ერითროციტების საშუალო კორპუსკულური მოცულობა >100 ფემტოლიტრი [fL]); შემდგომ ქვეკლასიფიცირებული, როგორც:
მეგალობლასტური: დნმ პროდუქციის ან მომწიფების უკმარისობა, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევაში მსხვილი მოუმწიფებელი ერითროციტების (მეგალობლასტების) და ჰიპერსეგმენტირებული ნეიტროფილების გამოჩენას.
არამეგალობლასტური: მოიცავს მაკროციტული ანემიის ყველა სხვა მიზეზს, რა დროსაც დნმ სინთეზი ნორმალურია. მეგალობლასტები და ჰიპერსეგმენტირებული ნეიტროფილები არ ვლინდება.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მეგალობლასტური მაკროციტული ანემიარობერტ ზაიდენის კოლექციიდან, გამოყენება ნებადართულია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ანემიის კლასიფიკაცია: MCV, საშუალო კორპუსკულური მოცულობა; fL, ფემტოლიტრი.შექმნილია BMJ ცოდნის ცენტრის მიერ [Citation ends].