პირველადი პრევენცია

გრიპის პირველადი პრევენციისთვის გამოიყენება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.[43][44][45][46][47][48][49][50] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ]  საერთაშორისო გაიდლაინები განსხვავდება ვაქცინის სამიზნე ჯგუფებისთვის რეკომენდაციების კუთხით. აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) რეკომენდაციას უწევს გრიპის ვაქცინას 6 წლის ასაკიდან ყველასთვის, ვაქცინაციაზე უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში.[51] CDC: Influenza (Flu) external link opens in a new window2018 - 2019 წლებისთვის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) რეკომენდაციას უწევს ნებისმიერ ლიცენზირებულ, ასაკთან შესაბამის გრიპის ვაქცინას, მათ შორის ცოცხალ შესუსტებულ ვაქცინას (ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა არ ყოფილა რეკომენდებული).[51] ამჟამად ტარდება კვლევები მცირეწლოვან (6 თვემდე ასაკის) ჩვილებში გრიპის ვაქცინის გამოყენების თაობაზე.[52] 6 თვიდან 8 წლამდე ბავშვებს ოპტიმალური იმუნური პასუხისთვის ესაჭიროებათ გრიპის ვაქცინის ორი დოზა (კეთდება ≥4 კვირის ინტერვალით) ვაქცინაციის პირველი პერიოდის განმავლობაში.[51] ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას უწევს გრიპის ინაქტივირებულ ვაქცინას, როგორც პირველადი არჩევის საშუალებას ყველა ბავშვისთვის 2018-2019 წლებში, რადგანაც ცოცხალი შესუსტებული ვაქცინის ეფექტურობა H1N1 გრიპის საწინააღმდეგოდ გასულ სეზონებში ჩამორჩებოდა და უცნობია ამ სეზონისთვის.[53] იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) რეკომენდაციით, თუ 6 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვმა მიიღო სამვალენტიანი ან ოთხვალენტიანი ვაქცინის 2 დოზა და მეტი 2018 წლის 1 ივლისამდე, 2018-2019 წლებში საჭირო იქნება მისი მხოლოდ ერთი დოზა.[51] 9 წლის ასაკიდან ყოველწლიურად მხოლოდ ერთი დოზაა რეკომენდებული.[54] ორსულებში შეიძლება ნებისმიერი ლიცენზირებული, რეკომენდებული, ასაკთან შესაბამისი ინაქტივირებული ვაქცინის გაკეთება; არ უნდა გამოიყენოთ ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა.[51] გრიპის ვაქცინიაცია ორსულობის მიმდინარეობისას არ არის დაკავშირებული ნაყოფის ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილობის რისკის მომატებასთან სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში.[55] მეტიც, ორსულებში გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციების პრევენციაა შესაძლებელი.[56] სხვა საერთაშორისო გაიდლაინებით რეკომენდებულია მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია. უნდა განიხილოთ და მიჰყვეთ ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციებს.

2018-2019 წლების სეზონისთვის (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს ოთხვალენტიან ვაქცინებს, რომლებიც შეიცავს ჩამოთვლილ შტამებს: A/მიჩიგანი/45/2015 (H1N1)pdm09-მსგავსი ვირუსი, A/სინგაპური/INFIMH-16-0019/2016 (H3N2)-მსგავსი ვირუსი, B/კოლორადო/06/2017-მსგავსი ვირუსი, (B/ვიქტორია/2/87 ხაზი) და B/ფუკეტი/3073/2013-მსგავსი ვირუსი (B/იამაგატა/16/88 ხაზი). B გრიპის კომპონენტი სამვალენტიან ვაქცინებში უნდა იყოს: B/კოლორადო/06/2017-მსგავსი ვირუსი, B/ვიქტორია/2/87-ხაზიდან.[57]

აშშ-ში ამერიკის პედიატრიის აკადემია კვერცხზე ნებისმიერი სიმძიმის ალერგიის დროს რეკომენდაციას უწევს გრიპის ინაქტივირებულ ვაქცინას ან ცოცხალ შესუსტებულ ვაქცინას. დამატებითი გაფრთხილება საჭირო არ არის.[19] იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციებია:[51]

  • თუ ანამნეზში აღინიშნება ალერგია კვერცხზე, რაც გამოვლინდა კვერცხის მიღების შემდეგ ურტიკარიით, პაციენტმა შეიძლება მიიღოს გრიპის ვაქცინა (ნებისმიერი ლიცენზირებული, რეკომენდებული, ასაკთან შესაბამისი ვაქცინა).

  • თუ კვერცხზე დაფიქსირებული რეაქცია მოიცავს ანგიოედემას, სუნთქვის დარღვევას, თავბრუსხვევას ან განმეორებით ღებინებას, ან თუ კვერცხის მიღების ფონზე პაციენტს დასჭირდა ეპინეფრინი (ადრენალინი) ან სხვა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა, შესაძლებელია გრიპზე აცრა (ნებისმიერი ლიცენზირებული, რეკომენდებული, ასაკთან შესაბამისი ვაქცინა). ვაქცინა უნდა გააკეთოს მძიმე ალერგიული მდგომარეობების ამოცნობისა და მართვის გამოცდილების მქონე ექიმმა.

  • ის პაციენტები, ვისაც შეუძლიათ საკვებად მსუბუქად შემწვარი (მაგ., ათქვეფილი) ან მოხარშული კვერცხის მიღება რეაქციის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, იყვნენ ალერგიულები. კვერცხზე ალერგიის მქონე პირები შეიძლება უპრობლემოდ იღებდნენ გამომცხვარ პროდუქტებში (მაგ., პურსა ან ნამცხვარში) გამოყენებულ კვერცხს. კვერცხის შემცველი საკვებისადმი ტოლერანტობა არ გამორიცხავს კვერცხზე ალერგიის შესაძლებლობას. კვერცხზე ალერგია შეიძლება დადასტურდეს ანამნეზში კვერცხსა და მის შემცველ საკვებზე არასასურველი რეაქციების არსებობით, ასევე კანის სინჯით და/ან სისხლის ანალიზით IgE-თვის, კვერცხის ცილების საწინააღმდეგოდ.

  • თუ კვერცხზე ექსპოზიციის ანამნეზი უცნობია, მაგრამ საეჭვოა ალერგია წარსულში გაკეთებული ტესტირების გამო, ვაქცინაციამდე აუცილებელია კონსულტირება ალერგიული მდგომარეობების მართვის გამოცდილების მქონე ალერგოლოგთან.

  • ანამნეზში მძიმე ალერგიული რეაქცია გრიპის ვაქცინაზე, რეაქციაზე პასუხისმგებელი კომპონენტის მიუხედავად, უკუჩვენებაა შემდგომი ვაქცინაციისთვის.

ანამნეზში ალერგიის მიუხედავად, ყველა ვაქცინა უნდა გაკეთდეს ისეთ პირობებში, როცა ანაფილაქსიის სწრაფი ამოცნობისა და მკურნალობისათვის ხელმისაწვდომია სამედიცინო პერსონალი და შესაბამისი აღჭურვა.

ვაქცინის შეყვანა ორსაფეხურიანი მიდგომით და კანის სინჯის ჩატარებით საჭირო არ არის.[58] მწერების ვირუსის ექსპრესიის სისტემითა და რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი სამვალენტიანი ვაქცინა ამჟამად ხელმისაწვდომია 18 წლის ან უფროსი ასაკის მოზრდილებისთვის. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, აღნიშნული ვაქცინის დასამზადებლად არ იყენებენ გრიპის ვირუსს ან კვერცხს.

ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება იცვლებოდეს მიმღების ასაკის, არსებული იმუნიტეტის და ვირუსის მოცირკულირე სპეციფიკური შტამების სწორი პროგნოზირების საფუძველზე.[6][59][60][61][62][63][64][65][66] მტკიცებულება A

ვაქცინის ეფექტურობა ხანდაზმულებში:

  • გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის უმეტესობა ფიქსირდება ხანდაზმულებში (65 წლის და უფროსი ასაკის პირებში).[67][68][69] სისტემური მიმოხილვის თანახმად, ვაქცინაციის სარგებელი ბევრად უფრო აშკარა იყო ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მცხოვრებ პირებში, ვიდრე იმ ჯანმრთელ ხანდაზმულებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საზოგადოების გარეთ.[18] გაერთიანებულმა კოჰორტულმა კვლევამ, რომელიც მეტა-ანალიზის შემდეგ გამოქვეყნდა, აჩვენა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება აცრილ ხანდაზმულებში (1.0 %, შედარებით 1.6%-თან, რაც დაფიქსირდა არავაქცინირებულ ინდივიდებში).[68] არსებობს კავშირი ხანდაზმულებში სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებასა და ყოველწლიურად ჩატარებულ ვაქცინაციას შორის.[70] ხანდაზმულებში შეიძლება სარგებლიანი იყოს მაღალი დოზით ვაქცინაცია და შუა სეზონზე ბუსტერ დოზის დაბალი ტიტრაცია.[71][72][73]შესაძლებელია ნებისმიერი ლიცენზირებული, ასაკთან შესაბამისი ვაქცინის გამოყენება.[51]

გიენ-ბარეს სინდრომის რისკი:

  • გიენ-ბარეს სინდრომი პერიფერიული ნერვების მწვავე აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვითარდება სენსიბილიზებულ ინდივიდებში ინფექციის გადატანის და იშვიათ შემთხვევებში იმუნიზაციის შემდეგ. აშშ-ში გიენ-ბარეს სინდრომის მომატებული რისკი დაკავშირებული იყო 1976 წელს ღორის გრიპის ვაქცინაციასთან (ღორის გრიპი A, H1N1 ქვეტიპი A/NJ/76).[74] ვაქცინის გვერდითი მოვლენების ანგარიშგების ეროვნულ სისტემაში (The national Vaccine Adverse Event Reporting System) აღრიცხული მონაცემების მიხედვით, გრიპის აცრის შემდეგ გიენ-ბარეს სინდრომის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 37-დან (1992-1993 წლებში) 74-მდე (1993-1994 წლებში). აღნიშნული შემთხვევების კვლევამ აჩვენა, რომ ორი სეზონისთვის ფარდობითი რისკის კორეგირებული მაჩვენებელი 1.7 მიუთითებდა ვაქცინირებულ 1 მილიონ ადამიანზე გიენ-ბარეს სინდრომის განვითარების 1 დამატებით შემთხვევაზე ოდნავ მეტს.[75] როგორც ჩანს, აღნიშნული რისკი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი გრიპის ვირუსით ჯანმრთელობისთვის გამოწვეული საერთო რისკი.

  • გრიპის ვაქცინაციიდან 6 კვირაში გიენ-ბარეს სინდრომის განვითარების ფაქტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, რადგან არსებობს გიენ-ბარეს სინდრომის განმეორებითი განვითარების რისკი. ამ შემთხვევებში გასათვალისწინებელია ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკი და სარგებელი.[51]

მეორეული პრევენცია

ინფიცირებულ ინდივიდებთან ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია როგორც ოსელტამივირის, ისე ზანამივირის ადრეულ ეტაპზე მიღება.[124] [ Cochrane Clinical Answers logo ] ერთი კვლევის მიხედვით, საოჯახო კონტაქტების პერორალური ოსელტამივირით ან საინჰალაციო ზანამივირით მკურნალობის ფონზე (ინდექს შემთხვევის გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში), სეზონური გრიპისმაგვარი სიმპტომებით, მნიშვნელოვნად შემცირდა საოჯახო კონტაქტებში შემდგომი სიმპტომური გრიპის შემთხვევების რაოდენობა.[124] ინფიცირებულ პირთან ექსპოზიციის შემდეგ რისკის მქონე პოპულაციებისთვის სარეზერვოა ანტივირუსული პროფილაქტიკა.[108][129] მეტა-ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის მქონე მოზრდილებში ოსელტამივირი მცირედ აქვეითებს საჭირო დროს კლინიკური სიმპტომების შემსუბუქებამდე , მაგრამ ზრდის გულისრევისა და ღებინების ინციდენტობას.[123]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით