ეპიდემიოლოგია

COPD სიკვდილის მეოთხე წამყვანი მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით და სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზი აშშ-ში.[1][3] COPD-ის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100%-ზე მეტად გაიზარდა 1970 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში.[4] აშშ-ში სიკვდილის არც ერთი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი ამ მაჩვენებლით არ გაზრდილა. გლობალურად, COPD პასუხისმგებელია მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიკვდილის 3.8%-ზე და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიკვდილის 4.9%-ზე.[5] ქვეყნებს შორის COPD-ის პრევალენტობის მნიშვნელოვანი ცვალებადობაა.[6][7][8] ეს შეიძლება იყოს გამოწვეული თამბაქოს კვამლისა და შიდა და გარე ოკუპაციური დამაბინძურებლების სხვაობით.[5] დიდ ბრიტანეთში, 1990-1997 წლებში ექიმების მიერ დიაგნოსტირებული COPD-ის პრევალენტობა მამაკაცებში 2% და ქალებში 1% იყო.[9] წარსულში მამაკაცებს COPD-ის გამო დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. ამ განსხვავების მიზეზად, პირველ რიგში მიჩნეულია თამბაქოს კვამლისა და ოკუპაციური დამაბინძურებლების მიმართ მეტი ექსპოზიცია. კვლევებმა აჩვენა, რომ COPD-ის პრევალენტობა უფრო თანაბრად განაწილდება მამაკაცებსა და ქალებს შორის.[7][10] COPD-ს ჯანდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი წილი აქვს.[6] გამწვავებები პასუხისმგებელია COPD-ის მქონე ადამიანების ავადობის და სიკვდილიანობის უმეტესობაზე და საშუალო რიცხვი წელიწადში მერყეობს 1-დან 3-მდე.[11][12] ნათლად იყო ნაჩვენები, რომ პაციენტებს COPD-ის უფრო მძიმე მანიფესტაციებით სიკვდილიანობის მეტი მაჩვენებლები აქვთ დროთა განმავლობაში.[6] თუმცა სიკვდილიანობის მონაცემები შეიძლება სათანადოდ ვერ შეფასდეს, რადგან ამ მოსახლეობის სიკვდილიანობა ხშირად მიეწერება სხვა ეტიოლოგიებს, როგორიცაა სხვა რესპირატორული დარღვევები, ფილტვის კიბო და გულსისხლძარღვთა დაავადებები.[6]

ფქოდ-ის გამწვავებების გამომწვევი ფაქტორები ხშირად ბაქტერიული ან ვირუსული პათოგენები, დამაბინძურებლები, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ან ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებებია და მათ ახასიათებს მწვავე დაწყება, პაციენტის რესპირატორული სიმპტომების, ფილტვის ფუნქციის, ფუნქციური მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის სტაბილური გაუარესება.[11][13][14][15][16][17][18][19][20][21][22][23] გამწვავების მაჩვენებლები და ყველა მიზეზით სიკვდილიანობა, როგორც წესი, უფრო მაღალია ზამთრის თვეებში.[24] COPD-ის გამწვავებებს, განსაკუთრებით, ზომიერიდან მძიმემდე, მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით ჯანდაცვის რესურსების გამოყენების და ჯანდაცვის ხარჯების გაზრდით და სიკვდილიანობის გაზრდით.[25][26][27][28][29] ფქოდ-ის მძიმე გამწვავებით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს შორის ადრეული სიკვდილიანობა ხშირად გამოწვეულია თანმდევი პრობლემებით, როგორიცაა ფილტვის ემბოლია, პნევმონია, ან გულის შეგუბებითი უკმარისობა.[30] პაციენტები შესაძლოა ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკის ქვეშ იყვნენ გამწვავების შემდგომ პერიოდში.[31]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას