Esta página compila nosso conteúdo relacionado a მწვავე კორონარული სინდრომის მიმოხილვა. Para obter mais informações sobre o diagnóstico e o tratamento, siga os links abaixo para nossos tópicos completos do BMJ Best Practice sobre as doenças e sintomas relevantes.
Introdução
相关疾病
არასტაბილური სტენოკარდია | არასტაბილური სტენოკარდია (UA) არის მწვავე კორონარული სინდრომი, რომელიც განისაზღვრება მიოკარდიუმის დაზიანების ბიოქიმიური ნიშნების არარსებობით.[4] არასტაბილური ანგინის კლინიკური ნიშნები მოიცავს გახანგრძლივებულ (>20 წუთზე მეტ) მოსვენების სტენოკარდიას; ძლიერი სტენოკადიის თავიდან დაწყებას; სტენოკარდიას, რომლის სიხშირე ან ხანგრძლივობა მატულობს ან რომლის ზღურბლი მცირდება; ან სტენოკარდია, რომელიც ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის ბოლოდროინდელი ეპიზოდის შემდეგ.[4] ეკგ შეიძლება იყოს ნორმალური ან შეიძლება გამოავლინოს ST სეგმენტის დეპრესია, გარდამავალი ST სეგმენტის ელევაცია ან T ტალღის ინვერსია.[4] გულის ბიომარკერები (მაღალი მგრძნობელობის გულის ტროპონინები) უნდა გაიზომოს პაციენტის ვიზიტისას, რათა გამოირიცხოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი/სერიული გაზომვები.[4][5] საეჭვო UA-ს მქონე პაციენტების ადრეული მართვა მიმართულია საწყის ჩარევებზე და ტრიაჟზე, წინასწარი დიაგნოზის შესაბამისად. |
---|---|
მიოკარდუმის ინფარქტი, ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე | მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (NSTEMI) არის მწვავე იშემიური მოვლენა, რომელიც იწვევს მიოციტების ნეკროზს. თავდაპირველ ეკგ-ზე შესაძლოა გამოვლინდეს იშემიური ცვლილებები, როგორებიცაა ST სეგმენტის დეპრესია, T კბილის ინვერსიები ან ST სეგმენტის გარდამავალი ელევაციები; თუმცა ეკგ შესაძლოა იყოს ნორმაში ან ავლენდეს არასპეციფიკურ ცვლილებებს. განსხვავება არასტაბილური სტენოკარდიისგან (UA) ემყარება გულის ბიომარკერებს; მაღალი მგრძნობელობის გულის ტროპონინები მომატებულია (ნორმის 99-ე პერცენტილი) პაციენტის მოსვლისას ან ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ.[3] მკურნალობის მიზანია იშემიის მოხსნა, შემდგომი თრომბოზის ან ემბოლიის პრევენცია და ჰემოდინამიკური სტატუსის სტაბილიზაცია. შემდგომი მკურნალობისთვის საჭიროა რისკების ადრეული სტარტიფიკაცია. |
მიოკარდიუმის ინფარქტი, ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე | ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაზე ეჭვი მაშინ გვაქვს, როდესაც პაციენტს აღენიშნება ST სეგმენტის მუდმივი ელევაცია ეკგ-ს ორ ან მეტ ანატომიურად მიმდებარე განხრაში, კლინიკურად თანმიმდევრული ანამნეზის კონტექსტში.[1] მომატებულია გულის ბიომარკერები (ტროპონინები). თუმცა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპური ისტორია და ეკგ ცვლილებები, ლაბორატორიული შედეგების მოლოდინის გარეშე. დაუყონებლივ და სწრაფ რეპერფუზიას შეუძლია უზრუნველყოს პრევენცია ან მინიმუმამდე დაიყვანოს მიოკარდიუმის დაზიანება და გააუმჯობესოს გადარჩენადობისა და გამოჯანმრთელების შანსები.[6] |
撰稿人
作者
Editorial Team
BMJ Publishing Group
利益声明
This overview has been compiled using the information in existing sub-topics.
参考文献
参考文献
A full list of sources referenced in this topic is available to users with access to all of BMJ Best Practice.
患者教育信息
რა უნდა გავაკეთოთ გულის განმეორებითი შეტევის პრევენციისთვის?
მიოკარდიუმის ინფარქტი: რა არის ეს?
更多 患者教育信息登录或订阅即可浏览 BMJ Best Practice 临床实践完整内容
内容使用需遵循免责声明