პროგნოზი

გაურთულებელი სეზონური გრიპის ინფექცია

სეზონური გრიპი, როგორც წესი, თვითგანკურნებადი მწვავე რესპირატორული ავადმყოფობაა, რომელიც მეორდება ყოველ ზამთარს და ვლინდება სხვადასხვა შტამების სახით. გრიპის ყოველწლიური ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის მიზნით 3 მოსალოდნელი შტამის საწინააღმდეგოდ.[150] თუ პაციენტს შეხვდა სეზონური გრიპი, ანტივირუსული პრეპარატების დაწყება სიმპტომების გამოვლენიდან 36-48 საათში ავადმყოფობის ხანგრძლივობას შეამცირებს 1-2 დღით და ასევე შემცირდება ქვედა სასუნთქი გზების გართულებების რისკი.[124]

გართულებული სეზონური გრიპი: ვირუსული პნევმონია

სეზონური გრიპის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება - ვირუსული პნევმონია. შეიძლება საჭირო გახდეს უფრო აგრესიული დამხმარე მოვლა ან ჰოსპიტალიზაცია.

გართულებული სეზონური გრიპი: ბაქტერიული პნევმონია

თუ რესპირატორული ავადმყოფობის საწყისი სიმპტომები ალაგდა და შემდეგ ხელახლა განვითარდა ცხელება და ხველა ჩირქოვანი ნახველით, შესაძლებელია ბაქტერიული პნევმონიის არსებობა, რომელიც ართულებს სეზონურ გრიპს. შეიძლება საჭირო გახდეს უფრო აგრესიული დამხმარე მოვლა, შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია და/ან ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით