ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

გრიპს ახასიათებს სეზონური ეპიდაფეთქებით მიმდინარეობა, ეპიდემიით, რაც ჩვეულებრივ მოიცავს პერიოდს გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის დასაწყისამდე.

ეჭვი სეზონურ გრიპზე მაღალი უნდა იყოს საზოგადოებაში დაფიქსირებული ეპიდაფეთქების შემთხვევაში. გრიპის სეზონის განმავლობაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ყოველკვირეულად ინტერნეტით აქვეყნებს განახლებებს, რომელშიც შეჯამებულია ინფორმაცია გრიპის აქტივობის შესახებ. CDC: FluView: weekly influenza surveillance report external link opens in a new window ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ასევე თვალს ადევნებს და აღრიცხავს გრიპის ინციდენტობის მაჩვენებელს.

პაციენტებს უნდა ჰკითხოთ, იტარებენ, თუ არა გრიპის ვაქცინაციას ყოველწლიურად. ჯანმრთელ მოზრდილებს, რომელთაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ ინტრამუსკულარული ინაქტივირებული ვაქცინით, A და B გრიპის ინფექციის განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირებული აქვთ. აღნიშნული ეფუძნება ფრთხილ სეროლოგიურ ტესტირებას (შედარდა საკონტროლო ჯგუფთან). შემცირებულია კლინიკური გრიპის შემთხვევებიც (1.7% შედარებით 13.4%-თან).[59][60]

ხანდაზმულებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხელებისა და ხველის მწვავე გამოვლინებას არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გრიპის სადიაგნოსტიკოდ აქვს მხოლოდ 30%-იანი დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი, ხოლო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში - 53%.[84][85]

ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე ვაქცინირებული ხანდაზმულების კვლევამ აჩვენა, რომ ხველა არ იყო ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექციის პროგნოზული მაჩვენებელი, თუმცა ცხელებისა და მიალგიის დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა.[86]

მცირეწლოვან ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა დაფიქსირდეს გრიპისთვის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომები, როგორიცაა, ცხელება და ხველა.[87] მტკიცებულება C

თუ ცხელება და ხველა დამძიმდა და გამოვლინდა ჩირქოვანი ნახველი და დისპნოე, სავარაუდოა მეორეული ბაქტერიული პნევმონია. გულმკერდის რენტგენი ადასტურებს ინფილტრატებს.

მეორეული ბაქტერიული პნევმონია გრიპის მნიშვნელოვანი გართულებაა და მასზე მოდის გრიპთან დაკავშირებული ყველა სიკვდილობის დაახლოებით 25%.[5]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ოროფარინული სიმპტომები, გარდა ყელის ტკივილისა და მასთან დაკავშირებული ჰიპერემიისა, არ არის ხშირი.

არასპეციფიკური ნიშანი, რომელიც შეიძლება უფრო ხშირი იყოს ბავშვებში.[83]

იშვიათი სიმპტომი, რომელიც საჭიროებს შეფასებას გრიპის ისეთი გართულების აღმოსაჩენად, როგორიცაა ბაქტერიული პნევმონია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ცხელებას, ხველას და ჩირქოვან ნახველს უკავშირდება.[5]

რისკფაქტორები

ახალგაზრდა, ჯანმრთელ მოზრდილებთან შედარებით, 65 წლის და მასზე უფროსი ასაკის პირებში უფრო მაღალია გრიპის სერიოზული გართულებების რისკი. ასევე უფრო ხშირია თანმხლები მდგომარეობების გამწვავების რისკი, რომლის გამოვლენასაც ხელს უწყობს გრიპის ინფექცია. გამოთვლილია, რომ აშშ-ში ყოველწლიურად სეზონურ გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის 90% და სეზონურ გრიპთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა 60%-ზე მეტი გვხვდება 65 წლის და მასზე უფროსი ასაკის პირებში.[13][14] ასაკის მატებასთან ერთად იმუნიტეტის დაქვეითებისას გრიპი შეიძლება ძალიან მძიმე დაავადება იყოს. ასაკის მატებასთან ერთად ასევე მაღალია იმის ალბათობა, რომ გრიპის გამო შეიძლება გამწვავდეს თანმხლები მდგომარეობები.[15]

ხანდაზმულებში ვაქცინაციით შეიძლება განახევრდეს გრიპის ინფექციის სეროლოგიური და კლინიკური ინციდენტობა.[16][17]

ვაქცინაცია ასოცირებულია პნევმონიის ან გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკის მნიშვნელოვან შემცირებასთან. ასევე შემცირებულია სიკვდილობის რისკი მოხუცთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ ხანდაზმულებში.[18]

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს, ისეთი ქრონიკული (კლინიკური) მდგომარეობებით, როგორიცაა, მაგ. ფილტვის, თირკმლის ან გულის დაავადებები, აქვთ გრიპის გართულებების განვითარების მაღალი რისკი, სხვა შემთხვევაში ჯანმრთელი ბავშვები ასეთი რისკის ქვეშ უბრალოდ მათი ასაკის გამო არიან. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროს ბავშვებთან შედარებით უფრო მაღალია ჰოსპიტალიზაციის ალბათობა; გრიპთან დაკავშირებული გართულებების რისკი მომატებულია 2 წლამდე ასაკში.[19]

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე პაციენტების ზედა სასუნთქი გზების სეკრეტებში ნებისმიერი ვირუსის არსებობა მკაცრად ასოცირდება ფქოდ-ის გამწვავებასთან. მონაცემებით დასტურდება ფქოდ-ის გამწვავებაში საზოგადოებაში მოცირკულირე ვირუსების როლი.[20]

ხანდაზმულებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაკავშირებულია გულის, ცერებროვასკულური დაავადებით და პნევმონიით ან გრიპით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირებასთან ისევე, როგორც გრიპის სეზონის დროს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილობის რისკის შემცირებასთან. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს ვაქცინაციის სარგებელს და მხარს უჭერს აცრის სიხშირის გაზრდას ხანდაზმულებში.[21][22][23]

თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის გართულებების მომატებული რისკი.[15] იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) რეკომენდაცია უწევს გრიპის ვაქცინას თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის.[24] ობსერვაციულ კვლევებში გრიპის ვაქცინაცია დაკავშირებულია გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილობისა და ექიმთან ვიზიტების შემცირებულ რისკთან.[25]

დიაბეტიან პაციენტებში უფრო მაღალია გართულებების განვითარების რისკი. დიაბეტის შემთხვევაში გრიპის ინფექციით სიკვდილობა იზრდება 5-12%-ით, რაც სავარაუდოდ განპირობებულია მეტაბოლური დარღვევით, კეტოაციდოზით, იმუნური პასუხის პათოლოგიით, სტაფილოკოკითა და სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების მტარებლობის მაღალი სიხშირით.[26]

ჰემოგლობინოპათიები, როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, მოიცავს დარღვევებს არა მხოლოდ ერითროციტებში, არამედ სისხლძარღვის ენდოთელიუმის, ლეიკოციტების ფუნქციის, სისხლის შედედებისა და ანთებითი რეაქციის მხრივ. ინფექციის პრევენციისთვის რეკომენდებულია გრიპის რუტინული ვაქცინაცია.[27]

იმუნოკომპრომისულ პაციენტებში (მაგ. ჰემოპოეზური სისტემის/მყარი ორგანოს ტრანსპლანტის მიმღებ პაციენტებსა და აივ ინფიცირებულებში) ინფექცია ავადობისა და სიკვდილობის წამყვანი მიზეზია.[28] ძლიერ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში, აგრეთვე ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მჭიდრო კონტაქტშია იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უმჯობესია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ინაქტივირებული გრიპის ვირუსის ვაქცინით, ვიდრე ცოცხალი ვირუსის ვაქცინით.[29]ერთ კვლევაში მაღალი დოზის სამვალენტიანი ვაქცინით აცრამ აჩვენა სეროპროტექციის უფრო მაღალი დონე აივ ინფიცირებულ პირებში.[30] გრიპის სამვალენტიანი ინაქტივირებული ვაქცინა ასევე იმუნოგენურია აივ ინფიცირებულ ორსულებშიც.[31] ინაქტივირებული ვაქცინა სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში, მძიმე იმუნოკომპრომისული მდგომარეობით, მაგ. ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, სხვა ტიპის იმუნოსუპრესიული თერაპიის შემთხვევაში (რაც მოიცავს მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდების მიღებას), რადგანაც ვაქცინაციაზე პასუხი შეიძლება დაქვეითებული იყოს. თუმცა, ადიუვანტური ვაქცინა უსაფრთხო და იმუნოგენურია ტრანსპლანტის მიმღებ პოპულაციაში.[32] ინტრანაზალური ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა უკუნაჩვენებია პაციენტებში, იმუნოსუპრესიული ან იმუნოკომპრომისული მდგომარეობით.

ორსულებს, იმუნური, რესპირატორული და გულსისხლძარღვთა სისტემების ცვლილებებით აქვთ გრიპის უფრო მძიმე ფორებში გამოვლენის რისკი.[33] გრიპით დაავადებულ ორსულებს აქვთ ნაადრევი მშობიარობის უფრო მაღალი რისკი.[34] გრიპის სამვალენტიანი ინაქტივირებული ვაქცინა იმუნოგენურია როგორც აივ ინფიცირებულ ორსულ, ისე არაინფიცირებულ ორსულებში.[31] რაც შეეხება უსაფრთხოებას, დედის აცრა გრიპზე არ ზრდის თანდაყოლილი მალფორმაციების რისკს.[35][36][37]

მიზანია მაღალი რისკის პაციენტებისთვის ვირუსის გადაცემის პრევენცია.

ძლიერ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში, აგრეთვე ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მჭიდრო კონტაქტშია იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უმჯობესია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ინაქტივირებული გრიპის ვირუსის ვაქცინით, ვიდრე ცოცხალი ვირუსის ვაქცინით.

სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში. იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტისა (ACIP) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციით სამედიცინო პერსონალმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა შეიზღუდოს ინფექციის გავრცელება.[38] ძლიერ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში, აგრეთვე ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მჭიდრო კონტაქტშია იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უმჯობესია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ინაქტივირებული გრიპის ვირუსის ვაქცინით, ვიდრე ცოცხალი ვირუსის ვაქცინით.

სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დამატებითი დაცვაა, რათა არ მოხდეს ვირუსის შესაძლო ტრანსმისია როგორც ოჯახის წევრებზე სახლში, ისევე სამსახურში პაციენტებზე. არსებობს კავშირი კლინიკებსა და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში გრიპის ეპიდაფეთქებასა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს შორის.[39] კვლევებმა აჩვენა, რომ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გრიპისმაგვარი ავადმყოფობებისა და სიკვდილობის შემცირებასაც კი ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები და მოხუცთა სახლები, სამედიცინო მომსახურებით.[40][41][42]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით