Investigations
1st investigations to order
უზმოზე პლაზმაში გლუკოზის განსაზღვრა
Test
შეუკვეთეთ საკვების ბოლო მიღებიდან მინიმუმ 8 საათის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზის დასადგენად საჭიროა განმეორებითი დამადასტურებელი ტესტი, გარდა მძიმე სიმპტომური შემთხვევებისა.
Result
≥7.0 მმოლ/ლ (≥126 მგ/დლ)
HbA1c
Test
შეესაბამება ჰიპერგლიკემიის ხარისხს წინა სამი თვის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზის დასადგენად საჭიროა განმეორებითი დამადასტურებელი ტესტი, გარდა მძიმე სიმპტომური შემთხვევებისა.
HbA1c ასევე გამოიყენება გლიკემიური კონტროლის მონიტორინგისთვის.
Result
≥48 მმოლ/მოლზე (≥6.5%)
75 გ პერორალური გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში გლუკოზა
Test
პლაზმური გლუკოზა იზომება 75 გ პერორული გლუკოზის მიღებიდან 2 სთ-ში.
გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზის დასადგენად საჭიროა განმეორებითი დამადასტურებელი ტესტი, გარდა მძიმე სიმპტომური შემთხვევებისა.
Result
>11.1 მმოლ/ლ (≥200 მგ/დლ)
რანდომულ ნიმუშში პლაზმაში გლუკოზა
Test
ტესტი არა-უზმოზე. გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში დიაგნოზის დასადგენად საჭიროა განმეორებითი დამადასტურებელი ტესტი, გარდა მძიმე სიმპტომური შემთხვევებისა.
გამოიყენება გლუკოზის სტატუსის სწრაფი შეფასებისთვის, თუ არსებობს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პოლიურია, პოლიდიფსია ან წონის დაკლება.
Result
>11.1 მმოლ/ლ (≥200 მგ/დლ)
Investigations to consider
ლიპიდური პროფილი უზმოზზე
Test
მე-2 ტიპის დიაბეტის დროს ხშირია დისლიპიდემია.
Result
შეიძლება გამოავლინოს მაღალი LDL, დაბალი HDL, ან/და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე.
კეტონები შარდში
Test
შეამოწმეთ შარდის კეტონები დიაგნოზის დროს, თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერგლიკემია (პოლიურია, პოლიდიფსია, სისუსტე) და მოცულობის შემცირება (ლორწოვანი გარსების სიმშრალე, კანის ცუდი ტურგორი, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და მძიმე შემთხვევებში შოკი). განაგრძეთ მონიტორინგი დაავადების სრული კურსის განმავლობაში.
თუ კეტონების მომატებულ რაოდენობას დროულად არ უმკურნალეთ, შესაძლოა განვითარდეს პროგრესირებადი დეჰიდრატაცია და დიაბეტური კეტოაციდოზი. დიაბეტური კეტოაციდოზი არის დიაბეტის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში გართულება. უფრო ხშირად ვლინდება 1-ლი ტიპის დიაბეტის მქონე პირებში, შეიძლება ასევე გამოვლინდეს მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირებში, განსაკუთრებით ინფექციის (ან სხვა სტრესორების) არსებობისას ან გულ-სისხლძარღვთა მოვლენების, ავთვისებიანი სიმსივნეების, ანტიფსიქოზური მედიკამენტების და ნატრიუმის და გლუკოზის კოტრანსპორტერი-2 (SGLT2) ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს.[71][72][73][74]
იხილეთ ჩვენი თემა "დიაბეტური კეტოაციდოზი".
Result
დადებითია კეტოაციდოზის შემთხვევებში
ალბუმინი კრეატინინის თანაფარდობა (ACR)
Test
მიუთითებს ნეფროპათიაზე და სხვა შესაძლო მიკროსისხლძარღვოვან დაზიანებაზე.
ტარდება ყოველწლიური მონიტორინგი.[34]
შეიძლება შეფასდეს შარდის შემთხვევითი ნიმუშით.[34]
Result
შეიძლება იყოს მომატებული; შარდში ალბუმინისა და კრეატინინის თანაფარდობა ≥3 მგ/მმოლი მიუთითებს კლინიკურად მნიშვნელოვან პროტეინურიაზე[84]
შრატის კრეატინინმა და შეფასებულმა GFR-მა
Test
GFR გამოითვლება თირკმლის ქრონიკული დაავადების ეპიდემიოლოგიის თანამშრომლობის (CKD-EPI) ან თირკმლის დაავადების დროს დიეტის მოდიფიკციის (MDRD) ფორმულების მიხედვით CKD-EPI ფორმულა ამჟამად რეკომენდირებულია თირკმლის დაავადების შედეგების ხარისხის ინიციატივის (KDOQI) მიერ, რამდენადაც ის არ უშვებს ცდომილებას უფრო მაღალი დონეების შემთხვევაში, რაც სრული სპექტრის ფარგლებში ანგარიშგების საშუალებას იძლევა. [ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შეფასება CKD-EPI განტოლებით Opens in new window ]
Result
შეიძლება უჩვენოს თირკმლის უკმარისობა
ელექტროკარდიოგრამა
Test
საწყისი (ბაზისური) შეფასება. ნორმალური ეკგ არ გამორიცხავს კორონარული არტერიების დაავადებას. მოსვენებისას პათოლოგიური ეკგ შეიძლება საჭიროებდეს გულის დამატებით გამოკვლევებს.[34]
Result
შეიძლება მიანიშნებდეს ადრე არსებულ იშემიაზე
კოჭ-მხრის წნევის ინდექსი (ABPI)
Test
არა-ინვაზიური ინსტრუმენტი, პერიფერიული არტერიული დაავადების (PAD) დასაფიქსირებლად, რომელიც ხასიათდება მაღალი პრევალენტობით დიაბეტიან პირებში. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი მხარს უჭერს მის გამოყენებას შესაძლო პერიფერიული არტერიული დაავადების სადიაგნოსტიკოდ.[85]
პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაავადების შედეგად არტერიების კალციფიკაციის პოტენციალის გამო (რომელიც არასწორად ამაღლებს კოჭ-მხრის ინდექსს), ფეხის თითებზე წნევის ტესტირება ხშირად კეთდება, კოჭ-მხრის წნევის ინდექსის ტესტის დანამატის სახით. კოჭ-მხრის წნევის ინდექსის ნორმალური მაჩვენებელია 1.0; ფეხის თითის წნევის ნორმალური მაჩვენებელია 0.7/ არ გამორიცხოთ პერიფერიული არტერიების დაავადების დიაგნოზი დიაბეტის მქონე ადამიანებში ნორმალური ან მომატებული კოჭ-მხრის წნევის ინდექსის საფუძველზე.[85]
Result
≤0.9 არ არის ნორმაში
C-პეპტიდი რანდომულად
Test
შრატში C-პეპტიდის რუტინული გაზომვა არ უნდა იქნას გამოყენებული 1 ტიპის დიაგნოზის დასადასტურებლად; თუმცა, თუ დიაბეტის სპეციფიკური აუტოანტისხეულების ტესტი უარყოფითია, ან თუ დიაბეტის კლასიფიკაცია გაურკვეველი რჩება შემდგომი ვიზიტის დროს, შრატში C-პეპტიდის გაზომვა შეიძლება განიხილებოდეს.[75]
თუ C-პეპტიდის გაზომვა ნაჩვენებია, გახსოვდეთ, რომ ტესტის დისკრიმინაციული ძალა უკეთესია რაც მეტი დრო გავა თავდაპირველი სიმპტომებიდან.[75]
კლინიკურ პრაქტიკაში, შრატში C- პეპტიდის ტესტირება შეიძლება გაკეთდეს სისხლში გლუკოზის ტესტირების პარალელურად.[75]
Result
ნორმა ან მაღალი
აუტოანტისხეულების ტესტირება
Test
თუ პაციენტს დაუსვეს ტიპი 2 დიაბეტის საწყისი დიაგნოზი, მაგრამ პერორალური მედიკამენტების მიღების მიუხედავად აქვს HbA1c მუდმივი/მნიშვნელოვნად მომატებული ან აქვს მუდმივი ოსმოსური სიმპტომები/წონის დაკლება, განიხილეთ აუტოანტისხეულების ტესტირება, რადგან პაციენტს შეიძლება ჰქონდეს 1-ლი ტიპის დიაბეტი. ამ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მეორე ტიპის დიაბეტის არასწორი დიაგნოზი.
დიაბეტის სპეციფიკური აუტოანტისხეულები რეგულარულად იზომება პირველი ტიპის დიაბეტის საწყისი დიაგნოზის მქონე ზრდასრულებში იმის გათვალისწინებით, რომ დიაბეტის სპეციფიკური აუტოანტისხეულების ტესტების ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი ყველაზე დაბალია დიაგნოზის დროს და რომ ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს განმეორებითი რაოდენობრივი ტესტებით 2 სხვადასხვა დიაბეტის სპეციფიკური აუტოანტისხეულისთვის (მინიმუმ 1 მაინც დადებითია).
აუტოანტისხეულები გლუტამატის დეკარბოქილაზას 65 (GAD), პანკრეასის კუნძულების უჯრედული ანტისხეულების (ICA), ინსულინის, თიროზინ ფოსფატაზასთან დაკავშირებული კუნძულოვანი ანტიგენ 2-ის (IA-2, IA-2 ბეტა) და თუთიის ტრანსპორტერი 8-ის (ZnT8) წინააღმდეგ გვეხმარება იმუნურად გაშუალებული დიაბეტის დიაგნოსტირებაში. თუმცა, ეს ანტისხეულები დროთა განმავლობაში იკლებს, ავადმყოფობის დაწყების შემდეგ.[34][76][77][78]
Result
ნეგატიური
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
Test
შეიძლება გამოავლინოს ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტები. ითვლება, რომ ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების პრევალენტობა ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებში შეადგენს 40%-დან 70%-მდე.[86]
Result
შეიძლება მომატებული იყოს
Use of this content is subject to our disclaimer