ახალი ტიპის მკურნალობა
ახალი თაობის ანტიბიოტიკები
წამლის მზარდი რეზისტენტობის და არსებული ანტიბიოტიკების უსაფრთხოების საკითხების (მაგ. ფთორქინოლონები) გათვალისწინებით, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება ახალ თერაპიულ აგენტებზე. უფრო ახალი ანტიბიოტიკების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებულია ამ განყოფილებაში. მიმდინარე გაიდლაინებში მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ისინი საჭიროებენ დამატებით ვალიდაციას. შესაბამისად, ეს აგენტები, ჯერჯერობით, კვლავ ექსპერიმენტულია და ექვემდებარება შესწავლას. მიუხედავად ამისა, აშშ-მ დაამტკიცა ზოგიერთი ახალი ანტიბიოტიკი (საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ), რომელთა გამოყენება შესაძლებელია სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
ლეფამულინი
პირველი კლასის პლევრომუტილინის ანტიბიოტიკი, რომელიც ხელმისაწვდომია პერორალური და ინტრავენური ფორმით. ის აინჰიბირებს ბაქტერიული ცილის სინთეზს 50S სუბერთეულის პეპტიდილ ტრანსეფრაზის ცენტრის A- და P- ადგილებზე ურთიერთქმედების გზით. ლეფამულინს აქვს აქტივობის უნიკალური სპექტრი, რომელიც ფარავს Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Legionella pneumophila, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Staphylococcus aureus (მათ შორის, მეთიცილინ-რეზისტენტული S aureus [MRSA]), ბეტა – ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (მათ შორის S pyogenes და S agalactiae), და Enterococcus faecium (ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული ენტეროკოკების ჩათვლით). აკლია ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა ანტიბიოტიკების კლასებთან S pneumoniae და S aureus-ის წინააღმდეგ.[152][153][154] ლეფამულინის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეაფასეს III ფაზის ორ კლინიკურ კვლევაში, სადაც გამოიკვეთა, რომ ის არ არის მოქსიფლოქსაცინზე (ლინეზოლიდთან ერთად ან მის გარეშე) ნაკლები, პირველადი მიზნობრივი ეფექტურობის საბოლოო წერტილების თვალსაზრისით (ადრეული კლინიკური პასუხი, კლინიკური პასუხის შეფასება მკვლევარის მიერ) . იგი მიჩნეულია უსაფრთხოდ და ახასიათებს კარგი ამტანობა.[155][156] თუმცა, მას აქვს QT ინტერვალის გახანგრძლივების პოტენციალი და არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ,რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის დადასტურებული გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმიები, ან რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ლეფამულინი დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ (FDA) მოზრდილებში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობისთვის; თუმცა, მისი ზუსტი ადგილი პნევმონიის მართვაში ჯერჯერობით უცნობია. ერთი სისტემატური მიმოხილვა ვარაუდობს ლეფამულინის როლს ამბულატორიულ პირობებში ბაქტერიული CAP-ის მკურნალობაში როგორც ბეტა-ლაქტამებისა და მაკროლიდების ალტერნატიული აგენტის როლს და ამოქსიცილინისა და დოქსიციკლინის ალტერნატივას.[157]
დელაფლოქსაცინი
აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა ახალი ფთოროქინოლონი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე პაციენტებისთვის. დამტკიცება ეფუძნება III ფაზის კვლევების შედეგებს, რომლითაც დადგინდა, რომ ის იყო მოქსიფლოქსაცინზე არანაკლებ ეფექტური.[158]
ომადაციკლინი
ახალი, მოდერნიზებული, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი (ამინომეთილციკლინი) მოქმედების ფართო სპექტრით, შექმნილი ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტობის დასაძლევად. ის ხელმისაწვდომია პერორალური და ინტრავენური ფორმით. ტეტრაციკლინის კლასის სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ომადაციკლინმა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე კბილების ფერის შეცვლა, ხოლო ორსულობის დროს მისი მიღებისას იგი ხელს უწყობს ნაყოფის ძვლების ზრდას. დაფიქსირდა, რომ იგი არის მოქსიფლოქსაცინზე არანაკლებ ეფექტური მოზრდილებში, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით.[159] ომადაციკლინი დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ მიერ მოზრდილებში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობისთვის; თუმცა, ევროპაში უარი განაცხადეს ამ ჩვენებით მისი გამოყენების დამტკიცებაზე 2018 წლის ოქტომბერში.
ცეფტობიპროლი
ფართო სექტრის პარენტერული ცეფალოსპორინი, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული აქტივობა ტიპური ბაქტერიული პათოგენების უმრავლესობის მიმართ, რომლებიც იწვევენ საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიას, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული Staphylococcus aureus-ის ჩათვლით. მე-3 ფაზის კვლევით დადგინდა, რომ ცეფტობიპროლი არანაკლებ ეფექტიანია ცეფტრიაქსონთან შედარებით ლინეზოლიდთან ერთად ან მის გარეშე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ.[160]
ნემონოქსაცინი
არაფტორირებული, ფართო სპექტრის ქინოლონი. მას უფრო დიდი ანტიმიკრობული აქტივობა აქვს, ვიდრე ფტორქინოლონებს (მაგ. ლევოფლოქსაცინს) MRSA-ს, მეთიცილინ-მგრძნობიარე Staphylococcus epidermidis-ის (MSSE), მეთიცილინ-რეზისტენტული S epidermidis-ის (MRSE), S pneumoniae-სა და Enterobacter faecalis-ის მიმართ. სისტემური მიმოხილვის თანახმად, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე პაციენტებში ისეთივე ეფექტურია და ისეთივე ამტანობა ახასიათებს, როგორც ლევოფლოქსაცინს.[161] ნემონოქსაცინი დამტკიცებულია ტაივანში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ ზრდასრულებში, მაგრამ არ არის ამჟამად დამტკიცებული აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროპაში.
სოლითრომიცინი
ფთოროკეტოლიდი ანტიმიკრობული აქტივობით გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ ხშირად დაკავშირებულია საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიასთან. მე-2 ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ სოლითრომიცინს ლევოფლოქსაცინის მსგავსი აქტივობა გააჩნია ბაქტერიული პნევმონიის მქონე მოზრდილებში, რომლებშიც პნევმონიის სიმძიმის ინდექსი არის II - IV.[162] აღმოჩნდა, ასევე, რომ ის არანაკლებ ეფექტიანია, ვიდრე მოქსიფლოქსაცინი.[163] სოლითრომიცინი დღესდღეობით განვითარების მე-3 ფაზაშია ბაქტერიული CAP-ის მკურნალობისთვის.
სტატინები
არსებობს მტკიცებულებები, რომ სტატინებს შეუძლიათ შეამცირონ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის რისკი და მისი გართულებების რისკი (იმუნომოდულატორული ეფექტის მეშვეობით). მონაცემების თანახმად, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ სტატინს საავადმყოფოში მოხვედრისას, აქვთ სტაციონარული სიკვდილობის შემცირებული რისკი.[164] მეტა-ანალიზმა დაადგინა, რომ სტატინებმა შეიძლება შეამცირონ საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიასთან ასოცირებული სიკვდილობა, აგრეთვე შეიძლება შემცირდეს მექანიკური ვენტილაციის ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსების საჭიროება.[165] თუმცა, გაურკვეველია, ამცირებს თუ არა სტატინების გამოყენება პნევმონიის რისკს. საჭიროა დამატებითი კვლევები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტატინები ურთიერთქმედებენ მაკროლიდებთან, ანტიბიოტიკების კლასთან, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ. ამ პრეპარატების კომბინაციაში გამოყენება არ შეიძლება, რადგან მაკროლიდები აფერხებენ სტატინების მეტაბოლიზმს CYP3A4 გზით და ამიტომ იმატებს მიოპათიის და რაბდომიოლიზის რისკი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას