კვლევები
არ არსებობს გრიპისათვის დამახასიათებელი პათოგნომური ნიშნები და შემდგომი ტესტირება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვლევის შედეგი სავარაუდოდ გავლენას მოახდენს დიაგნოზსა და მკურნალობის ტაქტიკაზე, ასევე დაავადებაზე ეპიდზედამხედველობის სისტემისთვის.[76]
ცხელებით მიმდინარე რესპირატორული ავადმყოფობა, რომელიც ვლინდება სეზონური გრიპის დადგენილი ეპიდაფეთქების დროს
დამადასტურებელი ანალიზი ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ შედეგების მიღებას სჭირდება 3-10 დღე. ის ხშირად არ გამოიყენება თავდაპირველი კლინიკური მართვისთვის, რადგან შედეგების მიღებას შეიძლება 72 საათამდე დრო დასჭირდეს. ეს მეთოდი გამოიყენება სკრინინგ-ტესტების დასადასტურებლად და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით.
ცენტრიფუგირებით გაუმჯობესებული კულტურა, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში შედეგებს 1-3 დღეში იძლევა.[76]
მისაღები ნიმუშებია: ნაზოფარინგული ნაცხი, ნაზალური ლავაჟი, ბრონქული ლავაჟი, ცხვირის ასპირატი და ნახველი.[89]
გრიპის ვირუსის ან ვირუსის ანტიგენის დეტექცია
გამოავლენს A და B ტიპის გრიპის ვირუსს.
მისაღები ნიმუშებია: ნაზოფარინგული ნაცხი, ნაზალური ლავაჟი, ბრონქული ლავაჟი, ცხვირის ასპირატი და ნახველი.
შედეგები ფიქსირდება 2-4 საათში.
გრიპის ვირუსის დეტექცია
გამოავლენს A და B ტიპის გრიპის ვირუსს.
მისაღები ნიმუშებია: ნაზოფარინგული ნაცხი, ნაზალური ლავაჟი, ბრონქული ლავაჟი, ცხვირის ასპირატი და ნახველი.
შედეგები ფიქსირდება 2-4 საათში.
გრიპის ვირუსის დეტექცია
გამოავლენს A და B ტიპის გრიპის ვირუსს.
აფასებს წყვილი შრატის ნიმუშებს, რომლებიც აღებულია მწვავე (შეგროვებული ავადმყოფობის პირველ კვირას) და გამოჯანმრთელების (შეგროვებული მწვავე ნიმუშიდან 2-4 კვირაში) პერიოდებში.
დადებითი შედეგი მიუთითებს ახლახან არსებულ ინფექციაზე.
შედეგების მისაღებად შეიძლება საჭირო იყოს 2 ან მეტი კვირა.
მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის ანტისხეულების ტიტრი იმატებს 4-ჯერ ან მეტად
გამოავლენს A და B ტიპის გრიპის ვირუსს.
მისაღები ნიმუშებია: ნაზოფარინგული ნაცხი, ხახის ნაცხი, ნაზალური და ბრონქული ლავაჟი.
შედეგები მიიღება 2 საათში.
გრიპის ვირუსის დეტექცია
ხელმისაწვდომია მრავალჯერადი ტესტები. შესაძლებელია A ან B გრიპის ან ორივე ტიპის დეტექცია 30 წუთზე ნაკლებ დროში.
შეიძლება გამოსადეგი იყოს გრიპის სპორადულ შემთხვევებში, როცა კლინიკურად შეუძლებელია სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან დიფერენცირება.[90][91][80][92]
გამოავლენს ვირუსული რნმ-ის მცირე რაოდენობასაც. უფრო მგრძნობიარე ტესტია, ვიდრე ვირუსული კულტურა.
კვლევები უნდა ჩატარდეს სიმპტომების გამოვლენიდან 24-48 საათში, რადგანაც ამ პერიოდში ვირუსის გამოყოფა პიკს აღწევს. სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიკურობა დაახლოებით შეადგენს შესაბამისად, 70-75% და 90-95%-ს.
ჩასატარებლად შედარებით ძვირადღირებულია.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) გვაწვდის ხელმისაწვდომი კვლევების სიას. CDC: influenza symptoms and the role of laboratory diagnostics external link opens in a new window
A და/ან B ტიპის გრიპის კვლევის დადებითი შედეგი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ ტესტზე
უნდა გაკეთდეს პირველადი ვირუსული ან მეორეული ბაქტერიული პნევმონიის გამოსარიცხად.
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის რადიოგრაფიული ნიშნებია: წილოვანი კონსოლიდაცია, ინტერსტიციული ინფილტრატები და კავიტაციები.
ხშირად ითვლება, რომ წილოვანი კონსოლიდაცია მიანიშნებს ბაქტერიულ პნევმონიაზე, ხოლო ინტერსტიციული ინფილტრატები - Pneumocystis jirovecii-ით (ადრე ცნობილი იყო, როგორც P carinii) გამოწვეულ პნევმონიასა ან ვირუსულ პნევმონიაზე. თუმცა რადიოლოგებს მხოლოდ რადიოგრაფიული გამოვლინების საფუძველზე დაზუსტებით არ შეუძლიათ განასხვავონ ბაქტერიული პნევმონია არაბაქტერიულისგან.[93]
ნორმის ფარგლებშია გაურთულებელი შემთხვევების დროს; შეიძლება გამოვლინდეს ინფილტრატი, რაც შეესაბამება პნევმონიას გართულებულ შემთხვევებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს