კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიაზე საეჭვო დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტს რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაუტარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია ,დიაგნოზის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით. ზოგადად, გულმკერდის რენტგენის ჩატარება ჩვეულებრივ არ არის საჭირო CAP-ის საეჭვო დიაგნოზის მქონე ამბულატორიულ პაციენტებში .

წინა-უკანა და ლატეროლატერალური პროექციები ზრდიან პნევმონიის დიაგნოზის შესაძლებლობას და სასარგებლოა დაავადების სიმძიმის დასადგენად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის წინა-უკანა რენტგენოგრაფიაზე ჩანს არაჰოსპიტალური პნევმონიის მქონე პაციენტის მარჯვენა ზედა წილის გამკვრივება.Durrington HJ, et al. უკანასკნელი ცვლილებები არაჰოსპიტალური პნევმონიის მართვაში მოზრდილებში. BMJ 2008;336:1429. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@25455a36

შედეგი

ახალი ინფილტრატი უზრუნველყოფს პნევმონიის დასკვნით დიაგნოზს

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

კეთდება ყველა ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა ინფექციურ პროცესზე მიუთითებს. ნეიტროფილების დომინირება, განსაკუთრებით თ მოუმწიფებელი ნეიტროფილები დომინირებს, მიუთითებს ბაქტერიულ ინფექციაზე მაშინაც, კი როცა უჯრედების ნორმალური ან დაბალი რაოდენობა გვაქვს. ჰემატოკრიტი გამოიყენება სიმძიმის შესაფასებელი ფაქტორის სახით.

შედეგი

ლეიკოციტოზი

შრატის ელექტროლიტები, შარდოვანა

ტესტი
შედეგი
ტესტი

კეთდება ყველა ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ძირითადი სისხლი უნდა ავიღოთ. უზრუნველყოფს ინფორმაციას თირკმლის ფუნქციის შესახებ. ნატრიუმი და შარდოვანა გამოიყენება სიმძიმის შესაფასებლად.[89][90] თირკმლის ქრონიკული უკმარისობა სიკვდილობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია CAP-ის მქონე პაციენტებში.[62][63]

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

კეთდება ყველა ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ძირითადი სისხლი უნდა ავიღოთ. უზრუნველყოფს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციის შესახებ. პნევმონია ხშირია ღვიძლის ციროზის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული დაავადება ფილტვისმიერი გართულებების რისკფაქტორია პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან პნევმოკოკური პნევმონიის გამო.[65]

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

სისხლის გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

კეთდება ყველა ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ძირითადი სისხლი უნდა ავიღოთ. სისხლში გლუკოზის დონე გამოიყენება სიმძიმის შესაფასებლად.

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

არტერიული სისხლის აირების გაზომვით/ოქსიმეტრიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეამოწმეთ მძიმე ან ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტში. მიუთითებს პნევმონიის სიმძიმეზე.

ოქსიმეტრია არაინვაზიურია და შესაძლოა უწყვეტად გამოვიყენოთ.

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს არტერიული სისხლის ჟანგბადით დაბალი გაჯერება

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩაატარეთ მკურნალობამდელი სისხლის კულტურები პაციენტთა შემდეგ ჯგუფებში, ჰოსპიტალურ პირობებში:[19]

საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში (განისაზღვრება ამერიკის თორაკალური საზოგადოების/ამერიკის ინფქეციური დაავადებების საზოგადოების კრიტერიუმებით საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის შესახებ [იხ. დიაგნოსტიკური კრიტერიუმების სექცია]), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ინტუბირებულია

პაციენტები, რომლებსაც ემპირიულად ვმკურნალობთ მეთიცილინ-რეზისტენტულ Staphylococcus aureus-ზე (MRSA) ან Pseudomonas aeruginosa-ზე

პაციენტები, რომლებსაც წარსულში აღენიშნებოდათ MRSA ან P aeruginosa, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ინფექციის გადატანის შემდეგ

პაციენტები, რომლებიც უკანასკნელი 90 დღის ფარგლებში იყვნენ ჰოსპიტალიზებულნი და ჩაუტარდათ მკურნალობა პარენტერული ანტიბიოტიკებით.

შედეგი

გამომწვევი ბაქტერიული შტამების დათესვა

ნახველის დათესვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰოსპიტალურ პირობებში ჩაატარეთ ქვედა სასუნთქი გზების სეკრეტის გრამით შეღებვის პროცედურა პაციენტთა შემდეგ ჯგუფებში:[19]

საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში (განისაზღვრება ამერიკის თორაკალური საზოგადოების/ამერიკის ინფქეციური დაავადებების საზოგადოების კრიტერიუმებით საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის შესახებ [იხ. დიაგნოსტიკური კრიტერიუმების სექცია]), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ინტუბირებულია

პაციენტები, რომლებსაც ემპირიულად ვმკურნალობთ მეთიცილინ-რეზისტენტულ Staphylococcus aureus-ზე (MRSA) ან Pseudomonas aeruginosa-ზე

პაციენტები, რომლებსაც წარსულში აღენიშნებოდათ MRSA ან P aeruginosa, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ინფექციის გადატანის შემდეგ

პაციენტები, რომლებიც უკანასკნელი 90 დღის ფარგლებში იყვნენ ჰოსპიტალიზებულნი და ჩაუტარდათ მკურნალობა პარენტერული ანტიბიოტიკებით.

ნახველის შეღებვა გრამის წესით მაღალმგრძნობიარე და სპეციფიკური მეთოდია საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის გამომწვევი პათოგენების დასადგენად. მეტა-ანალიზის თანახმად, ეს ტესტი მაღალსპეციფიკურია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, S aureus, და გრამ-უარყოფითი ბაცილების დასადგენად. თუმცა, ცრუ უარყოფითი შედეგების პროპორცია ვარირებდა 22%-დან (H influenzae) 44%-მდე (S pneumoniae), რაც მიუთითებს, რომ უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს პათოგენებს.[80]

შედეგი

გამომწვევი ბაქტერიული შტამების ზრდა/ვიზუალიზაცია

გასათვალისწინებელი კვლევები

ფილტვის ულტრაბგერა მკურნალობის ადგილზე.

ტესტი
შედეგი
ტესტი

გაითვალისწინეთ ფილტვის ულტრაბგერითი გამოკვლევა, თუ გულმკერდის რენტგენი უარყოფითია და პაციენტი ხანდაზმული და დასუსტებულია, ან კლინიკური ეჭვი გაურკვეველია.[73]

ექიმთა ამერიკული კოლეჯი რეკომენდაციას უწევს ულტრაბგერითი გამოკვლევას, თუ მწვავე დისპნოეს მქონე პაციენტებში არსებობს დიაგნოსტიკური გაურკვევლობა.[74]ფილტვების ულტრაბგერითი კვლევა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დიაგნოსტირების მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდს წარმოადგენს. ის არ იწვევს დასხივებას და მისი გამოყენება განსაკუთრებით სარგებლიანია, როცა რენტგენი არ არის ხელმისაწვდომი. CAP-ის დიაგნოზი ავადმყოფის საწოლთან ჩატარებული ფილტვის ულტრაბგერითი კვლევით ძირითადად დამოკიდებულია კონსოლოდაციის განსაზღვრაზე. თუმცა, კონსოლიდაცია ყოველთვის არ ვლინდება CAP-ის დროს, რადგან პნევმონია შესაძლოა იყოს ინტერსტიციური ან გამოვლინდეს ფილტვის დიფუზური ინფილტრაციებით.[75] მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ ფილტვების ულტრაბგერას შეუძლია მოზრდილებში პნევმონიის დიაგნოსტიკა მაღალი სიზუსტით, მათ შორის უბედური შემთხვევის დროს და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.[76][77][78]

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს კონსოლიდაცია

გულმკერდის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია მოხლოდ იმ შემთხვევაში განიხილეთ, როდესაც რენტგენის და ულტრაბგერის შემდეგ დიაგნოზი გაურკვეველი რჩება.[73]

გულმკერდის რენტგენის უპირატესობა CAP -ის დიაგნოსტირებაში შესაძლოა ჩანაცვლდეს კტ სკანირებით. გულმკერდის კტ-მ შესაძლოა, გააუმჯობესოს CAP-ის დიაგნოსტირება, ვინაიდან გულმკერდის რენტგენოგრაფია ზოგჯერ არასწორ დიაგნოზს იძლევა. გულმკერდის კტ უზრუნველყოფს დეტალურ ინფორმაციას ფილტვის სპარენქიმისა და შუასაყრის შესახებ. თუმცა, პრინციპული შეზღუდვები მოიცავს რადიაციის ზემოქმედებას, მაღალ ფასს და ავადმყოფის საწოლთან ტესტირების შეუძლებლობას. ერთერთი კვლევის თანახმად, პაციენტებში, რომლებიც შემოდიან სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში CAP-ზე ეჭვით, ადრეულ ეტაპზე კტ კვლევა გულმკერდის რენტგენთან ერთად სერიოზულ გავლენას ახდენს დიაგნოზსა და კლინიკურ მართვაზე.[79]

შედეგი

კონსოლიდაცია, კავიტაცია, ეფუზია, ნეოპლაზია

შარდის ანალიზი ლეგიონელას და პნევმოკოკის ანტიგენებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეამოწმეთ შარდი პნევმოკოკურ ანტიგენზე საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში.[19]

ლეგიონელას ანტიგენი შარდში შეამოწმეთ ეპიდემიოლოგიური რისკფაქტორების მქონე პაციენტებში (ასოცირება ლეგიონელას ეპიდაფეთქებასთან ან ახლახანს მოგზაურობა) მძიმე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დროს. შეაგროვეთ ქვედა სასუნთქი გზების სეკრეტები ლეგიონელას კულტივირებისთვის ან ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტისთვის მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში.[19]

შედეგი

დადებითი ლეგიონელას ან პნევმოკოკის ანტიგენებზე

შრატში C-რეაქტიული პროტეინის დონე

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილეთ გაკეთება. პნევმონიის პროგრესის სენსიტიური მარკერი; უნდა გაიზომოს რეგულარულად მძიმედ დაავადებულ პაციენტებში. საწყისი გამოვლინებისას მაღალი დონეები რისკფაქტორს წარმოადგენს მკურნალობაზე არადექვატური რეაქციისთვის,[81] ხოლო დაბალი დონეები დამცავია.[82]

შედეგი

შესაძლოა მომატებული იყოს; >100 მგ/ლ დონე განაპირობებს ვარაუდს პნევმონიაზე

შრატის პროკალციტონინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილეთ გაკეთება. პნევმონიის პროგრესირების სენსიტიურია მარკერია. საწყისი გამოვლინებისას მაღალი დონეები რისკფაქტორს წარმოადგენს მკურნალობაზე არადექვატური რეაქციისთვის,[81] ხოლო დაბალი დონეები დამცავია. განსაკუთრებით მომატებულია პნევმოკოკური პნევმონიის შემთხვევების დროს.[83][84]

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის კლინიკურად საეჭვო და რადიოგრაფიულად დადასტურებულ შემთხვევებში, შრატში პროკალციტონინის საწყისი დონის მიუხედავად, უნდა ჩატარდეს ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია.[19]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

თორაკოცენტეზი და პლევრის სითხის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა გავითვალისწინოთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პლევრული გამონაჟონი. გრამ-დადებითი პლევრული გამონაჟონი ემპიემაზე მიუთითებს.

შედეგი

ექსუდატი; გამომწვევი ბაქტერიული შტამების ზრდა ემპიემის შემთხვევაში

ბრონქოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილეთ ჩატარება იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში, საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში და მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში.

ნიმუშის აღების ყველაზე ხშირი ტექნიკა არის ბრონქოალვეოლური ლავაჟი (BAL) და ნიმუშის აღების დაცული მეთოდი (PSB).

შედეგი

BAL: 10⁴ კოლონიის წარმომქნელი ერთეული (CFU)/მლ ინფექციაზე მიუთითებს; PSB: 10³ CFU/mL არის რეკომენდებული ზღვარი კოლონიზაციის ინფექციისგან განსასხვავებლად

რესპირატორული ვირუსების ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩაატარეთ გრიპის სწრაფი მოლეკულური ტესტირება (და არა ანტიგენზე დაფუძნებული გამოვლენის ტესტები), როდესაც საზოგადოებაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ტესტირება შეიძლება განვიხილოთ გრიპის ვირუსის დაბალი აქტივობის პერიოდებშიც.[19]

სწრაფი ანტიგენის ან პირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულის ანალიზი შესაძლოა გამოვიყენოთ რესპირატორული ვირუსების განსასაზღვრად და შესაძლოა დაგვეხმაროს ანტივირუსული თერაპიის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში და შეამციროს ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება.

შედეგი

ვირუსის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრა

მოლეკულური მიკრობიოლოგიური ტექნიკა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მოიცავს პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას. გამოიყენება ბაქტერიების (მათ შორის ატიპიური პათოგენების) და რესპირატორული ვირუსების დიაგნოსტიკაში. ეს ტესტები სწრაფია და შედეგები შესაძლოა დაგვეხმაროს ანტიმიკრობული მკურნალობის წარმართვაში. აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიები გვთავაზობს ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობისა და ბაქტერიების რაოდენობრივ განსაზღვრას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ინფექციის ხარისხთან, როგორც ეს აღინიშნება პნევმოკოკური ინფექციის დროს. ამერიკის გულმკერდის საზოგადოება ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული რესპირატორული ნიმუშების ტესტირებას (ვირუსული პათოგენების გარდა, გრიპის გარდა) რეკომენდაციას უწევს , მხოლოდ CAP-ზე საეჭვო დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე CAP ან იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობა. ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ტესტირების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული CAP-ის დიაგნოზზე საეჭვო ამბულატორიულ პაციენტებში .[87]

შედეგი

პათოგენური ორგანიზმების განსაზღვრა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას