ეპიდემიოლოგია

სეზონური გრიპის ინფექციის ინციდენტობა ყოველწლიურად მერყეობს, რასაც თან ახლავს ვირუსებში ანტიგენური ცვლილებები. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს დამატებითი დაცვა ჩატარებული წინა იმუნიზაციიდან. საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ავადდება ბავშვების 20% და მოზრდილთა 5%.[7] ბავშვებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში19 წლამდე ასაკში დაავადების ყოველწლიური საშუალო ინციდენტობა შეადგენდა 4.6%-ს. აშშ-ში 25 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინციდენტობა იყო 9.5%.[7] ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სეზონური გრიპის აქტივობის პიკი აღინიშნება დეკემბრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში - მაისიდან სექტემბრამდე.

1918 წლიდან დაფიქსირებულია გრიპის 4 პანდემია. ყველაზე ბოლოს - 2009 წლის აპრილში A გრიპის (H1N1), იგივე "ღორის გრიპის"ეპიდემია. 1957 და 1968 წლებში ორივე პანდემია ადამიანისა და ფრინველის გრიპის ახალი შტამებით იყო გამოწვეული. თუმცა, 2009 წლის პანდემია ადამიანის, ფრინველისა და ღორის გრიპის ახალი გენის მუტაციის შედეგს წარმოადგენდა.[8]

2017 წელს ავსტრალიაში დაფიქსირდა სწრაფი მუტაციის მქონე შტამი A (H3N2). 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური ეპიზოდი იყო შემთხვევების რაოდენობის მიხედვით.[9] 2017-2018 წლების სეზონზე აშშ-ში გრიპის აქტივობა ასევე გაიზარდა და ყველაზე მაღალი იყო 2009 წლის H1N1-ის პანდემიის შემდეგ. CDC: FluView: weekly influenza surveillance report external link opens in a new window

2005 წელს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მკვლევარებმა ვირუსის ვირულენტობის უფრო კარგად გარკვევისთვის წარმატებით აღადგინეს 1918 წლის A გრიპის ვირუსი (H1N1). ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1918 წლის ვირუსი ხელახლა აღმოჩნდებოდა ბუნებრივი წყაროდან და მაშინაც კი, თუ ასე იქნებოდა, ნარჩენი იმუნიტეტი ვერ განიხილებოდა, როგორც ახალ შტამთან დაკავშირებული. თუ ვირუსის იზოლაცია ოდესმე მოხდებოდა ლაბორატორიის გარეთ, ამჟამინდელი მკურნალობა (როგორიცაა, ანტივირუსული რიმანტადინი და ოსელტამივირი) სავარაუდოდ იქნებოდა ეფექტური და პოტენციური ვაქცინებისთვის, ვინაიდან 1918 წლის ჰემაგლუტინინის ცილამ გამოავლინა დამცავი თვისებები თაგვებში.[10]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით