კრიტერიუმები
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივის (GOLD) კლასიფიკაცია ჰაერის ნაკადის შეზღუდვის და გამწვავების რისკის შესაფასებლად[1]
ფილტვის ფუნქციური ტესტებით, პოსტ-ბრონქოდილატატორული FEV1/FVC მაჩვენებელი <0.70 ხშირად მიიჩნევა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივის (GOLD) სისტემა ჰაერის ნაკადის შეზღუდვას ყოფს სტადიებად.
თუ პაციენტის FEV1/FVC <0.70:
GOLD 1 - მსუბუქი: FEV1 ≥ 80% (პროგნოზული)
GOLD 2 - საშუალო: 50% ≤ FEV1 < 80% (პროგნოზული)
GOLD 3 - მძიმე: 30% ≤ FEV1 < 50% (პროგნოზული)
GOLD 4 - ძალიან მძიმე: FEV1 <30% (პროგნოზული).
ფქოდ-ის გლობალური ინიციატივის გაიდლაინი იყენებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შეფასების ერთობლივ მეთოდს, რათა დააჯგუფოს პაციენტები დაავადების სიმპტომებისა და გამწვავებების ანამნეზის მიხედვით. სიმპტომთა შეფასებისას გამოიყენება ბრიტანეთის მოდიფიცირებული სამედიცინო კვლევითი საბჭოს (mMRC) ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) შეფასების სკალა. ფქოდ-ის გლობალური ინიციატივის გაფრთხილების თანახმად, მხოლოდ მოდიფიცირებული სამედიცინო კვლევითი საბჭოს შეფასების სკალა არ უნდა გამოიყენებოდეს პაციენტების შესაფასებლად, ვინაიდან ფქოდ-ის სიმპტომები არ შემოიფარგლება დისპნოეთი. შესაბამისად, უპირატესია ფქოდ-ის შეფასების ტესტის სკალა. მიუხედავად ამისა, ფქოდ-ის გლობალური ინიციატივის მიხედვით, მოდიფიცირებული სამედიცინო კვლევითი საბჭოს შეფასების სკალის გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ მის სკალაზე ≥2 ხარისხის დაფიქსირება კვლავ შედის შედის შეფასების კრიტერიუემბში "სუნთქვის უფრო ძლიერი უკმარისობის" მქონე პაციენტების დასადგენად.[1]
A ჯგუფი: დაბალი რისკი (0-1 გამწვავება წელიწადში, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და ნაკლები სიმპტომები (mMRC 0-1 ან CAT <10)
B ჯგუფი: დაბალი რისკი (0-1 გამწვავება წელიწადში, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და მეტი სიმპტომი (mMRC≥ 2 ან CAT≥ 10)
C ჯგუფი: მაღალი რისკი (≥ 2 გამწვავება წელიწადში, ან ერთი ან მეტი გამწვავება საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და ნაკლები სიმპტომები (mMRC 0-1 ან CAT <10)
D ჯგუფი: მაღალი რისკი (≥2 გამწვავება წელიწადში, ან ერთი ან მეტი გამწვავება საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და მეტი სიმპტომი (mMRC≥ 2 ან CAT≥ 10).
GOLD კლასიფიკაცია, გამწვავების სიმძიმე:[1]
მსუბუქი: საჭიროებს მკურნალობას მხოლოდ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორებით
საშუალო: საჭიროებს მკურნალობას ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორებით + ანტიბიოტიკებით და/ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით
მძიმე: პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან ვიზიტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. მწვავე რესპირატორული უკმარისობა შეიძლება განვითარდეს გამწვავებების დროსაც.
GOLD კლასიფიკაცია ფქოდ-ის გამწვავებით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში:[1]
სუნთქვის უკმარისობა არ ვლინდება
სუნთქვის სიხშირე 20- 30 ჩასუნთქვა/წთ
სუნთქვის დროს დამატებითი კუნთები არ ერთვება
მენტალური სტატუსის ცვლილება არ ფიქსირდება
ჰიპოქსემია უმჯობესდება როცა დამატებითი ჟანგბადი მიეწოდება პაციენტს ვენტურის ნიღბით 28-35% (FiO2) კონცენტრაციით.
ნახშირორჟანგის პარციალური წნევა (PaCO2) არ არის მომატებული.
სუნთქვის მწვავე უკმარისობა - სიცოცხლისთვის საშიში არ არის
სუნთქვის სიხშირე > 30 ჩასუნთქვა/წთ
სუნთქვის დროს დამატებითი კუნთები გამოიყენება
მენტალური სტატუსის ცვლილება არ ფიქსირდება
ჰიპოქსემია უმჯობესდება როცა დამატებითი ჟანგბადი მიეწოდება პაციენტს ვენტურის ნიღბით 24-35% (FiO2) კონცენტრაციით
ჰიპერკარბია: PaCO2 იმატებს ბაზისურთან შედარებით ან მომატებულია (50 მმ.ვწყ.სვ.-60 მმ.ვწყ.სვ.).
სუნთქვის მწვავე უკმარისობა - სიცოცხლისთვის საშიში
სუნთქვის სიხშირე > 30 ჩასუნთქვა/წთ
სუნთქვის დროს დამატებითი კუნთები გამოიყენება
ფსიქიკური სტატუსის მწვავე ცვლილებები
ჰიპოქსემია არ უმჯობესდება როცა დამატებითი ჟანგბადი მიეწოდება პაციენტს ვენტურის ნიღბით ან საჭიროა FiO2 >40% კონცენტრაციით
ჰიპერკარბია ვითარდება, როდესაც: ნახშიროჟანგის პარციალური წნევა იმატებს ბაზისურთან შედარებით ან არის მომატებული (>60 მმ.ვწყ.სვ.) ან მიმდიანრეობს აციდოზი (pH ≤7.25).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას