კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა #1

30 წლის ქალი, რომელმაც მოგვმართა ზამთრის თვეებში, 2 დღეა უჩივის ცხელებას, ხველას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვეულებრივი იყო სიმპტომების უეცარ გამოვლინებამდე. ამ ზამთრის განმავლობაში მან გადაიტანა რამდენიმე ვირუსული ავადმყოფობა, რომელიც არ იყო მძიმე მიმდინარეობის. პაციენტი აღნიშნავს სამსახურში ავადმყოფებთან კონტაქტს. ამ სეზონზე მას არ ჩატარებია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

კლინიკური შემთხვევა #2

12 თვის ჩვილი ზამთრის თვეებში მიიყვანეს პედიატრთან. 2 დღეა აქვს ცხელება 38.9°C (102°F), ტაქიპნოე, კონიუნქტივის ერითემა და ცხვირის გაჭედვა უფერული გამონადენით. აღნიშნულ სიმპტომებს თან დაერთო მადის დაკარგვა და ღებინების ერთი ეპიზოდი. გრიპის შემთხვევები ახლახან დაფიქსირდა მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად. მშობლები ღელავენ, რადგან ანამნეზში კვერცხზე მძიმე ფორმის ალერგიის გამო ბავშვს არ ჩატარებია ვაქცინაცია.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

სეზონური გრიპი იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს უსიცხოდ, ზედა სასუნთქი გზების ავადმყოფობით, რაც უფრო დამახასიათებელია გაციებისთვის ან შეიძლება უფრო ცხელებითა და მიალგიით, ასევე რამდენიმე რესპირატორული სიმპტომით გამოვლინდეს.[2] მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (მაგ. გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის დაავადებით, ჰემოგლობინოპათიით, იმუნოსუპრესიული მდგომარეობით, ასევე ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მცხოვრებ პირებს, 50 წელზე უფროსი ასაკის ინდივიდებს ან ორსულობის მესამე ტრიმესტრში) შეიძლება გამოვლინდეს პირველადი ვირუსული ან მეორეული ბაქტერიული პნევმონია.[3] პირველადი ვირუსული პნევმონიის დამახასიათებელი ნიშნებია: პერსისტენტული ცხელება ან მისი გაუარესება ქოშინთან ან სუნთქვის დარღვევის სხვა სიმპტომებთან ერთად.[4] მეორეული ბაქტერიულ პნევმონია საეჭვოა, თუ საწყისი სიმპტომების გაუმჯობესებას შემდეგ მოჰყვება ცხელების რეციდივი პროდუქტიული ხველითა და ქოშინით. გულმკერდის რენტგენი ადასტურებს ფილტვის ინფილტრატებს.[5][6]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით