პირველადი პრევენცია
პნევმონიის პრევენცია ფოკუსირდება პათოგენზე, რომელიც იწვევს დაავადებას სპეციფიკური ვაქცინაციის მეშვეობით ან დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული რისკის მართვასთან. პრევენციის ძირითადი საშუალებები არის გრიპის და პნევმოკოკის ვაქცინაცია და მოწევის შეწყვეტის მართვა.
[ ]
აშშ იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) რეკომენდაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით:[65]
იმუნოკომპეტენტურ ან 65 და მეტი წლის მოზრდილებს უნდა გაუკეთდეთ 13-ვალენტიანი პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინის (PCV13) ერთი დოზა, თუ მათ ადრე PCV13 არ გაუკეთებიათ, ხოლო შემდეგ - 23-ვალენტიანი პნევმოკოკური პოლისაქარიდული ვაქცინის (PPSV23) ერთი დოზა PCV13-დან სულ მცირე 1 წელიწადში და PPSV23-ის ბოლო დოზიდან სულ მცირე 5 წელიწადში. პაციენტებს, რომლებსაც ადრე გაუკეთდათ PPSV23 (მაგრამ არა PCV13), უნდა გაუკეთდეთ PCV13-ის ერთი დოზა PPSV23-დან სულ მცირე ერთ წელიწადში. 19-დან 64 წლამდე ასაკის მოზრდილემა სპეციფიკური თანმხლები დაავადებებით, ასევე 19 და მეტი წლის მოზრდილებმა იმუნოკომპრომისული მდგომარეობით, ცერებროსპინალური სითხის გაჟონვით ან კოხლეარული იმპლანტით, ასევე უნდა გაიარონ ვაქცინაცია მიმდინარე გრაფიკის შესაბამისად.
ყველა პაციენტმა უნდა გაიაროს გრიპის ყოველწლიური, ასაკის შესაბამისი ვაქცინაცია, თუ მათ ამის უკუჩვენება არა აქვთ.
დამატებითი ინფორმაცია ვაქცინაციის მიმდინარე გრაფიკის შესახებ და პაციენტის სპეციალური პოპულაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბოლო ACIP ვაქცინაციის გრაფიკში.
ვაქცინაციის გრაფიკი იცვლება ლოკაციის მიხედვით; იხილეთ რეკომენდაციების ადგილობრივი სახელმძღვანელო.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას