პირველადი პრევენცია

ცხოვრების წესის ფაქტორები (სიმსუქნე, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და, შესაძლოა, სტრესი), როგორც ჩანს, დიაბეტის ეპიდემიის ძირითადი მამოძრავებელი ძალებია. სიმსუქნის აგრესიული პრევენციის მეშვეობით, ყველა ასაკობრივ ჯგუფში, შესაძლებელია მე-2 ტიპის დიაბეტის, სულ მცირე, 80%-ის თავიდან აცილება.[9][10][11][18] რამდენიმე კლინიკურმა კვლევამ უჩვენა, რომ წონაში კლება დაკავშირებულია დიაბეტის დაწყების დაყოვნებასთან ან შემცირებასთან, მაღალი რისკის მოზრდილებში.[9][10][11][19] დიაბეტის-წინა მდგომარეობის დიაბეტში გადასვლა შეიძლება შემცირდეს 50%-ით, 3-4 წლის განმავლობაში, წონაში კლების (სხეულის წონის 7%) მეშვეობით, დიეტით და რეგულარული ფიზიკური აქტივობით.[4][9] [ Cochrane Clinical Answers logo ] პრედიაბეტიდან დიაბეტში გადასვლას ამცირებს რამდენიმე ფარმაკოლოგიური აგენტი, როგორიცაა მეტფორმინი, ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები, ორლისტატი, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 რეცეპტორის აგონისტები და თიაზოლიდინედიონები.[2][12][20] გლუკოზის მიმართ დაქვეითებული ტოლერანტობის, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან რისკფაქტორების მქონე პაციენტებში, 5 წლის განმავლობაში ნატეგლინიდი არ ამცირებდა დიაბეტის ან კომპოზიტური გულსისხლძარღვთა შედეგების ინციდენტობას.[21] ვალსარტანი პლუს ცხოვრების წესის შეცვლა უზრუნველყოფდა დიაბეტის ინციდენტობის 14%-ით შემცირებას, მაგრამ არ ამცირებდა გულსისხლძარღვთა მოვლენების სიხშირეს.[22] პაციენტების უმეტესობისთვის უკეთესია ცხოვრების წესის შეცვლა ან/და მეტფორმინი.[23][24][25] ასევე ძალზე მნიშვნელოვანია პრედიაბეტის სკრინინგი და გულსისხლძარღვთა რისკის შემცირება ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.

მეორეული პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ მაკროვასკულური გართულებების რისკი შეიძლება 50%-ით შემცირდეს ეფექტური მულტიფაქტორული ინტერვენციების წყალობით,[147] დიაბეტის მქონე მოზრდილების 20%-ზე ნაკლები იღებს სარგებელს გლუკოზის, ლიპიდების, წნევის და თამბაქოზე უარის თქმის ერთდროული კონტროლით.[148]

სხვა პრევენციული ზომები მოიცავს :[2]

  • ყოველწლიური აცრებს გრიპის წინააღმდეგ

  • ვაქცინაცია პნევმოკოკური დაავადების წინააღმდეგ

  • B ჰეპატიტის ვაქცინაციას აუცრელ დიაბეტიან მოზრდილებში 19-59 წლის ასაკში; ასევე უნდა განიხილებოდეს 60 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი დიაბეტიანი მოზრდილები.

  • კბილების რეგულარულად მოვლას

  • დიაბეტის განათლება, რომელიც პაციენტზეა მორგებული.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით