გართულება | ქრონოლოგია | ალბათობა |
---|---|---|
სეპტიკური შოკი | მოკლევადიანი | საშუალო |
ხშირად წარმაოდგენს მძიმე ფორმის CAP-ის გართულებას. პაციენტებს აქვთ ცხელება, ლეიკოციტოზი, ტაქიპნოე, ტაქიკარდია. შესაძლოა სწრაფად პროგრესირდეს და განვითარდეს მულტიორგანული უკმარისობა და შოკი. ის ხშირად ფატალურია და გადარჩენადობა დამოკიდებულია ეჭვის მაღალ ინდექსზე, ადრეულ ეტაპზე ამოცნობასა და დაუყოვნებელ ჩარევაზე. | ||
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) | მოკლევადიანი | საშუალო |
პნევმონია შესაძლოა გართლდეს ARDS-ით, რაც არაკარდიოგენული ფილტვის შეშუპების და ფილტვების მძიმე ფორმის ანთების მდგომარეობაა. დაკავშირებულია 30-50% სიკვდილობასთან და მკურნალობენ დაბალი სასიცოცხლო მოცულობის პლატო წნევის შეზღუდული ვენტილაციით.[5] | ||
ანტიბიოტიკოთერაპიასთან დაკავშირებული, Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტი | მოკლევადიანი | საშუალო |
შესაძლოა წარმოიქმნას ანტიბიოტიკების გამოყენების გამო ნაწლავების ნორმალური ფლორის დარღვევის შედეგად. პაციენტებს ძირითადად აქვთ დიარეა, მუცლის ტკივილი და ლეიკოციტოზი. სადიაგნოსტიკო ტესტს წარმოადგენს განავლის იმუნოლოგიური ანალიზი C difficile-ს ფერმეტებზე. იდეალურ შემთხვევაში, გამომწვევი ანტიბიოტიკები უნდა შეწყდეს და მკურნალონა უნდა გაგრძელდეს პერორალური მეტრონიდაზოლით, ვანკომიცინით ან ფიდაქსომიცინით. | ||
გულის უკმარისობა | მოკლევადიანი | საშუალო |
ერთ-ერთ კვლევაში გულის უკმარისობის ინციდენტობა CAP-ის მოქნე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში იყო 14.1%.[140] CAP-ის მქოენ პაციენტებში გულისმიერი გართულებების რისკფაქტორების თაობაზე მწირი ინფორმაცია არსებობს. ხანდაზმულობა, ფონური გულის შეგუბებითი დაავადება, CAP-ის სიმძიმე და ინსულინის გამოყენება გლუკოზის დოზის განსაზღვრით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში შესაძლოა რისკფაქტორებს წარმოადგენს.[141][142][143] პაციენტებში, რომლებსაც ცნობილია, რომ აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადება, პნევმოკოკის და გრიპის ვაქცინის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ავადობა და სიკვდილობა. | ||
მწვავე კორონარული სინდრომი | მოკლევადიანი | დაბალი |
ერთ-ერთ კვლევაში მწვავე კორონარული სინდრომის ინციდენტობა CAP-ის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში იყო 5.3%.[140] | ||
გულის არითმია | მოკლევადიანი | დაბალი |
ერთ-ერთ კვლევაში ინციდენტური გულის არიტმიების ინციდენტობა CAP-ის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში იყო 4.7%.[140] | ||
ნეკროზული პნევმონია | მოკლევადიანი | დაბალი |
განიხილება როგორც CAP-ის იშვიათი გართულება მოზრდილებში. დაკავშირებულია ისეთ პათოგენებთან, როგორიცაა Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Nocardia species, Klebsiella pneumoniae და Streptococcus pneumoniae. მოწევა, ალკოჰოლიზმი, ხანდაზმულობა, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადება ან ღვიძლის დაავადება რისკფაქტორებია , რომლებიც უკავშირდება ნეკროზულ პნევმონიას.[147] | ||
პლევრული გამონაჟონი | ცვლადი | მაღალი |
შესაძლოა გამოვლინდეს პნევმონიის მქონე ჰოსპიტალიზებული პაცინეტების 57%-ში.[144][145] პლევრული გამონაჟონის მქონე CAP-ის შემთხვევათა 1-2% რთულდება ემპიემით. პლევრული გამონაჟონი განიხილება როგორც პნევმონიის სიმძიმის მაჩვენებელი და დაკავშირებულია მკურნალობის წარუმატებლობის მაღალ რისკთან.[4][60][146] | ||
ფილტვის აბსცესი | ცვლადი | დაბალი |
იშვიათი გართულება, ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ ანტიბიოტიკოთერაპიას და, ზოგ შემთხვევაში, ქირურგიულ დრენირებას. |
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს