გართულებები

გართულებები table
გართულებაქრონოლოგიაალბათობა

ბაქტრიული პნევმონია

მოკლევადიანიმაღალი

ყველაზე ხშირია მაღალი რისკის პოპულაციაში, როგორიც არიან ქრონიკული (კლინკური) მდგომარეობების მქონე პაციენტები. დაკავშირებულია გრიპით გამოწვეული ყველა სიკვდილობის 25%-თან.[5]

ყველაზე ხშირად გვხვდება Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus და Haemophilus influenzae.[130]

მკურნალობა ანტიბიოტიკებით, რომლებიც ფარავს კონკრეტულ ბაქტერიულ მიკროორგანიზმებს ან კულტურის შედეგების მიხედვით.

გულმკერდის რენტგენით გამოვლინდება დამახასიათებელი ინფილტრატები.

ვირუსული პნევმონია

მოკლევადიანიდაბალი

პირველადი ვირუსული პნევმონია ვითარდება მაშინ, როცა გრიპის ვირუსის ინფექციის გამო პროცესში უშუალოდ ჩართულია ფილტვის ქსოვილი.

ეჭვი უნდა გაჩნდეს მაშინ, როდესაც მწვავე გრიპის სიმპტომები პერსისტირებს და კუპირების და შემსუბუქების ნაცვლად მძიმდება.

შეიძლება აღინიშნოს მაღალი ცხელება, ქოშინი და ციანოზი.[4]

ყველაზე ხშირია მაღალი რისკის პოპულაციაში, როგორიც არიან ქრონიკული (კლინიკური) მდგომარეობების მქონე პაციენტები.

შუა ყურის ანთება

მოკლევადიანიდაბალი

გრიპს ართულებს ბავშვების 10-50%-ში.[151] ოსელტამივირით მკურნალობა ამცირებს მწვავე შუა ოტიტის ახალი ინფექციის ინციდენტობას ბავშვებში.[152]

ეტიოლოგია არის ბაქტერიული სუპერინფექცია, რომელიც ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მიკროორგანიზმებთან: Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae ან Moraxella catarrhalis.[153] მკურნალობა ეფუძნება აღნიშნული მიკროორგანიზმების მოცვას.

რაბდომიოლიზი/მიოზიტი

მოკლევადიანიდაბალი

უფრო ხშირია ბავშვებში. მიოზიტი ვლინდება ფეხის კუნთების ტკივილით.

პათოგენეზი არ არის კარგად შესწავლილი. თუმცა, დაფიქსირებულია გრიპის ვირუსის არსებობა კუნთებში.[154]

დამახასიათებელია შრატში კრეატინფოსფოკინაზას მაღალი დონე. შესაძლოა განვითარდეს მიოგლობინურია თირკმლის უკმარისობით.[155][156]

ენცეფალიტი

მოკლევადიანიდაბალი

აშშ-ში (2000-2004 წლებში) ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის მქონე 842 ბავშვის რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის მიხედვით, ნევროლოგიური გართულებების ინციდენტობა იყო 4 შემთხვევა ყოველი 100 000 ადამიანი/წელიწადზე.[151]

ნევროლოგიური გართულებები უფრო ხშირი იყო 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში და ფონური ნევროლოგიური ან ნერვკუნთოვანი დაავადების შემთხვევაში.

ენცეფალიტი ვითარდება ვირუსის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევის შემდეგ. ვინაიდან ენცეფალიტის დროს ხშირია თავის ტვინის ფუნქციის პათოლოგიები, მნიშვნელოვანია ფსიქიკური მდგომარეობის (მენტალური სტატუსის) ცვლილების, მოტორული ან სენსორული დეფიციტის, შეცვლილი ქცევის, პიროვნული ცვლილების, მეტყველების ან მოძრაობის დარღვევების მონიტორინგი.

მკურნალობა დამხმარე სახისაა.

განივი მიელიტი

მოკლევადიანიდაბალი

მწვავე ანთებით გამოწვეული ზურგის ტვინის სეგმენტური დაზიანებაა. როგორც წესი, ანთება ორმხრივია, იწვევს სისუსტეს და სენსორულ პათოლოგიას დაზიანების ქვედა დონეზე.

ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით (MRI) ვლინდება გადოლინიუმით გაძლიერებული სიგნალი დაზიანებულ სეგმენტ(ებ)ში.

პაციენტებს ხშირად მკურნალობენ პარენტერალური კორტიკოსტეროიდებით.[157]

ასეპტიური მენინგიტი

მოკლევადიანიდაბალი

მენინგიტის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ დისკომფორტი, ლეთარგია და/ან შემაწუხებელი თავის ტკივილი, თუმცა ცერებრალური ფუნქცია რჩება ნორმალური.

მკურნალობა დამხმარე სახისაა.

აშშ-ში (2000-2004 წლებში) ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის მქონე 842 ბავშვის რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის მიხედვით, ნევროლოგიური გართულებების ინციდენტობა იყო 4 შემთხვევა ყოველი 100 000 ადამიანი/წელიწადზე.[151] ნევროლოგიური გართულებები უფრო ხშირი იყო 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში და ფონური ნევროლოგიური ან ნერვკუნთოვანი დაავადების შემთხვევაში.

გიენ-ბარეს სინდრომი

მოკლევადიანიდაბალი

ჰეტეროგენული მდგომარეობა რამდენიმე ვარიანტით. გიენ-ბარეს სინდრომი ყველაზე ხშირად ვლინდება მწვავე პარალიზური ავადმყოფობის სახით, რომელიც პროვოცირდება წინმსწრები ინფექციით.

გიენ-ბარეს სინდრომის კარდინალური კლინიკური სურათია: პროგრესირებადი, საკმაოდ სიმეტრიული სისუსტე კუნთებში, ღრმა მყესების რეფლექსების გაქრობა ან დაქვეითება.

მკურნალობა უმეტესწილად დამხმარეა, თუმცა გამოყენებულია მოდიფიცირებადი ისეთი აგენტები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები და იმუნოგლობულინის ინფუზია.[158]

ტოქსიური შოკის სინდრომი

მოკლევადიანიდაბალი

ტოქსიკური შოკის სინდრომი, რაც დაკავშირებულია Staphylococcus aureus-ით ინფექციასა და მწვავე გრიპთან, აღწერილია მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა გრიპის A, ასევე B ტიპის ინფექციების შემთხვევები.[159]

გრიპის შემდგომი ენცეფალოპათია

გრძელვადიანიდაბალი

აშშ-ში (2000-2004 წლებში) ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის მქონე 842 ბავშვის რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის მიხედვით, ნევროლოგიური გართულებების ინციდენტობა იყო 4 შემთხვევა ყოველი 100 000 ადამიანი/წელიწადზე.[151]

ნევროლოგიური გართულებები უფრო ხშირი იყო 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში და ფონური ნევროლოგიური ან ნერვკუნთოვანი დაავადების შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია ფსიქიკური სტატუსის ცვლილების, მოტორული ან სენსორული დეფიციტის, შეცვლილი ქცევის, პიროვნული ცვლილების, მეტყველების ან მოძრაობის დარრვევების მონიტორინგი.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით