ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება

Investigations

1st investigations to order

ჟანგბადით გაჯერება პულსოქსიმეტრზე

Test
Result
Test

რეკომენდებულია ჩატარება ფქოდ-ის შესაძლო მწვავე გამწვავების მქონე ყველა პაციენტისთვის, როდესაც შესაძლებელია. უნდა შესრულდეს სასიცოცხლო ნიშნების მიღებისას. ეპიზოდის დროს, ჟანგბადით გაჯერება ხშირად დაწეულია პაციენტის საბაზისო დონის ქვემოთ, და დამატებითი ჟანგბადის და არტერიული სისხლის აირების ტესტირება უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ დონე არის <90%.

Result

დაწეულია პაციენტის საბაზისო დონის ქვემოთ

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

Test
Result
Test

იშვიათადაა დიაგნოსტიკური; ძირითადი მიზანია ალტერნატიული დიაგნოზების გამორიცხვა. გულმკერდის რენტგენი უნდა ჩატარდეს ზომიერი და მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებში და სადაც განიხილება პნევმონია ან სხვა პოტენციური დიაგნოზები (მაგ., პნევმოთორაქსი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პლევრული გამონაჟონი).

Result

ჰიპერინფლაცია, გაბრტყელებული დიაფრაგმა, გაზრდილი რეტრო-სტერნალური ჰაერის სივრცე, ბულები და პატარა, ვერტიკალური გული

ელექტროკარდიოგრამა

Test
Result
Test

გულსისხლძარღვთა დაავადება ხშირია COPD-ის მქონე ადამიანებში.[129] გარდა ამისა, მიოკარდიუმის ინფარქტის, პნევმოთორაქსის ან ფილტვის ემბოლიის შესაძლებლობა არის გასათვალისწინებელი, თუ აღინიშნება გულმკერდის შებოჭილობა ან სხვა ტიპის დისკომფორტი გულმკერდის არეში. ფქოდ-ის მქონე პაციენტები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან გულის იშეემიის და/ან არითმიების განვითარების თვალსაზრისით, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს დისპნოე.


როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება
როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩაიწეროს ეკგ. აჩვენებს გულმკერდის და კიდურების ელექტროდების განლაგებას.


Resultado

შესაძლოა აღინიშნებოდეს მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვა, არითმიები, იშემია

არტერიული სისხლის აირები (ABG)

Exame
Resultado
Exame

არტერიული სისხლის აირების ტესტირება უნდა ჩატარდეს ფქოდ-ის ზომიერიდან მძიმემდე გამწვავებების მქონე ადამიანებისთვის, ქრონიკული ჰიპერკაპნიის გამოსავლენად და მწვავე რესპირატორულ აციდოზზე შესაფასებლად. საბაზისო არტერიული სისხლის აირებთან შედეგების შედარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება (როდესაც შესაძლებელია). მწვავე რესპირატორული აციდოზი შეიძლება იყოს მომავალი რესპირატორული უკმარისობის ნიშანი. ვენური სისხლის აირების სინჯი არ მიიჩნევა სანდო ალტერნატიულ საზომად.[130]

PaO2 <60 მმ.ვწყ.სვ მიუთითებს პოტენციურ რესპირატორულ უკმარისობაზე. PaO2 <50 მმ.ვწყ.სვ, PaCO2 ≥45 მმ.ვწყ.სვ, ან pH <7.35 მიუთითებს პოტენციურად სისოცხლისათვის საშიშ ავადმყოფობაზე, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ მოვლას ან დამხმარე ვენტილაციას.[131]

Resultado

რესპირატორული აციდოზი და კომპენსაციური მეტაბოლური ალკალოზი

FBC თრომბოციტებით

Exame
Resultado
Exame

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ზომიერიდან მწვავემდე გამწვავებების მქონე პაციენტებისთვის, პათოლოგიური დარღვევების სკრინინგისთვის, რომლებმაც შეიძლება გვავარაუდებინოს დამატებითი სამედიცინო დარღვევები, როგორიცაა ინფექცია ან ანემია.

Resultado

შეიძლება აჩვენოს მომატებული ჰემატოკრიტი, სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა ან ანემია

C- რეაქტიული ცილა

Exame
Resultado
Exame

C-რეაქტიული ცილა (CRP) ასევე პოტენციური ბიომარკერია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკების გამოყენება ფქოდ-ის გამწვავების დროს. ანტიბიოტიკების არდანიშვნა CRP-ის დაბალი მაჩვენებლების საფუძველზე, ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენების შემცირებასთან ასოცირდება კლინიკური გამოსავლის გაუარესების გარეშე.[118][119][120]

Resultado

შეიძლება მომატებული იყოს ბაქტერიული ინფექციების დროს

ეოზინოფილების რაოდენობა

Exame
Resultado
Exame

ეოზინოფილების რაოდენობა ასევე შეიძლება კარგი ინდიკატორი იყოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების სარგებლის გასაზომად.[1]​ არსებობს მტკიცებულებები, რომ სისხლში ეოზინოფილების საშუალო რაოდენობა ფქოდ-ის მქონე პაციენტებთან უფრო მაღალია. ხშირი გამწვავებების და სისხლში ეოზინოფილების მომატებული რაოდენობის მქონე პაციენტებთან ორმაგ ბრონქოდილატატორის რეჟიმზე საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დამატება უნდა იყოს გათვალისწინებელი.[1]

Resultado

კორტიკოსტეროიდები შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს გამწვავებების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში ეოზინოფილების დაბალი მაჩვენებელი აქვთ

ელექტროლიტები, შარდოვანა, + კრეატინინი

Exame
Resultado
Exame

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ზომიერიდან მწვავემდე გამწვავებების მქონე პაციენტებისთვის პათოლოგიურმა შედეგმა შეიძლება გვავარაუდებინოს დამატებითი სამედიცინო დარღვევები. ფქოდ-ის გამწვავების მქონე პაციენტებს შეიძლება შემცირებული ჰქოდნეთ პერორალური ნუტრიცია, რაც, თავის მხრივ მოცულობის შემცირებას იწვევს. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ მეტაბოლური აციდოზი, რაც ზრდის ვენტილაციის მოთხოვნილებას.

Resultado

როგორც წესი ნორმალურია

Investigações a serem consideradas

ნახველის კულტურა + გრამის წესით შეღებვა

Exame
Resultado
Exame

მძიმე დაავადების დროს, თუ პაციენტის ნახველი ჩირქიანია და ჰოსპიტალიზაცია განიხილება, უნდა განხორციელდეს გრამის წესით შეღებვა და კულტურა პოტენციური ბაქტერიული პათოგენების შესაფასებლად, რომლებსაც შეიძლებოდა გამოეწვია ეს ეპიზოდი.

Resultado

შეიძლება გვავარაუდებინოს ბაქტერიული ინფექცია

რესპირატორული ვირუსების დიაგნოსტიკა

Prueba
Resultado
Prueba

მძიმე დაავადების და ჰოსპიტალიზაციის დროს უნდა ჩატარდეს ტესტირება რესპირატორულ ვირუსზე (სადაც შესაძლებელია) როგორც ნებისმიერი გამომწვევის (მაგ., გრიპი, SARS-CoV2) იდენტიფიცირებისთვის, ასევე ინფექციის კონტროლის ნორმების გაფართოებული გამოყენების აუცილებლობის დასადგენად.

Resultado

შეიძლება დაადასტუროს ვირუსული ინფექცია

გულის ტროპონინი

Prueba
Resultado
Prueba

გულის ტროპონინის მომატებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს COPD-ის გამწვავებით გამოწვეული მიოკარდიუმის დაუდგენელი დაზიანების გამო. ტროპონინის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს სიკვდილიანობის გაზრდასთან.[132]

Resultado

ნორმალურია, თუ არაა მიოკარდიუმის დაზიანება

B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP)

Prueba
Resultado
Prueba

გულის შეგუბებითი უკმარისობის გამწვავებები (სისტოლური ან დიასტოლური) ჩვეულებრივ ძალიან გავს ფქოდ-ის მძიმე გამწვავებას.

შრატში BNP დონის მატება შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენაში, არის თუ არა გულის შეგუბებითი უკმარისობის გამწვავება.

Resultado

ნორმაშია, თუ გულის შეგუბებითი უკმარისობა არ არის

გულმკერდის კტ სკანირება

Prueba
Resultado
Prueba

შეიძლება სასარგებლო იყოს ალტერნატიული დიაგნოზების, მათ შორის ტრაქეობრონქომალაციის და განსაკუთრებით ფილტვის ემბოლიის გამოსარიცხად, თუ რესპირატორული დეკომპენსაციის დიაგნოზი და საფუძველი გაურკვეველი რჩება რუტინული გულმკერდის რენტგენოგრაფიის შემდეგ.

Resultado

ნორმალურია, თუ არ არის პნევმონია, პლევრული გამონაჟონი, ავთვისებიანი მდგომარეობა, ფილტვის ემბოლია ან ტრაქეობრონქომალაცია

Pruebas emergentes

პროკალციტონინი

Prueba
Resultado
Prueba

ბაქტერიული ინფექციების შესაძლო დიაგნოსტიკური ბიომარკერია, რადგანაც მისი დონე უფრო მაღალია მძიმე ბაქტერიული ინფექციის დროს, ხოლო დაბალია ვირუსული ინფექციის დროს. აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ ნებადართულია პროკალციტონინის ტესტირება ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნამდე, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მქონე პაციენტებში. გაკეთდა კოკრეინის მიმოხილვა ანტიბიოტიკოთერაპიამდე პროკალციტონინის ტესტის შესახებ მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტებში. აღმოჩნდა, რომ სიკვდილობის რისკი შემცირდა, ასევე დაბალი იყო ანტიბიოტიკების მოხმარება და ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების რისკი ყველა პაციენტში, მათ შორის ფქოდ-ის გამწვავებების დროს.[121] კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება. არ უნდა გამოიყენოთ ანტიბიოტიკების მოხმარების გადასაწყვეტად ფქოდ-ის მძიმე გამწვავების დროს, ინტენსიური მოვლის საჭიროების შემთხვევაში.[122]

Result

შეიძლება მომატებული იყოს მწვავე ბაქტერიული ინფექციების დროს და დაბალი იყოს ვირუსული ინფექციების დროს

ვიტამინი D

Test
Result
Test

ანამნეზში ფქოდ-ის გამწვავების მქონე პაციენტებთან D ვიტამინის დონე უნდა შეფასდეს.

D ვიტამინის დაბალი დონე ფქოდ-ის გამწვავების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.[133]​ იხ მეორადი პრევენცია.

Result

შეიძლება დაბალი იყოს ანამნეზში ფქოდ-ის გამწვავების მქონე პაციენტებთან.

იმუნოგლობულინები

Test
Result
Test

ანამნეზში ფქოდ-ის გამწვავების მქონე პაციენტებთან იმუნოგლობულინების დონე უნდა შეფასდეს.

ჰიპოგამაგლობულინემია ფქოდ-ს გამწვავების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.[123][124][125]​ იმუნოგლობულინის დაბალი დონე ასევე ასოცირდება 1 წელიწადში სიკვდილობის გაზრდილ რისკთან.[134]​ იხ მეორადი პრევენცია.

Result

შეიძლება დაბალი იყოს ანამნეზში ფქოდ-ის გამწვავების მქონე პაციენტებთან.

Use of this content is subject to our disclaimer