ახალი ტიპის მკურნალობა

ინტრავენური ზანამივირი

ევროპის სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ (The European Medicines Agency) დაამტკიცა ზანამივირის ინტრავენური ფორმულაციის გამოყენება გართულებისა და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გრიპის სამკურნალოდ ბავშვებში, 6 თვის ასაკიდან და მოზრდილებში აღნიშნული ნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც გრიპის სამკურნალო სხვა საშუალებები, როგორიცაა მაგ., ზანამივირის საინჰალაციო ფორმა, შეუსაბამოა და/ან ვლინდება გრიპის ვირუსის დადასტურებული ან სავარაუდო რეზისტენტობა სხვა მედიკამენტებისადმი. აშშ-ში ინტრავენური ფორმულაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ თანაგრძნობითი გამოყენების პროგრამის ან კლინიკური კვლევის ფარგლებში.

ნემსისგან თავისუფალი ტექნოლოგია

გრიპის ვაქცინის უნემსო ინექციით შეყვანამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ნემსის ჩხვლეტასთან დაკავშირებული შიში და ნემსით გამოწვეული დაზინების რისკი.[135]

კომბინირებული ანტივირუსული მკურნალობა

ორი ანტივირუსული პრეპარატის კომბინაცია, რომლებიც მოქმედებს ვირუსის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ნაწილზე, შეიძლება სარგებლიანი იყოს მონოთერაპიასთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული მეთოდი შეზღუდულია ხელმისაწვდომი ანტივირუსული პრეპარატების მცირე რაოდენობის გამო.[136] თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა თერაპიული სინერგიზმი ოსელტამივირის ამანტადინთან ან ოსელტამივირის ფავიპირავირთან კომბინაციით.[137][138] in vitro კვლევის მიხედვით, ამანდატინითა და ოსელტამივირით კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება შეამციროს წამლის მიმართ რეზისტენტული A ტიპის გრიპის განვითარება.[139] თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც ოსელტამივირით მონოთერაპიასთან შედარებით კვლევაში ოსელტამივირისა და ზანამივირის კომბინაცია ნაკლებეფექტური აღმოჩნდა.[140]

რეკომბინანტული სიალიდაზასთან შეკავშირებული ცილა DAS181

დამუშავების პროცესშია აგენტი, რომლის სამიზნეც მასპინძლის რესპირატორული უჯრედებია (და არა თავად გრიპის ვირუსი). კერძოდ, სამიზნეს წარმოადგენს სიალის მჟავას რეცეპტორი, რომელსაც გრიპის ვირუსი იყენებს სასუნთქი გზების ეპითელიუმზე მისამაგრებლად.[136] DAS181 სიალიდაზასთან შეკავშირებული ცილაა. ის შედგება Actinomyces viscosus-ის სიალიდაზას კატალიზური დომენისგან, რომელიც შერწყმულია უჯრედის ზედაპირის დამაკავშირებელ მიმდევრობასთან. შერწყმული ცილა აშორებს რეცეპტორებს გრიპის სასუნთქ ეპითელიუმზე მისაერთებლად. კვლევებმა აჩვენა ინ ვიტრო ეფექტიანობა A და B ტიპის გრიპის ვირუსების მიმართ და ინ ვიტრო და ინ ვივო ეფექტიანობა ადამიანის პარაგრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ.[141][142]

ციანოვირინი-N

ციანოვირინი-N ცილაა, რომელიც ინ ვიტრო ურთიერთქმედებს ჰემაგლუტინინთან (უჯრედის ზედაპირულ ცილასთან), როგორც A, ისე B ტიპის ვირუსების შემთხვევაში. ანტივირუსულ მოქმედებას ავლენს ვირუსის შეღწევის ბლოკირებით.[136] თუმცა, შემდგომ მუშაობას ხელი შეუშალა იმუნოგენურობასა და ციტოტოქსიკურობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. თავდაპირველი კვლევა ახალი პეგილირებული ციანოვირინ-N-ის დერივატით საკმაოდ დადებითი შედეგებით დასრულდა.[143]

მოკლე მაინტერფერირებელი რნმ

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა გამოქვეყნდა თაგვებში, მოკლე მაინტერფერირებელი რნმ (გრიპის გენის სპეციფიკური რეგიონებისთვის) ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში. ახლახანს რნმ ჩარევამ აჩვენა გამა ინტერფერონის დახმარებით გრიპის ვირუსის ინჰიბირება.[144]

ფავიპირავირი

ჩანაცვლებული პირაზინი, რომელიც ახდენს ვირუსის რნმ პოლიმერაზას იჰიბირებას.[136] in vitro და in vivo კვლევება აჩვენა ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირება და აქტივობა ვირუსების საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეზისტენტულია როგორც ამანტადინის, ისე ნერიამინიდაზას ინიჰიბიტორებისადმი. ფავიპირავირი ხელს უშლის გრიპის ვირუსის მრავალი შტამის რეპლიკაციას, მათ შორის H7N9 ფრინველის ვირუსს.[145] ასევე, ის აქტიურია არენა-, ბუნია-, ფლავი-, ალფა-, პიკორნა- და ნოროვირუსების წინააღმდეგ.

ვირამიდინი

რიბავირინის წამლის წინა ფორმაა. ვირამიდინის სამიზნეა უჯრედული ფერმენტი IMP დეჰიდროგენაზა, რომელიც ჩართულია ვირუსული რნმ-ის სინთეზში.[136] ის აქტიურია სეზონური და H5N1 A გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.[146] ადმინისტრირება შეიძლება ინტრავენურად, პერორალურად ან აეროზოლის სახით.

დნმ ვაქცინა

სამვალენტიანი დნმ ვაქცინა შემუშავებულია სამი პლაზმიდის საშუალებით, რომლებიც შეიცავს ჰემაგლუტინინს სეზონური გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამებიდან. ის ავლენს გრიპისგან დაცვას და აქვს უსაფრთხოების კარგი პროფილი.[147] I ფაზის კლინიკურ კვლევაში ადიუვანტურმა მონოვალენტურმა H5 დნმ ვაქცინებმა აჩვენა კარგი ამტანობა და ინაქტივირებული ცილაზე დაფუძნებული H5 ვაქცინების მსგავსად გამოიწვია ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების პასუხი.[148] შედეგები მიუთითებს, რომ ადიუვანტური დნმ ვაქცინები, რომლებიც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, შესაძლოა გამოსადეგი იყოს პანდემიის კონტროლისთვის.

VIS410

VIS410 მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც შეიქმნა A გრიპის ყველა ცნობილი შტამის საწინააღმდეგოდ. მისი პირდაპირი სამიზნეა ჰემაგლუტინინის სპეციფიკური ეპიტოპი- ზედაპირული ცილა, რომელიც უჯრედზე მიმაგრებისა და მასში შეღწევისთვისაა განკუთვნილი. აგენტი არღვევს გრიპის ვირუსის რეპლიკაციის ციკლს. VIS410 განკუთვნილია A გრიპის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს მე-2 ფაზის კვლევები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს