ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ქოშინი

მწვავე გამწვავების მქონე პაციენტებში ჩვეულებრივ აღინიშნება დისპნოეს სტაბილური მომატება საბაზისო დონიდან ყოველდღიური ცვლილების მიღმა.[10]

ხველა

ხშირად განისაზღვრება ხველის ხასიათის და სიხშირის ცვლილება.[10] ეს ცვლილება უნდა იყოს პაციენტის ტიპური ხველის ყოველდღიური ცვლილების მიღმა.[1]

მსტვინავი სუნთქვა

COPD-ის მქონე ყველა პაციენტს აქვს ამოსუნთქვის ნაკადის შეზღუდვა და ამან შეიძლება გამოიწვიოს მსტვინავი სუნთქვა. გამწვავების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო მძიმე მსტვინავი სუნთქვა და ამოსუნთქვის ფაზის გახანგრძლივება გასინჯვისას. თუმცა, ბევრ პაციენტში მსტვინავი სუნთქვა არ არის გამოვლენილი.

ნახველის მოცულობის/ფერის/სისქის ცვლილებები

შხირად დაფიქსირდა მოცულობა ან ხასიათის (სისქე, ფერი) ან ორივეს ცვლილებები. ჩირქოვანი ნახველის არსებობა, როგორც ჩანს, სენსიტიური და სპეციფიკურია მაღალი ბაქტერიული დატვირთვისთვის და შეიძლება ხელი შეუწყოს პაციენტთა ჯგუფების იდენტიფიცირებას, რომლებსაც შეუძლიათ უმეტესი სარგებლის მიღება ანტიბიოტიკებით მკურნალობისგან.[127][128]

ტაქიპნოე

ტაქიპნოეს ხშირად აქვს ადგილი და შეიძლება მძიმე იყოს. მნიშვნელოვანია პაციენტზე დაკვირვება რესპირატორული უკმარისობის ნიშნებზე.

იშვიათი

ციანოზი

მოსალოდნელი რესპირატორული უკმარისობის შესაძლო ნიშანი.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ფქოდ-ს წარსული სამედიცინო ისტორია

COPD-ის წარსული სამედიცინო ანამნეზი უნდა მოვიძიოთ, ისევე როგორც სხვა მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დიფერენციალურ დიაგნოზში განხილული სხვა მწვავე პრობლემის ალბათობაზე. წინა წელს ორი ან მეტი გამწვავების ანამნეზის მქონე ადამიანები, ან ისინი, ვისაც წინა წელს გამწვავების გამო ჰოსპიტალიზაციის ანამნეზი აქვთ, მიიჩნევიან შემდგომი გამწვავებების მაღალი რისკის პაციენტებად[1]

თამბაქოს მოხმარება

მნიშვნელოვანია დავადგინოთ, აქვს თუ არა პაციენტს ანამნეზში თამბაქოს ან სხვა ტიპის კვამლის მიმართ მნიშვნელოვანი ექსპოზიციის ფაქტი, არის თუ არა ამჟამად მწეველი, იყენებს თუ არა ელექტრონულ სიგარეტს ან სხვა მსგავს მოწყობილობებს და საინჰალაციო ნივთიერებებს (მაგ. მარიხუანა, კოკაინი, ჩილიმი).

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის და/ან ყლაპვის დისფუნქციის წარსული სამედიცინო ანამნეზი

მნიშვნელოვანია იმის დადგენა, აქვთ თუ არა პაციენტებს გულძმარვის, პირში მწარე/მჟავე გემოს, ჭამის შემდეგ ხველის ან მოხრჩობის, საყლაპავის ხვრელის თიაქრის და/ან გასტრო-ეზოფაგური რეფლუქის ან ყლაპვის გაძნელების ანამნეზი.[18][19][20][21][22] თუმცა, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი უნდა ჩაითვალოს განმეორებითი გამწვავების პოტენციურ მიზეზად, მაშინაც კი, თუ პაციენტს არ აღენიშნება გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის ზემოაღნიშნული ტიპური სიმპტომები და ნიშნები. რეფლუქსის ნიშანს შესაძლოა წარმოდგენდეს ხველის ეპიზოდები ღამით.

ხელმისაწვდომი კვლევები არ იძლევა ინფორმაციას, აუმჯობესებს თუ არა რეფლუქსის მკურნალობა COPD-ის გამწვავებას.

შეუძლოდ ყოფნა დადაღლილობა

ეს სიმპტომები და სხვა არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა უძილობა, აქტივობის დონის შემცირება და მადის დაკარგვა, როგორც წესი, იდენტიფიცირებულია COPD-ის გამწვავების მქონე ადამიანებში.[114][126]

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები დიდ გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, ისინი, ზოგადად, არ გამოიყენება იმის დასადგენად, არის თუ არა გამწვავება.

გულმკერდის შებოჭილობა

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერის ნაკადის შეზღუდვის გაუარესებით და გულმკერდის ჰიპერინფლაციით.[13] თუმცა, მიოკარდიუმის ინფარქტის ან პნევმოთორაქსის შესაძლებლობა უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, თუ აღინიშნება გულმკერდის შებოჭილობა ან სხვა დისკომფორტი გულმკერდის არეში.

ფილტვისმიერი გულის ნიშნები

შეიძლება განვითარდეს როგორც გაძლიერებული ჰიპოქსიური ვაზოკონსტრიქციის შედეგი გამწვავებით გამოწვეული ჰიპოქსემიის გამო. ამით გამოწვეულმა ფილტვის სისხლძარღვთა რეზისტენტობამ და/ან ფილტვის არტერიის წნევის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს მარჯვენა გულის მწვავე უკმარისობა. შეიძლება აღინიშნებოდეს მომატებული წნევა საუღლე ვენაში, ჰეპატოიუგულარული რეფლუქსი, პერიფერიული შეშუპება და ფარდობითი ჰიპოტენზია

იშვიათი

გარემოს დაცვითი/ოკუპაციური ექსპოზიცია დამაბინძურებლების ან მტვრის მიმართ

უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა პაციენტს ანამნეზში საგულისხმო ექსპოზიცია შავ კვამლთან, როგორიცაა ხის კვამლი, მტვერი, პესტიციდები და/ან სხვა დამაბინძურებლებთან, როგორიცაა ქიმიკატები ან მყარი ნაწილაკები.

მენტალური სტატუსის ცვლილება

ძილიანობის, დაბნეულობა და/ან პიროვნების ცვლილების ჩათვლით

ცხელება

ზოგადად, გამწვავების მქონე ადამიანების <50%-ს აქვს ცხელება.[40][43][75]

მაღალი და/ან მუდმივი ცხელების არსებობამ უნდა გამოიწვიოს ბაქტერიული პნევმონიის, გრიპის ვირუსის ან სხვა ინფექციის არსებობაზე ეჭვი.

დამატებითი კუთების გამოყენება

მოსალოდნელი რესპირატორული უკმარისობის ნიშანი.

მუცლის პარადოქსული მოძრაობები

მოსალოდნელი რესპირატორული უკმარისობის ნიშანი.

რისკფაქტორები

ძლიერი

ვირუსული ინფექცია

სავარაუდოდ, რესპირატორული ვირუსები პასუხისმგებელია გამწვავების შემთხვევათა 22%-დან 64%-ზე.[38][39] წარსულში ბაქტერიული ინფექციები მიიჩნეოდა ფქოდ-ის გამწვავების ძირითად მიზეზად, ახლა კი ახალი მოლეკულური მეთოდების გამოყენებამ აჩვენა ვირუსული ინფექციების, როგორც გამომწვევების მნიშვნელობა.[1][38]

რინოვირუსიგამოყოფილი იყო COPD-ის გამწვავებების მქონე პაციენტებში უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ვირუსები.[68]

გრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი, პარაგრიპი, კორონავირუსი, ადენოვირუსი და ადამიანის მეტაპნემოვირუსი ასევე ასოცირდება ეპიზოდებთან.[40][42][43][44][69]

რესპირატორულ ვირუსებთან ასოცირებული გამწვავებები უფრო მძიმეა და უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა გამომწვევ ფაქტორებთან დაკავშირებული.[68][70]​ ვირუსებთან და ბაქტერიულ პათოგენებთან კოინფექცია იშვიათი არ არის. კორონავირუსები ფქოდ-ის გამწვავების ცნობილი მიზეზებია.[38][71]​ მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, შეუძლია თუ არა SARS-CoV-2-ს ( COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს) დააჩქაროს COPD-ის გამწვავება, დღემდე არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს იმაზე, რომ SARS-CoV-2 გამწვავებების საბოლოო ძირითადი მიზეზია.[32]​ საჭიროა დამატებითი კვლევები. მნიშვნელოვანია, რომ SARS-CoV-2-ის ინფექცია ქმნის რისკს უფრო მძიმე ავადმყოფობის და უარესი კლინიკური შედეგების ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ინფიცირდებიან ვირუსით, მიუხედავად იმისა, იწვევს თუ არა ვირუსი ფქოდ-ის გამწვავებას.[32][72]

გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ ქვედა სასუნთქ გზებში რესპირატორული ვირუსების ქრონიკული არსებობა შესაძლოა გარკვეულ როლს ასრულებდეს COPD-ოს პათოგენეზში.[73]

ბაქტერიული ინფექცია

მიუხედავად იმისა, რომ გამწვავებები ძირითადად რესპირატორული ვირუსული ინფექციებითაა გამოწვეული, ბაქტერიულმა ინფექციებმა შეიძლება გააძლიეროს ან ინიცირება მოახდინოს ამ მოვლენების.[1][74]​ არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩირქოვანი ნახველი ხშირად ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიულ ინფექციასთან ასოცირდება.[75] იმის გამო, რომ ფქოდ-ის მქონე ადამიანებში ქვედა სასუნთქი გზები სტერილური არ არის, სიფრთხილით უნდა გაკეთდეს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ნიმუშის კულტურის შედეგების ინტერპრეტაცია. არსებობს შერეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ფქოდ-ის მწვავე გამწვავების მქონე პაციენტებში არის უფრო დიდი ბაქტერიული კოლონია საბაზისო დონესთან შედარებით.[76][77]

ყველაზე ხშირად გამოვლენილი ბაქტერიული პათოგენებია: Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae და Moraxella catarrhalis.[40][62] სხვა გრამდადებითი პათოგენების როლი, როგორიცაა Staphylococcus aureus და გრამუარყოფითი პათოგენების როლი, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa, COPD-ის გამწვავების პათოგენეზში ნაკლებად არის განმსაზღვრული, მაგრამ უფრო მძიმე COPD-ისა და გამწვავებების მეტი სიხშირის და/ან სიმძიმის მქონე პაციენტები, ან ბოლო დროს ჰოსპიტალიზირებული პაციენტები, ან რომლებიც ბოლოს დროს (2 კვირის განმავლობაში) ყოველდღიურად იღებდნენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს (ანუ, პრედნიზოლონის >10 მგ/დღეში) უფრო სავარაუდოდ, კოლონიზირებულები არიან ამ პათოგენებით.[40][78]

ფქოდ-ის მქონე ადამიანებისთვის ბაქტერიების ახალი შტამის გადადება გამწვავების რისკია.[79] თანდაყოლილი და/ან ადაპტიური იმუნური პასუხის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთების და ინფექციის ციკლური გაგრძელება.[53]

რესპირატორული ტრაქტის ბაქტერიული და ვირუსული პათოგენებით პარალელური ინფექცია უფრო მძიმე ეპიზოდებთან ასოცირდება.[61] ზომიერი და მძიმე გამწვავების ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაკავშირებული იყო შედეგების გაუმჯობესებასთან.[80][81] გრიპის აცრას შეიძლება ჰქონდეს დამცავი ეფექტი Pseudomonas aeruginosa-თი დაინიფიცირების რისკის შემცირების გამო.[40]

გასტროეზოფაგური რეფლუქსი და/ან ყლაპვის ფუნქციის მოშლა

გასტროეზოფაგური რეფლუქსი და/ან ყლაპვის ფუნქციის მოშლა, ასოცირებული ასპირაციასთან, COPD-ის გამწვავების ხშირი გამომწვევი მიზეზია[18][19][20][21][22] ხელმისაწვდომი კვლევები არ იძლევა ინფორმაციას, აუმჯობესებს თუ არა რეფლუქსის მკურნალობა COPD-ის გამწვავებას.

მოწევა

კვამლის მორიდება და მოწევის შეწყვეტა საუკეთესო ზომებია არა მარტო ფქოდ-ის პრევენციისთვის, არამედ ფქოდ-ის სიმძიმის პროგრესირების თავიდან ასაცილებლად.[1][82][83] მოწევის შეწყვეტამ ასევე შეიძლება შეამციროს გამწვავებების რისკი. რეკომენდებულია მოწევის შეწყვეტის რჩევა და მკურნალობა ფქოდ-ის მქონე ყველა პაციენტისთვის.[84][85] ასევე რეკომენდებულია საინჰალაციო გამღიზიანებლების ზემოქმედების არიდება (მათ შორის ელექტროსიგარეტები და ვეიპინგი, საინჰალაციო მარიხუანა, კოკაინი, ჩილიმი/შიშა/ჩილიმი, და ა.შ.).[1]

ჰაერის დამაბინძურებლები

ჰაერის დამაბინძურებლების, განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის (NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ოზონის (O3) და შავი კვამლის ნაწილაკების მზარდი დონე, მათ შორის ხის კვამლი, ასოცირდება მძიმე გამწვავებების და ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალ მაჩვენებელთან ფქოდ-ით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში.[86][87][88] ჰაერის დაბინძურების პიკებმა ასევე შეიძლება გაზარდოს ჰოსპიტალიზაციების სიხშირე და სიკვდილიანობა.[89] პესტიციდების მაღალი დოზების ინჰალაციის ექსპოზიციის მქონე ადამიანებს რესპირატორული სიმპტომების, სასუნთქი გზების ობსტრუქციის და ფქოდ-ის უფრო მაღალი ინსიდენტობა აქვთ.[1]

აღმოჩნდა, რომ ამ დამაბინძურებლებიდან ბევრის მიმართ ექსპოზიცია იწვევს ანთებით რეაქციას რესპირატორულ ტრაქტში.[35] ექსპოზიცია სხვა გამღიზიანებლებზე, როგორიცაა საწმენდი პროდუქტები, სალონის პროდუქტები, ქიმიური ნივთიერებები, ასევე შეიძლება იყოს ფქოდ-ის გამწვავების მიზეზი.[48]

სუსტი

ატიპიური ბაქტერიული ინფექცია

ატიპური მიკროორგანიზმები (Mycoplasma pneumoniae, Chlamydia pneumoniae, Legionella) დაკავშირებულია გამწვავებებთან, თუმცა კვლევები ურთიერთსაწინააღმდეგოა.[90][91][92] არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის სესახებ, რომ ატიპური ბაქტერიული პათოგენების ანტიმიკრობული დაფარვა აუმჯობესებს შედეგებს.

ამინდის ცვლილება

ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებები ასოცირებულია COPD-ის გამწვავების გაზრდილ რისკთან.[35][93] თუმცა, გაურკვეველია, რა იწვევს ამ ასოციაციას - გარემო ტემპერატურის და/ან ტენიანობის ცვლილებები, თუ ინფექციის რისკის ცვლილებები რესპირატორული ვირუსების და/ან სხვა პათოგენების გამო.

გამწვავების მაჩვენებლები და ყველა მიზეზით სიკვდილიანობა, როგორც წესი, უფრო მაღალია ზამთრის თვეებში.[23]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას