შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
67 წლის ქალი COPD-ის ანამნეზით შემოდის სამედიცინო დაწესებულებაში 3 დღის განმავლობაში დისპნოეს გაუარესებით ხველის სიხშირის მომატებით. მისი ხველა ამჟამად პროდუქტიულია მწვანე, ჩირქოვანი ნახველით. პაციენტს აქვს მოწევის 100 პირობითი წლის ანამნეზი. ბოლო 3 დღის განმავლობაში მას ჰქონდა წყვეტილი, დაბალი ცხელება 37.7°C (100°F) და უმადობა. მან მოითხოვა მხსნელი ბრონქოდილატატორული თერაპიის დამატება სიმპტომების კონტროლის მიზნით, მანამდე გამოყენებული შემანარჩუნებელი მედიკამენტების გარდა.
სხვა გამოვლინებები
ფქოდი ხშირად გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. დიაგნოზის დასმის დროისთვის პაციენტებს ჩვეულებრივ ქოშინი მხოლოდ მსუბუქი და ზომიერი დატვირთვისას აღენიშნებათ და შეიძლება ჰქონდეთ ქრონიკული პროდუქტიული ხველა, FEV1 კი ხშირად უკვე პროგნოზირებული დონის <50%-ია. მრავალ პაციენტს ფქოდ-ის დიაგნოზს პირველად უსვამენ მაშინ, როცა მათ დაავადების მძიმე გამწვავების გამო ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.[2] გამწვავებები შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ ან ჰაერის დამაბინძურებლებით ექსპოზიციამ, ან გარემო პირობების სხვა ცვლილებებმა. პაციენტები, ჩვეულებრივ, სამედიცინო დეწესებულებაში შემოდიან მომატებული დისპნოეს, ქრონიკული ხველის და/ან მსტვინავი სუნთქვის ინტენსივობისა და სიხშირის ცვლილების და გამოყოფილი ნახველის ფერის და/ან მოცულობის ცვლილების ჩივილით. გამწვავების დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სუბფებრილური ცხელება, თუმცა,ზოგჯერ ვლინდება ცხელება >38.5°C (>101.3°F) ამ შემთხვევაში საჭიროა ვიფიქროთ ალტერნატიულ დიაგნოზზე, როგორიცაა პნევმონია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას