Differentials
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
SIGNS / SYMPTOMS
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.[102]
INVESTIGATIONS
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
ბაქტერიული პნევმონია
SIGNS / SYMPTOMS
ხველისა და ცხელების გარდა, შეიძლება შეგვხვდეს გულმკერდის პლევრიტული ტკივილი, ქოშინი და ნახველი, რომელიც შეიძლება იყოს ლორწოვან-ჩირქოვანი.
INVESTIGATIONS
რენტგენი: ხშირია წილოვანი კონსოლიდაცია.
სისხლის კულტურა: დადებითია ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმზე.
ნახველის კულტურა: ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის ზრდა.
რინოვირუსული ინფექცია
SIGNS / SYMPTOMS
სასუნთქი გზების ინფექციების ხშირი მიზეზი. უმეტესად ვლინდება ზედა სასუნთქი გზების სიმპტომებით, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრესი და უფრო მძიმეა ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.
INVESTIGATIONS
ტესტირება არ არის რეკომენდებული რინოვირუსისთვის. თუმცა, უკუტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) შეიძლება გაკეთდეს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული ინფექცია
SIGNS / SYMPTOMS
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის ყველაზე ხშირი მიზეზი.[103]
ხანდაზმული ასაკის და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის მნიშვნელოვანი და ხშირად შეუცნობელი მიზეზი.[104]
იწვევს ზედა და ქვედა რესპირატორული ტრაქტის სიმპტომებს, რაც პიკს აღწევს 3-დან 5 დღის განმავლობაში და ალაგდება 7-დან 10 დღის განმავლობაში.
ახასიათებს სეზონური ეპიდაფეთქებები. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს მეტწილად ხდება ნოემბრიდან აპრილამდე. პიკს აღწევს იანვარსა ან თებერვალში. სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის სეზონის ეპიდაფეთქება ვლინდება მაისიდან სექტემბრამდე. პიკი ფიქსირდება მაისში, ივნისსა ან ივლისში. ტროპიკული და ნახევრადტროპიკული კლიმატის პირობებში სეზონური ეპიდაფეთქება, როგორც წესი, დაკავშირებულია წვიმის სეზონთან.[105]
INVESTIGATIONS
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითი
კულტურა: დადებითი რესპირატორული სინციტიური ვირუსისთვის (ზოგადად, არ არის სასარგებლო კლინიკურ გარემოში პასუხის მისაღებად საჭირო დროის გათვალისწინებით).
ლაბორატორიული ტესტირება არ არის რეკომენდირებული რუტინულად რესპირატორული სინციტიური ვირუსისთვის.[106]
ინფექცია პარაგრიპის ვირუსით
SIGNS / SYMPTOMS
მნიშვნელოვანი რესპირატორული პათოგენია მოზრდილებსა და ბავშვებში; ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციების მეორე ყველაზე ხშირი (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემდეგ) მიზეზია.[107]
მოზრდილებში, როგორც წესი, იწვევს ზედა სასუნთქი გზების მსუბუქ ინფექციებს, მაგრამ იმუნოკომპრომისულ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ქვედა სასუნთქი გზების სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები.[108]
აშშ-ში ბოლო ათწლეულების განმავლობაში პარაგრიპის ვირუსის სეზონური განაწილება შეიცვალა. 1962 წლის შემდეგ პარაგრიპის ვირუსი- 1(PIV-1) და პარაგრიპის ვირუსი- 2 (PIV-2) ეპიდემიის სახით გამოჩნდა. ამჟამად გვხვდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე. შედარებისთვის, პარაგრიპის ვირუსი- 3 (PIV-3) გვხვდება ყოველწლიურად, გაზაფხულის ეპიდემიის სახით. პარაგრიპის ვირუსი- 4-ის (PIV-4) სეზონური განაწილების დადგენა რთული აღმოჩნდა, რადგან დაავადება როგორც წესი, მსუბუქია და ვირუსის დეტექცია არ არის ადვილი. განვითარებად და ტროპიკულ ქვეყნებში პარაგრიპის ვირუსს სეზონური ვარიაციები არ ახასიათებს.[109]
INVESTIGATIONS
უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია პარაგრიპის ვირუსზე.
ვირუსული კულტურა: დადებითი პარაგრიპის ვირუსზე.
მენინგოკოკური დაავადება/სეპტიცემია
SIGNS / SYMPTOMS
შესაძლებელია მიმდინარეობდეს არასპეციფიკური რესპირატორული ნიშნებით/სიმპტომებით. შესაძლებელია მიმდინარეობდეს ტაქიკარდიით, სისხლის მაღალი წნევით და მაღალი ცხელებით.
დაავადების განვითარებასთან ერთად შესაძლებელია დაფიქსირდეს შემდეგი: წყურვილის გრძნობა, სუნთქვის დარღვევა, პეტექიური გამონაყარი, პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვება, ცნობიერების ცვლილება, ფოტოფობია, ჰიპოტონია, კეფის კუნთების რიგიდულობა, გულყრა და ტაქიკარდია.
ჩვილებში შესაძლებელია თავი იჩინოს ყიფლიბანდის გამობერვამ და დამახასიათებელმა მაღალ ხმაზე ტირილმა.
კერნიგის ან ბრუძინსკის დადებითი ნიშნები მიუთითებს მენინგეურ ანთებაზე და სავარაუდოა მენინგიტი; აღინიშნება პაციენტების მცირე ნაწილში.
INVESTIGATIONS
თავზურგტვინის სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ადგენს მენინგოკოკურ დნმ-ს.
Neisseria meningitidis იზოლირება სხეულის სტერილური ადგილიდან (სისხლი, ცერებროსპინური სითხე, სახსრების, პლევრალური სითხე, პერკარდიული სითხე ან პურპურული კერიდან ასპირაციული ან ბიოფსიური ნიმუში) წარმოადგენს ინვაზიური მენინგოკოკური ინფექციების დიაგნოზის დამადასტურებელ ტესტს.
Use of this content is subject to our disclaimer