გრიპის ეპიდფეთქება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მეტწილად ვითარდება დეკემბრიდან მარტამდე, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში - მაისსა და სექტემბერს შორის. გრიპის სეზონურობა ნაკლებად კარგად არის განსაზღვრული ტროპიკულ ქვეყნებში.[83]Tamerius J, Nelson MI, Zhou SZ, et al. Global influenza seasonality: reconciling patterns across temperate and tropical regions. Environ Health Perspect. 2011 Apr;119(4):439-45.
https://ehp.niehs.nih.gov/doi/10.1289/ehp.1002383
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21097384?tool=bestpractice.com
[84]Caini S, Andrade W, Badur S, et al. Temporal patterns of influenza A and B in tropical and temperate countries: what are the lessons for influenza vaccination? PLoS One. 2016 Mar 31;11(3):e0152310.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0152310
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27031105?tool=bestpractice.com
ადგილობრივი საზოგადოების/თემის ცოდნა დაავადების აქტივობის შესახებ მნიშვნელოვანია გრიპის განვითარების ალბათობის შეფასებისთვის. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ყოველკვირეულად აქვეყნებს გრიპის ეპიდზედამხედველობის მონაცემებს აშშ-თვის.
CDC: FluView - weekly influenza surveillance report
Opens in new window ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ასევე თვალს ადევნებს და აღრიცხავს გრიპის ინციდენტობის მაჩვენებელს.
WHO: influenza update
Opens in new window
როგორც წესი, დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკურად საზოგადოებაში დაფიქსირებული ეპიდაფეთქების განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ პაციენტებს, გართულებების მაღალი რისკით, მათ შორის, ფილტვის, გულის ან თირკმლის ქრონიკული დაავადების ანამნეზით, ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, ხანდაზმულებს.[16]Centers for Disease Control and Prevention. Influenza (flu). Feb 2024 [internet publication].
https://www.cdc.gov/flu/index.htm
გრიპზე კვლევა უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ ის გავლენას მოახდენს ანტივირუსული თერაპიის დაწყების, დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარების, ინფექციის კონტროლის ზომების მიღების, ასევე გრიპის ვირუსის ცირკულაციაზე მონიტორინგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.[85]Centers for Disease Control and Prevention. Information for clinicians on influenza virus testing. Dec 2023 [internet publication].
https://www.cdc.gov/flu/professionals/diagnosis/index.htm
შეერთებულ შტატებში, CDC-მ მოგვაწოდა ინსტრუქცია გრიპის ტესტირებისა და მკურნალობის შესახებ, როდესაც გრიპი და SARS-CoV-2 ვირუსები ერთდროულად ცირკულირებენ.[85]Centers for Disease Control and Prevention. Information for clinicians on influenza virus testing. Dec 2023 [internet publication].
https://www.cdc.gov/flu/professionals/diagnosis/index.htm
რეკომენდაციები ტესტირების შესახებ შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადგილას და თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ადგილობრივ სახელმძღვანელოს.
ანამნეზი და გასინჯვა
გრიპი ყველაზე ხშირად ვლინდება, როგორც მწვავე რესპირატორული ავადმყოფობა ზამთრის სეზონზე. ტროპიკულ ქვეყნებში სეზონური მიმდინარეობა კარგად არ არის გამოხატული.[83]Tamerius J, Nelson MI, Zhou SZ, et al. Global influenza seasonality: reconciling patterns across temperate and tropical regions. Environ Health Perspect. 2011 Apr;119(4):439-45.
https://ehp.niehs.nih.gov/doi/10.1289/ehp.1002383
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21097384?tool=bestpractice.com
[84]Caini S, Andrade W, Badur S, et al. Temporal patterns of influenza A and B in tropical and temperate countries: what are the lessons for influenza vaccination? PLoS One. 2016 Mar 31;11(3):e0152310.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0152310
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27031105?tool=bestpractice.com
დაახლოებით 2 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ უეცრად ვლინდება მაღალი ცხელება, შეციება, თავის ტკივილი და მიალგია. აღიშნული სისტემური სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების იმ სიმპტომებთან, რაც გაციების მსგავსია, მაგ. ხველა და ყელის ტკივილი.[86]Call SA, Vollenweider MA, Hornung CA, et al. Does this patient have influenza? JAMA. 2005 Feb 23;293(8):987-97.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15728170?tool=bestpractice.com
გრიპის ვირუსის გამოყოფა პიკს აღწევს ავადმყოფობის 48 საათზე. გაურთულებელი შემთხვევების უმეტესობა უკუგანვითარდება 1 კვირაში.[87]Hayden FG, Fritz R, Lobo MC, et al. Local and systemic cytokine responses during experimental human influenza A virus infection. Relation to symptom formation and host defense. J Clin Invest. 1998 Feb 1;101(3):643-9.
https://www.jci.org/articles/view/1355/pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9449698?tool=bestpractice.com
გრიპი როგორც წესი, არ ვლინდება პირველადი გასტროინტესტინური ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, გამონაკლისია ბავშვებში. დიარეა იშვიათია გრიპის დროს და მიუთითებს ვირუსულ გასტროენტერიტზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამოწვეული გრიპით, ამ დაავადებებს ჩვეულებრივ ნაწლავების/კუჭის გრიპად მოიხსენიებენ.
გრიპის დადგენილი ეპიდაფეთქების განმავლობაში ნებისმიერი პირი, მწვავე ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით უნდა განიხილებოდეს შესაძლო გრიპის მქონედ. თუმცა, თუ პაციენტი დაუცველი იყო გრიპის ვირუსისგან ან არსებობს დაავადების სწრაფად გავრცელების სიტუაცია (მაგ., საერთაშორისო მოგზაურობა, კრუიზი), გრიპის დიაგნოზი უნდა განიხილებოდეს წლის ნებისმიერ დროს.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გრიპის აშკარა პათოგნომური ნიშნები, ის აზიანებს ზედა და ქვედა რესპირატორულ ტრაქტს და თან ახლავს სისტემური სიმპტომები. ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია და დაღლილობა ხშირად ასოცირებულია ზედა სასუნთქი გზები ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა ყელის ტკივილი და ქვედა სასუნთქი ტრაქტის ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა ხველა.[88]Monto AS, Gravenstein S, Elliott M, et al. Clinical signs and symptoms predicting influenza infection. Arch Intern Med. 2000 Nov 27;160(21):3243-7.
https://jamanetwork.com/journals/jamainternalmedicine/fullarticle/485554
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11088084?tool=bestpractice.com
გრიპის მქონე ყველა პაციენტს არ აღენიშნება ეს სიმპტომები და ვისთანაც ვლინდება, ყველას არ აქვს გრიპი. გრიპის ინფექციის გამოვლინება ასევე დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ანამნეზში ჩატარებულ იმუნიზაციაზე.[86]Call SA, Vollenweider MA, Hornung CA, et al. Does this patient have influenza? JAMA. 2005 Feb 23;293(8):987-97.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15728170?tool=bestpractice.com
[88]Monto AS, Gravenstein S, Elliott M, et al. Clinical signs and symptoms predicting influenza infection. Arch Intern Med. 2000 Nov 27;160(21):3243-7.
https://jamanetwork.com/journals/jamainternalmedicine/fullarticle/485554
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11088084?tool=bestpractice.com
გრიპის სპორადული შემთხვევების კუთხით, შეიძლება რთული იყოს გრიპის კლინიკურად დიფერენცირება სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან. ამ პირობებში გრიპის ვირუსის ინფექციაზე შეიძლება მოდიოდეს ასეთი შემთხვევების მხოლოდ მცირე რაოდენობა.
კლინიკური ნიშნები დამხმარეა, თუმცა ვერ დაადასტურებს ან ვერ გამორიცხავს გრიპის დიაგნოზს.[86]Call SA, Vollenweider MA, Hornung CA, et al. Does this patient have influenza? JAMA. 2005 Feb 23;293(8):987-97.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15728170?tool=bestpractice.com
გასინჯვით შესაძლებელია არასპეციფიკური ნიშნების მოძებნა, რადგან გასინჯვით მიღებული მონაცემები გაურთულებელი გრიპის შემთხვევაში ზოგადად მცირეა. პაციენტი შეიძლება იყოს ცხელი, სახეშეწითლებული, ჰქონდეს ჰიპერემიული პირ-ხახა. შეიძლება უჩიოდეს ყელის ძლიერ ტკივილს. შეიძლება გამოვლიდეს კისრის მსუბუქი ლიმფადენოპათია, რაც უფრო ხშირია ახალგაზრდა პაციენტებში.
ლაბორატორიული კვლევები
საეჭვო გრიპის კლინიკური დიაგნოზის დასადასტურებლად, როგორც წესი, არ არის საჭირო დიაგნოსტიკური ტესტირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილობრივ საზოგადოებაში გრიპის აქტივობის მომატება ნათელია. აშშ-ში ტესტირება რეკომენდებულია ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტისთვის გრიპის ნიშნებით და სიმპტომებით და რეკომენდებულია ამბულატორიული პაციენტებისთვის, თუ ტესტის შედეგები გავლენას მოახდენს კლინიკურ მართვაზე, მაგალითად, ანტივირუსული მკურნალობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება, შემდგომი დიაგნოსტიკური ტესტების საჭიროება, სახლში მოვლის გათვალისწინება ან გრიპის გართულებების მაღალი რისკის მქონე პირთათვის.[2]Uyeki TM, Bernstein HH, Bradley JS, et al. Clinical practice guidelines by the Infectious Diseases Society of America: 2018 update on diagnosis, treatment, chemoprophylaxis, and institutional outbreak management of seasonal influenza. Clin Infect Dis. 2019 Mar 5;68(6):e1-47.
https://academic.oup.com/cid/article/68/6/e1/5251935
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30566567?tool=bestpractice.com
[85]Centers for Disease Control and Prevention. Information for clinicians on influenza virus testing. Dec 2023 [internet publication].
https://www.cdc.gov/flu/professionals/diagnosis/index.htm
ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური ტესტები მოიცავს მოლეკულურ ანალიზებს (სწრაფი მოლეკულური ანალიზები, უკუტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია [RT-PCR], სხვა ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტები [NAATs]), ანტიგენის გამოვლენის ტესტები (სწრაფი გრიპის დიაგნოსტიკური ტესტები, იმუნოფლუორესცენციული კულტურების ანალიზი) და სეროლოგია.[2]Uyeki TM, Bernstein HH, Bradley JS, et al. Clinical practice guidelines by the Infectious Diseases Society of America: 2018 update on diagnosis, treatment, chemoprophylaxis, and institutional outbreak management of seasonal influenza. Clin Infect Dis. 2019 Mar 5;68(6):e1-47.
https://academic.oup.com/cid/article/68/6/e1/5251935
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30566567?tool=bestpractice.com
[85]Centers for Disease Control and Prevention. Information for clinicians on influenza virus testing. Dec 2023 [internet publication].
https://www.cdc.gov/flu/professionals/diagnosis/index.htm
[89]Vesikari T, Beran J, Durviaux S, et al. Use of real-time polymerase chain reaction (rtPCR) as a diagnostic tool for influenza infection in a vaccine efficacy trial. J Clin Virol. 2012 Jan;53(1):22-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22079305?tool=bestpractice.com
[90]Egilmezer E, Walker GJ, Bakthavathsalam P, et al. Systematic review of the impact of point-of-care testing for influenza on the outcomes of patients with acute respiratory tract infection. Rev Med Virol. 2018 Sep;28(5):e1995.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30101552?tool=bestpractice.com
[91]Huang HS, Tsai CL, Chang J, et al. Multiplex PCR system for the rapid diagnosis of respiratory virus infection: systematic review and meta-analysis. Clin Microbiol Infect. 2017 Oct;24(10):1055-63.
https://www.clinicalmicrobiologyandinfection.com/article/S1198-743X(17)30649-3/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29208560?tool=bestpractice.com
რესპირატორული ნიმუშისთვის რეკომენდებულია ნაზოფარინგული ნიმუშები, რათა მოხდეს ვირუსის იზოლაცია.[2]Uyeki TM, Bernstein HH, Bradley JS, et al. Clinical practice guidelines by the Infectious Diseases Society of America: 2018 update on diagnosis, treatment, chemoprophylaxis, and institutional outbreak management of seasonal influenza. Clin Infect Dis. 2019 Mar 5;68(6):e1-47.
https://academic.oup.com/cid/article/68/6/e1/5251935
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30566567?tool=bestpractice.com
ნაზოფარინგული ნიმუშები უფრო ეფექტურია, ვიდრე ხახის ნაცხი. ამერიკის ინფექციური დაავადებათა საზოგადოება რეკომენდაციას უწევს სწრაფი მოლეკულური ანალიზის გამოყენებას გრიპის ვირუსების გამოსავლენად ამბულატორიულ პაციენტებში რესპირატორულ ნიმუშებში და RT-PCR ან სხვა მოლეკულური ანალიზების გამოყენებას ჰოსპიტალიზებული პაციენტების რესპირატორულ ნიმუშებში.[2]Uyeki TM, Bernstein HH, Bradley JS, et al. Clinical practice guidelines by the Infectious Diseases Society of America: 2018 update on diagnosis, treatment, chemoprophylaxis, and institutional outbreak management of seasonal influenza. Clin Infect Dis. 2019 Mar 5;68(6):e1-47.
https://academic.oup.com/cid/article/68/6/e1/5251935
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30566567?tool=bestpractice.com
ვირუსული კულტურა რჩება საბოლოო ტესტად, მაგრამ არ გამოიყენება საწყისი კლინიკური მენეჯმენტისთვის, რადგან შედეგებს შეიძლება დასჭირდეს 3-დან 10 დღემდე. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება სკრინინგის ტესტების დასადასტურებლად და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობისთვის. კულტურის იზოლატები გვაძლევს სპეციფიკურ ინფორმაციას მოცირკულირე შტამებისა და გრიპის ვირუსის ქვეტიპებთან დაკავშირებით. ვირუსული იზოლატებით ასევე შეიძლება ინფორმაციის მიღება ანტივირუსული რეზისტენტობის გაჩენისა და ახალი A გრიპის ვირუსის ქვეტიპების განვითარების შესახებ, რაც შეიძლება იყოს პანდემიის პოტენციური გამომწვევი მიზეზი. ზოგიერთ მოლეკულურ ანალიზს შეუძლია გრიპის ვირუსის ტიპების და გრიპის A ვირუსის სპეციფიკური ქვეტიპების იდენტიფიცირება.[2]Uyeki TM, Bernstein HH, Bradley JS, et al. Clinical practice guidelines by the Infectious Diseases Society of America: 2018 update on diagnosis, treatment, chemoprophylaxis, and institutional outbreak management of seasonal influenza. Clin Infect Dis. 2019 Mar 5;68(6):e1-47.
https://academic.oup.com/cid/article/68/6/e1/5251935
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30566567?tool=bestpractice.com
სწრაფი მოლეკულური ტესტები 66%-დან 99%-მდე მგრძნობიარეა და 55%-დან 99%-მდე სპეციფიკური, ვირუსის ტიპის მიხედვით.[2]Uyeki TM, Bernstein HH, Bradley JS, et al. Clinical practice guidelines by the Infectious Diseases Society of America: 2018 update on diagnosis, treatment, chemoprophylaxis, and institutional outbreak management of seasonal influenza. Clin Infect Dis. 2019 Mar 5;68(6):e1-47.
https://academic.oup.com/cid/article/68/6/e1/5251935
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30566567?tool=bestpractice.com
გრიპის სწრაფ სადიაგნოსტიკო ტესტებს (ანტიგენის გამოვლენა) აქვთ მგრძნობელობის ფართო სპექტრი (10%-დან 70%-მდე), თუმცა სპეციფიკურობა მაღალია (90%-დან 99%-მდე).[2]Uyeki TM, Bernstein HH, Bradley JS, et al. Clinical practice guidelines by the Infectious Diseases Society of America: 2018 update on diagnosis, treatment, chemoprophylaxis, and institutional outbreak management of seasonal influenza. Clin Infect Dis. 2019 Mar 5;68(6):e1-47.
https://academic.oup.com/cid/article/68/6/e1/5251935
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30566567?tool=bestpractice.com
გრიპის რუტინული სეროლოგიური ანალიზისთვის საჭიროა მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის შრატის ნიმუშები. არ არის რეკომენდებული ზუსტი კლინიკური გადაწყვეტილების მისაღებად.[85]Centers for Disease Control and Prevention. Information for clinicians on influenza virus testing. Dec 2023 [internet publication].
https://www.cdc.gov/flu/professionals/diagnosis/index.htm
პნევმონია
თუ პაციენტს აქვს ფონური ქრონიკული (კლინიკური) მდგომარეობა ან განეკუთვნება მაღალი რისკის კატეგორიას, გასათვალისწინებელია ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია. ასეთი პაციენტები აღნიშნავენ სიმპტომების მუდმივობას, რაც გრძელდება უფრო მეტხანს, ვიდრე ეს საჭიროა გაურთულებელი გრიპის კუპირებისთვის. შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ცხელება, ძლიერი ხველა და ქოშინი. თუ ცხელება და ხველა (ჩირქოვანი ნახველით) დამძიმდა, ყველაზე სავარაუდოა მეორეული ბაქტერიული პნევმონია. გულმკერდის რენტგენი ადასტურებს ინფილტრატებს.
დიაგნოზი ბავშვებში
ხშირია ზედა და/ან ქვედა რესპირატორული ტრაქტის ნიშნები და სიმპტომები, მაგრამ ბავშვებში გრიპი შეიძლება სხვადასხვაგვარად გავლინდეს, რაც დამოკიდებულია ასაკსა და წინა ექსპოზიციაზე.
გრიპის ვირუსის გაურთულებელი ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად სახეზეა და მოიცავს უეცრად დაწყებულ ცხელებას, თავის ტკივილს, მიალგიას და შეუძლოდ ყოფნას, რაც დაკავშირებულია რესპირატორული ტრაქტის ისეთ ავადმყოფობასთან, როგორიცაა, ხველა, ყელის ტკივილი, რინიტი.
თუმცა, მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად უჭირთ ისეთი სიმპტომების გამოხატვა, როგორიცაა მიალგია და თავის ტკივილი. ხველა და ცხელება შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული სიმპტომები მცირეწლოვან ბავშვებში, ან მათ შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი სიცხე, ვიდრე ზრდასრულ პაციენტებს, ფებრილური გულყრები და უფრო მეტი ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მაგ., გულისრევა და ღებინება, ცუდი მადა).[92]Glezen WP, Taber LH, Frank AL, et al. Influenza virus infections in infants. Pediatr Infect Dis J. 1997 Nov;16(11):1065-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9384341?tool=bestpractice.com
[93]Peltola V, Ziegler T, Ruuskanen O. Influenza A and B virus infections in children. Clin Infect Dis. 2003 Feb 1;36(3):299-305.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12539071?tool=bestpractice.com
[94]Ohmit SE, Monto AS. Symptomatic predictors of influenza virus positivity in children during the influenza season. Clin Infect Dis. 2006 Sep 1;43(5):564-8.
https://academic.oup.com/cid/article/43/5/564/503835
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16886147?tool=bestpractice.com
ავადმყოფობის დასაწყისში რესპირატორული სიმპტომები შეიძლება ნაკლებად იყოს გამოხატული ბავშვებში, ვიდრე მოზარდებსა და მოზრდილებში.[92]Glezen WP, Taber LH, Frank AL, et al. Influenza virus infections in infants. Pediatr Infect Dis J. 1997 Nov;16(11):1065-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9384341?tool=bestpractice.com