დისკუსია პაციენტთან

გრიპის მქონე პაციენტებს ურჩეთ, თავი აარიდონ არაინფიცირებულ პირებთან მჭიდრო კონტაქტს, რათა თავიდან იყოს აცილებული რესპირატორული სეკრეტებით ვირუსის გაცემა და შესაბამისად, შეიზრუდოს ვირუსის გავრცელება საზოგადოებაში.

აუხსენით პაციენტებს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა კეთდება ყოველწლიურად, რომლის კომპონენტებიც ასახავს მიმდინარე სეზონისთვის პროგნოზირებულ შტამებს. შესაბამისად, აცრა უნდა ჩატარდეს ყოველ სეზონზე.

პაციენტებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ყალბი და ოფიციალურად დაუმტკიცებელი, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები, რომლებიც თითქოს გრიპის პრევენციის ან განკურნებისთვისაა განკუთვნილი. აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გააფრთხილა პაციენტები, რომ ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები შეიძლება გამოიყენებოდეს გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად, მაგრამ არა მისი პრევენციის ან მკურნალობისთვის.[160]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით