კრიტერიუმები
პნევმონიის დიაგნოზის შემდეგ ექიმმა უნდა განსაზღვროს მოვლის შესაბამის ადგილი (ამბულატორიული მოვლა, საავადმყოფო ან ინტენსიური მოვლის პალატა) და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია. პაციენტები, რომლებსაც გართულებების დაბალი რისკი აქვთ ამბულატორიულად მკურნალობის კანდიდატები არიან, რაც ამცირებს შეუსაბამო ჰოსპიტალიზაციას და მისგან გამომდინარე ავადობასა და ხარჯებს.[82]
სიმძიმეის შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა პნევმონიის სიმძიმის ინდექსი (PSI),[80] CURB-65,[81] მძიმე ფორმის CAP (SCAP),[83] და SMART-COP[84] შესაძლოა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას და ანტიბიოტიკების შერჩევის წარმართვას. PSI ქულები პაციენტების კლასიფიკაციას ახდენს 5 რისკ კლასად სიკვდილობის რისკთან ასოციაციაში, ხოლო CURB-65 იყენებს 5 ცვლადს სიმძიმის გამოსათვლელად. პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია CAP-ის სიმძიმეზე, აგრეთვე, თანამდევ დაავადებებსა და სოციალურ ფაქტორებზეც. დაავადების სიმძიმის და პაციენტის მკურნალობის ადგილის განსაზღვრის დაყოვნებას შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს კლინიკურ გამოსავლებსა და ფასებზე.[85] პნევმონიის სიმძიმის ინდექსი უპირატესია CURB-65-თან შედარებით აშშ-ში, ვინაიდან პნევმონიის სიმძიმის ინდექსი ავლენს დაბალი რისკის პაციენტთა უფრო დიდ წილს და აქვს უფრო მაღალი დისკრიმინაციული ძალა სიკვდილობის განსაზღვრის კუთხით.[18]
გაიდლაინების მიხედვით მძიმე ფორმის CAP -ის მართვა დაკავშირებულია სიკვდილობის დაქვეიტებასთან.[86][87] რისკფატორების მზარდი რაოდენობა ზრდის ინტენსიურ პალატაში გადაყვანის ალბათობას და ვაზოპრესორების და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას. სიმძიმის განმსაზღვრელი ქულების გამოყენებით ხდება რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების აღმოჩენა, ვისაც დამატებით გამოკვლევა და მონიტორინგი ესაჭიროება მაშინაც კი, თუ ისინი თავიდან არ მოუთავსებიათ ინტენსიური მოვლის განყოფილებაში.
პნევმონიის სიმძიმის ინდექსი (PSI)[80]
პნევმონიის სიმძიმის ინდექსი შეფასების სისტემა რეკომენდებულია ამერიკის თორაკალური საზოგადოება/ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების მიერ, რომელიც შეიქმნა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე 12.1999 პაციენტის კოჰორტის რეტროსპექტული ანალიზის შედეგად და მისი ვალიდაცია მოხდა პროსპექტულად 38.039 პაციენტის ცალკე კოჰორტაში.[80] PSI ქულები განსაზღვრავს 30 დღიანი სიკვდილობის რისკს; მაღალი რისკის პაციენტებს მკურნალობენ საავადმყოფოში, ხოლო უფრო მაღალი რისკის პაციენტებს მკურნალობენ ინტენსიური მოვლის პალატაში. PSI პაციენტებს ყოფს 5 კატეგორიად პაციენტის ასაკის, თანამდევი დაავადებების, გასინჯვის და ლაბორატორიული კვლევების მიხედვით. მაღალი ქულები პრინციპულ შეზღუდვას წარმოადგენს ისეთი ცვლადებისთვის, როგორიცაა ასაკი და თანამდევი დაავადებები.
რისკის კლასი I: 0-დან 50 ქულამდე: ამბულატორიული; სიკვდილობა 0,1%
რისკის კლასი II: 50-დან 70 ქულამდე: ამბულატორიული; სიკვდილობა 0,6%
რისკის კლასი III: 71-დან 90 ქულამდე: ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია დაკვირვების მიზნით; სიკვდილობა 2,8%
რისკის კლასი IV: 91-დან 130 ქულამდე: ჰოსპიტალიზაცია; სიკვდილობა 8,2%
რისკის კლასი V: >130 ქულამ: ჰოსპიტალიზაცია; სიკვდილობა 29,2%
PSI შეფასება CAP-ისთვის
დემოგრაფია
მამაკაცი: ქულები = ასაკი წლებში
ქალი: ქულები = ასაკი წლებში - 10 წელი
ხანდაზმულთა სახლის პაციენტი: +10 ქულა
ღვიძლის დაავადება: +20 ქულა
ნეოპლასტიკური დაავადება: +30 ქულა
გულის შეგუბებითი უკმარისობა: +10 ქულა
ცერებროვასკულური დაავადება: +10 ქულა
თირკმლის უკმარისობა: +10 ქულა
გასინჯვით მიღებული მონაცემები
შეცვლილი მენტალური სტატუსი: +20 ქულა
სუნთქვის სიხშირე ≥30 ამოსუნთქვა/წუთში: +20 ქულა
სისხლის სისტოლური წნევა <90 მმ.ვწყ.სვ: +20 ქულა
ტემპერატურა <35°C (<95°F) ან ≥40°C (≥104°F): +15 ქულა
პულსის სიხშირე ≥125 დარტყმა/წუთში: +10 ქულა
ლაბორატორიული და რადიოგრაფიული კვლევის მონაცემები
არტერიული pH <7.35: + 30 ქულა:
შარდოვანა ≥10.7 მმოლი/ლ (≥30 მგ/დლ): +20 ქულა
ნატრიუმი <130 მმოლი/ლ (<130 მეკ/ლ): +20 ქულა
გლუკოზა ≥13.9 მმოლი/ლ (≥250 მგ/დლ): +10 ქულა
ჰემატოკრიტი: <30%: +10 ქულა
PaO₂ <60 მმ.ვწყ.სვ (<90% O2 სატურაცია): +10 ქულა
პლევრული გამონაჟონი: +10 ქულა
[ არაჰოსპიტალური პნევმონიის სიმძიმის ინდექი (PSI) მოზრდილებში. ]
CURB-65 ქულები[81]
ბრიტანეთის გულმკერდის საზოგადოების რეკომენდაციით, CURB-65 ყოფს პაციენტებს ცნობიერების დაბინდვის, >7 მმოლი/დლ (>19.6 მგ/დლ) შარდოვანის დონის, სუნთქვის სიხშირის ≥30 ჩასუნთქვა/წთ, <90/60 მმ.ვწყ.სვ სისხლის წნევის და ≥65 წლის ასაკის მიხედვით. 30-ე დღეზე სიკვდილობა იზრდება რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ ქულების შეზღუდვას წარმოადგენს გამოყენებული ცვლადების მცირე რაოდენობა.[88] ეს ინსტრუმენტი შესაძლოა დაეხმაროს ექიმს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში რისკის მიხედვით პაციენტების დაყოფაში, მას გააჩნია საკმაოდ კარგი სიზუსტე გაწერილ პაციენტებში 30-ე დღეზე სიკვდილობის პროგნოზის განსაზღვრაში.[89]
CURB-65-ის შეფასება CAP-ისთვის
პროგნოზული ფაქტორები
ცნობიერების დაბინდვა: 1 ქულა
შარდოვანა >7 მმოლი/ლ (>19,6 მგ/დლ): 1 ქულა
სუნთქვის სიხშირე ≥30 ჩასუნთქვა/წუთში: 1 ქულა
სისხლის წნევა <90 მმ.ვწყ.სვ ან დიასტოლური წნევა <60 მმ.ვწყ.სვ: 1 ქულა
ასაკი ≥65 წელი: 1 ქულა
ქულები
0 - 1 ქულა: დაბალი რისკი; რეკომენდებულია ამბულატორიული მოვლა; 30-ე დღეს სიკვდილობა <3%
2 ქულა: ზომიერი რისკი; რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია; 30-ე დღეს სიკვდილობა 9%
3 - 5 ქულა: მაღალი რისკი; რეკომენდებულია მოთავსება ინტენსიური მოვლის განყოფილებაში; 30-ე დღეს სიკვდილობა 15% - 40%.
[ CURB-65 პნევმონიის სიმძიმის სკალა ]
ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების/თორაკალური საზოგადოების კრიტერიუმები საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის განსასაზღვრად[18]
2007 წლის IDSA/ATS რეკომენდაციები ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მოსათავსებლად მოიცავს 2 ძირითად კრიტერიუმს და 9 მცირე კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმები განახლდა 2019 წელს გაიდლაინის გადახედვის შედეგად. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმის არსებობა ან 3 ან მეტი მცირე კრიტერიუმის არსებობა მიუთითებს მძიმე ფორმის პნევმონიაზე და რეკომენდებულია ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსება.[18]
ძირითადი კრიტერიუმები:
რესპირატორული უკმარისობა, საჭიროებს მექანიკურ ვენტილაციას
სეპტიკური შოკი ვაზოპრესორების აუცილებლობით.
მცირე კრიტერიუმები:
სუნთქვის სიხშირე ≥30 ჩასუნთქვა/წთ
არტერიული ჟანგბადის წნევა/ჩასუნთქული ჟანგბადის ფრაქცია (PaO2/FiO2) ≤250
მულტიწილოვანი ინფილტრატები
კონფუზია/დიზორიენტაცია
ურემია (შარდოვანა ≥7.14 მმოლ/ლ [≥20 მგ/დლ])
ლეიკოპენია მხოლოდ ინფექციის გამო (WBC <4000 უჯრედი/მმ³ [<4.0 x 10⁹ უჯრედი/ლ])
თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა <100.000 უჯრედი/მმ³ [<10 x 10⁹ უჯრედი/ლ])
ჰიპოთერმია (ძირითადი ტემპერატურა <36°C [<96.8°F])
ჰიპოტენზია, რომელსაც ესაჭიროება რეჰიდრატაცია.
SMART-COP/SCAP[83][84]
SMART-COP ან SCAP სიმძიმის კრიტერიუმები გამოიყენება ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების საჭიროების პროგნოზირებისათვის. SMART-COP სიმძიმის ყველაზე ადვილი შესაფასებელი ინსტრუმენტია. ის აზიარებს ყველაზე ხშირ რისკ ფაქტორებს, რომლებიც ჩართულია CURB-65 და PSI-ში (სისხლის სისტოლური წნევა, მულტიწილოვანი ინფილტრატები, ალბუმინი, სუთქვის სიხშირე, ტაქიკარდია, კონფუზია, ჟანგბადი და pH). >3 ქულა ავლენს პაციენტების 92%-ს, ვისაც ვაზოპრესორებით დახმარება ესაჭიროებათ. ის უზრუნველყოფს 58% - 85 % სენსიტიურობას და 46% - 75% სპეციფიკურობას.[84]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას