პროგნოზი

COPD-ის მქონე ადამიანებში არსებობს დაავადების სიმძიმის ფართო სპექტრი. ანალოგიურად, გამწვავება მერყეობს ძალიან სუსტიდან მძიმემდე და სიცოცხლისათვის საშიშამდე. ავადობა და სიკვდილიანობა COPD-ის მქონე ადამიანებში ყველაზე ხშირად გამწვავების კონტექსტში ხდება . ძველ კვლევებში მწვავე გამწვავებების გამო ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლები შეფასებულია 4%-დან 30%-მდე. ეროვნულ სტაციონარულ მაჩვენებლებით (ჯანდაცვის კვლევის და ხარისხის სააგენტო, როკვილი, მერილენდი, აშშ) 1996 წელს მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ საავადმყოფოში სიკვდილიანობის შემთხვევები მთლიანობაში 2.5% იყო მწვავე გამწვავების მქონე პაციენტებისთვის.[257] ამ კვლევაში ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 5 დღე და პაციენტთა 70% გაწერეს სახლში დამატებითი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ნაჩვენები იყო, რომ ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაცვლილი ადამიანები ხანდაზმულები იყვნენ, მეტი თანმდევი დაავადებები ჰქონდათ და უფრო ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში იყვნენ ჰოსპიტალიზირებულები. გასაკვირი არ არის, რომ სიკვდილიანობის უფრო დიდი მაჩვენებელი აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც მექანიკურად იყვნენ ვენტილირებული იმათთან შედარებით , ვინც არ იყვნენ (28% და 1.7%). სხვა კვლევით გამოვლინდა დაახლოებით 50% 5 წლის სიკვდილიანობა COPD-ის გამწვავების გამო ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.[258] ხელახალი ჰოსპიტალიზაცია და/ან სიკვდილობა უკავშირდება დაბალ FEV1, მაღალ PaCO2 (ნახშირორჟანგის პარციალური წნევა), დაბალ PaO2 (ჟანგბადის პარციალური წნევა), მაღალ APACHE II ქულას, დაბალ სმი-ს, ხანდაზმულ ასაკს, თანმდევ დაავადებებს და ფიზიკური აქტივობის დაბალ დონეებს.[220][259][260][261][262][263][264] მრავალგანზომილებიან CODEX (თანმდევი დაავადება, ობსტრუქცია, დისპნოე, წინა მწვავე გამწვავებები) ინდექსს შეუძლია რეციდივისა და გადარჩენის პროგნოზირება 3 თვის და 1 წლის განმავლობაში COPD გამწვავების გამო ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.[265]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას