დიფერენციული დიაგნოზები
გულის შეგუბებითი უკმარისობა
ნიშნები / სიმპტომები
მარცხენამხრივი სისტოლური ან ბივენტრიკულური შეგუბებითი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ხშირად გულის უკმარისობის ანამნეზი აქვთ. გულის ფონური დიასტოლური უკმარისობა არასაკმარისად ხშირად დიაგნოსტირდება.
გასინჯვისას შესაძლოა აღმოჩნდეს გულის უკმარისობის შესაბამისი ნიშნები, როგორიცაა მომატებული წნევა საუღლე ვენაში, გულის დამატებითი ტონები, უხეში სუნთქვა მოტკაცუნე ხიხინით ფილტვის კარზე, მსტვინავი სუნთქვა და განპირობებული რბილი შეშუპება.[135] შეიძლება რთული იყოს სისტოლური და დიასტოლური გულის უკმარისობის გარჩევა ფქოდ-ის გამწვავებისგან. აღსანიშნავია, რომ გულის უკმარისობა შეიძლება გამოიხატოს სუნთქვის გაძნელებით და მწვავე რესპირატორული უკმარისობით, რომელიც ერთვება ქრონიკულ რესპირატორულ უკმარისობას.
პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ფქოდ-ის გამწვავებების მრავალი ასპექტი, მათ შორის დისპნოე, ხველა და ნახველის პროდუქცია შეიძლება იყოს პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში და ხშირად შეუძლებელია დიფერენციაცია გულმკერდის ვიზუალიზაციის გარეშე.
აღმოჩნდა, რომ აშკარა გამწვავებით შემოსული პაციენტების დაახლოებით 10% - 15% აქვთ პნევმონია ან გულმკერდის ვიზუალიზაციით განსაზღვრული სხვა დარღვევები.[138][139][140] ზოგადად, პნევმონიის მქონე პაციენტებს აქვთ უფრო მაღალი ცხელება, ავადმყოფობის უფრო მწვავე დასაწყისი და ავადმყოფობის გარკვეულწილად უფრო მძიმე მიმდინარეობა COPD-ის მქონე პაციენტებთან შედარებით პნევმონიის გარეშე.[138][141] პნევმონიის არსებობა, როგორც COPD-ის მქონე პაციენტში რესპირატორული დეკომპენსაციის მიზეზი, აუცილებლად არ ნიშნავს, თავისთავად COPD-ის გამწვავების არსებობას (ანუ, სასუნთქი გზების ანთებასთან და/ან ბრონქოკონსტრიქციასთან დაკავშირებული ჰაერის ნაკადის შეზღუდვის გაუარესების არსებობა) და სიფრთხილით უნდა გადაწყდეს, საჭიროა თუ არა სისტემური კორტიკოსტეროიდები ასეთ პაციენტებში.
კვლევები
გულმკერდის ვიზუალიზაციამ პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში უნდა განსაზღვროს ფილტვის პარენქიმის ინფილტრაციული პროცესის შესაბამისი ცვლილებები.
პლევრული გამონაჟონი
ნიშნები / სიმპტომები
პლევრულმა გამონაჟონმა შეიძლება გამოიწვიოს დისპნოეს გამწვავება COPD-ის მქონე პაციენტებში. გასინჯვამ შეიძლება გამოამჟრავნოს სუნთქვის ხმიანობის შემცირება ან არარსებობა, პლევრულ ექსუდატით გამოწვეული მოყრუებით პერკუსიისას.
კვლევები
რეკომენდებულია გულმკერდის ვიზუალიზაცია.
პნევმოთორაქსი
ნიშნები / სიმპტომები
COPD-ის მქონე პაციენტებს, რომლებსაც აღმოაჩნდათ პნევმოთორაქსი, შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ რესპირატორული ტრაქტის ინფექციის დამატებითი ნიშნები ან სიმპტომები, მაგრამ მათი გამოვლინება შეიძლება ძლიერ ჰგავდეს გამწვავების გამოვლინებას. დაზარალებულ მხარეს შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის ხმიანობის შესუსტება, ხოლო ტრაქეის გადახრა დაზარალებული მხრიდან და/ან ჰიპოტენზია შეიძლება აღინიშნებოდეს დაჭიმული პნევმოთორაქსის მქონე პაციენტებში.
კვლევები
გულმკერდის ვიზუალიზაცია რეკომენდებულია შესაძლო პნევმოთორაქსის გამოსარიცხად პაციენტებში, რომლებსაც უფრო მსუბუქი ეპიზოდები აქვთ.[142]
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკურად, ფილტვის ემბოლია შეიძლება გამოვლინდეს ნიშნებით და სიმპტომებით, რომლებიც COPD-ის გამწვავების ნიშნების და სიმპტომების მსგავსია, და მათი განსხვავება ძნელია.[143] მწვავე სიმპტომების მიზეზად ფილტვის ემბოლია უნდა ჩაითვალოს, თუ არ არის აშკარა გამწვავების სხვა რაიმე ტრიგერი, რომელიც იდენტიფიცირებას ექვემდებარება. ადრე არსებული თრომბო-ემბოლიური დაავადება ან ძირითადი ავთვისებიანი დაავადების მქონე ადამიანები შეიძლება განსაკუთრებული რისკის ქვეშ იყვნენ.[143]
დაბალი სისტოლური არტერიული წნევა და/ან PaO2 >60 მმ ვწყ სვ ჟანგბადით მომატების უუნარობა შეიძლება მიუთითებდეს ფილტვის ემბოლიის არსებობაზე.
კვლევები
ფილტვის ემბოლია შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს D-დიმერის ანალიზის, სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის ანგიოგრამის ან ფილტვის ანგიოგრაფიის გამოყენებით COPD-ის მქონე პაციენტებში. ტესტის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს ლოკალურ გამოცდილებას. ქვედა კიდურების დოპლერები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ღრმა ვენების თრომბოზის შესაფასებლად.
პულმონური ჰიპერტენზია
ნიშნები / სიმპტომები
სხვადასხვა ეტიოლოგიის ფილტვის ჰიპერტენზიის მქონე პირებს, როგორც წესი, აწუხებთ დისპნოე და შეიძლება აწუხებდეთ ჰიპოქსემია.[144] ფილტვის ჰიპერტენზიის სიმპტომები შეიძლება ემთხვეოდეს ფქოდ-ს. ფქოდ-ის მქონე ზოგიერთ პაციენტს აქვს თანმხლები ფილტვის ჰიპერტენზია. ფილტვის ჰიპერტენზიის გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის, განსაკუთრებით კი, მარჯვენამხრივი გულის უკმარისობის დეკომპენსაცია.
კვლევები
ფილტვის ჰიპერტენზიის არსებობა შეიძლება დადგინდეს ექოკარდიოგრამაზე. გამომწვევი მიზეზ(ებ)ის დასადგენად შეიძლება საჭირო იყოს მრავალმხრივი შეფასება. გულის მარჯვენამხრივი კათეტერიზაცია შეიძლება საჭირო იყოს დიაგნოსტიკისთვის და ოპტიმალური მართვისთვის.
კარდიული იშემია
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკურად, შეიძლება ძნელი გასარჩევი იყოს. გულმკერდის ტკივილი შეიძლება იყოს უფრო აშკარა, გადაცემით მარცხენა მხარეს ქვემოთ. შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ყბის ტკივილი და/ან ოფლიანობა.
კვლევები
უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფია, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია COPD-ის გამწვავების სამკურნალოდ, შესაძლო გულის იშემიისა და არითმიების იდენტიფიცირების მიზნით.[1]
არითმია
ნიშნები / სიმპტომები
დიფერენცირების მახასიათებლები შეიძლება მოიცავდეს გახშირებულ გულისცემას, მკვეთრ სისუსტეს, ცნობიერების დაკარგვას და/ან კოლაფსს.
კვლევები
უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფია, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია COPD-ის გამწვავების სამკურნალოდ, ან რომლებსაც აქვთ გახშირებული გულისცემა ან თავბრუსხვევა, შესაძლო გულის იშემიისა და არითმიების იდენტიფიცირების მიზნით.[1]
ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია
ნიშნები / სიმპტომები
მსხვილი სასუნთქი გზების ობსტრუქცია, როგორც წესი, ვლინდება დისპნოეთი და მსტვინავი სუნთქვით (განსაკუთრებით, ფიზიკური დატვირთვისას და იძულებითი ამოსუნთქვის მანევრის დროს) და ეს ხშირად ეშლებათ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რეფრაქტერულ გამწვავებებში; ცვლადი ინტრათორაკალური ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია ხშირად გამოწვეულია ტრაქეობრონქომალაციით, ასპირირებული ობიექტით ან ცენტრალური საჰაერო გზების სიმსივნით; ცვლადი ექსტრათორაკალური ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია ჩვეულებრივ გამოწვეულია ხმოვანი იოგის დამბლით, ისევე როგორც ხორხის გარშემო რბილი ქსოვილების ანთებით და შეშუპებით და ხმოვანი იოგის წყვეტილი სპაზმით, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან, დაუდგენელი ან არა ნამკურნალები ძილის ობსტრუქციული აპნოეთი და ცხვირ-ხახიდან ლორწოს ქრონიკული ჩამონადენით; ფიქსირებული ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეიძლება გამოწვეული იყოს ტრაქეალური სტენოზით (მაგ., მექანიკური ვენტილაციისთვის ადრე ჩატარებული ინტუბაციის გამო), ცენტრალური საჰაერო ხაზების გარე მოჭერით (მაგ., ლიმფადენოპათია ან წარმონაქმნი), ან სასუნთქი გზების დიდი სიმსივნით; უნდა შესრულდეს აუსკულტაცია ხორხზე, ტრაქეაზე და ძირითად ბრონქებზე როგორც მშვიდი სუნთქვის ისე იძულებითი ამოსუნთქვის ან ჰიპერპნოეს მანევრის დროს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის არსებობის შესაფასებლად; მსტვინავი სუნთქვის სრული ალაგება მოსვენებისას მშვიდი სუნთქვის დროს, რასაც ადგილი აქვს ფიზიკური დატვირთვისას ან იძულებითი ამოსუნთქვის მანევრისას ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებასთან დაკავშირებული ბრონქოკონსტრიქციის არსებობის წინააღმდეგ მეტყველებს.
კვლევები
სპირომეტრიამ ნაკადის მოცულობის მიხედვით შეიძლება გამოავლინოს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის არსებობა; როდესაც სავარაუდოა ტრაქეობრონქომალაცია, კტ სკანირება შესუნთქვის და ამოსუნთქვის ხედებით ან სასუნთქი გზების პირდაპირი ბრონქოსკოპული ინსპექცია შეიძლება დიაგნოსტიკური მნიშვნელობის იყოს. ყურის, ცხვირის და ყელის შეფასება შეიძლება განიხილებოდეს სახმო იოგების და ყელის რბილი ქსოვილების ინსპექციის მიზნით.
გადაჭარბებული თერაპია ჟანგბადით
ნიშნები / სიმპტომები
მიუხედავად იმისა, რომ ოქსიგენოთერაპია მკაფიოდ მითითებულია ფქოდ-ისა და მისი გამწვავების მქონე მრავალი პაციენტისთვის (საჭიროა ტიტრაცია 88-92% სატურაციამდე), გადაჭარბებული ჟანგბადი იწვევს პაციენტის რესპირატორული ფიზიოლოგიის შემდგომ დეგრადაციას. ჟანგბადის მიმართ ექსპოზიცია იწვევს ცუდი ვენტილაციის სივრცეების მომმარაგებელი არტერიების ჰიპოქსიური ვაზოკონსტრიქციის შემცირებას, რაც ზრდის V/Q შეუსაბამობის და/ან ინტრაპულმონური შუნტის ხარისხს.[145][146] ჭარბმა ჟანგბადმა ასევე შეიძლება შეამციროს ერითროციტების მიერ CO2-ის გადატანის უნარი (ჰალდეინის ეფექტი).[147] ამ ცვლილებებმა შეიძლება შემდეგ გამოიწვიოს პაციენტის ჰიპერკარბიის და რესპირატორული აციდოზის გაუარესება. ზოგიერთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დარღვეული სუნთქვის პროცესი, შესაძლოა აგრეთვე განუვითარდეთ ჰიპერკარბია.
კვლევები
ABG უნდა შესრულდეს პაციენტებისთვის, რომლებიც ჰიპოქსემიურები არიან ან იღებენ ჟანგბადის თერაპიას, რომლებსაც აქვთ COPD-ის აშკარა გამწვავება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას