არა-ჰოსპიტალური (საზოგადოებაში შეძენილი) პნევმონია

ეპიდემიოლოგია

დაავადებების, დაზიანებების და რისკფაქტორების გლობალური დატვირთვის კვლევამ აჩვენა, რომ ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები 2016 წელს, მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირდა 336 მილიონ ადამიანზე მეტში, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა რაოდენობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეადგენდა დაახლოებით 65.9 მილიონს, რომლის ფარგლებშიც დაფიქსირდა 2,377,697 სიკვდილის შემთხვევა.[3] 2017 წელს, დაავადებების, დაზიანებების და რისკფაქტორების გლობალური დატვირთვის კვლევამ აჩვენა, რომ 2007-2017 წლებში, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის შემთხვევებმა იკლო 36%-ით, თუმცა გაიზარდა 34%-ით 70 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრულებში.[4]

აშშ-ში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ყოველწლიური სიხშირე შეადგენს 24.8 შემთხვევას 10 000 ზრდასრულ ადამიანზე.[5] აშშ-ში 2016 წელს ერთდროულად პნევმონია და გრიპი იყო სიკვდილის რიგით მერვე მიზეზი (13.5 სიკვდილის შემთხვევა 100 000 ადამიანზე) და ინფექციის მთავარი მიზეზი.[6]

დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიურად ზრდასრულთა 0.5-1%-ს უვითარდება საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია. ზოგადი პრაქტიკის ექიმებთან ქვედა სასუნთქი გზების ინფექციით მისული ზრდასრულებიდან, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დიაგნოზი დგინდება პაციენტთა 5-15%-ში. ამ პაციენტთაგან, 22-42% ჰოსპიტალიზდება, ხოლო სიკვდილობის მაჩვენებელი მერყეობს 5-14%-მდე.[7]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას