ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ძირითადი რისკფაქტორები მოიცავს: უფროს ასაკს; ჭარბ წონას/სიმსუქნეს; შავკანიან, ლათინურ-ამერიკულ, ან აბორიგენულ ამერიკულ წარმოშობას, ოჯახის ანამნეზში მე-2 ტიპის დიაბეტს; გესტაციური დიაბეტის ისტორიას; დიაბეტისწინა მდგომარეობის არსებობას; ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას; საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომს; ჰიპერტენზიას; დისლიპიდემიას; ან გულ-სისხლძარღვთა დადასტურებულ დაავადებას.

ერთ-ერთი გამაერთიანებელი თეორიის მიხედვით, არსებობს მეტაბოლური სინდრომი, რომელიც მოიცავს შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტენზიას, დისლიპიდემიას და სიმსუქნეს და ასევე გულის კორონარული დაავადებისკენ, ინსულტის და პერიფერიული არტერიული დაავადებებისკენ მიდრეკილებას.[4] თუმცა, ეს თეორია არაა საყოველთაოდ მიღებული, როგორც კლინიკურად უფრო გამოსადეგი, ვიდრე ცალკეული გულსისხლძარღვთა რისკფაქტორების შეფასება.[35]

მე-2 ტიპის დიაბეტი ხშირად უსიმპტომოა და აღმოჩენა სკრინინგის დროს ხდება. სიმპტომები, არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მიანიშნებდეს უფრო გამოკვეთილ ჰიპერგლიკემიაზე.

ყველაზე ხშირად, ვაგინალური, სასქესო ასოს ან კანის ნაკეცებში.

ცელულიტი ან აბსცესი.

ცისტიტი ან პიელონეფრიტი

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ძლიერი დაღლილობა შეიძლება იყოს გულსისხლძარღვთა პროგრესირებადი დაავადების ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი; კლინიცისტებმა უნდა დაუშვან დაბალი ზღვარი გულის შეფასებისთვის.

მომატებული გლუკოზის გამო

როგორც წესი, პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უზმოზე პლაზმის გლუკოზა აქვთ >16.6 მმოლ/ლ (>300 მგ/დლ), HbA1c >95 მმოლ/მოლ (>11%).

როგორც წესი, პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უზმოზე პლაზმის გლუკოზა აქვთ >16.6 მმოლ/ლ (>300 მგ/დლ), HbA1c >95 მმოლ/მოლ (>11%).

როგორც წესი, პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უზმოზე პლაზმის გლუკოზა აქვთ >16.6 მმოლ/ლ (>300 მგ/დლ), HbA1c >95 მმოლ/მოლ (>11%).

შეიძლება გამოვლინდეს კიდურებში ნეიროპათიის შედეგად იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ დიაბეტი, მაგრამ დიაგნოზი არ იყო ცნობილი.

გლუკოზით გამოწვეული დიურეზის გამო.

თუ არსებობს გამოკვეთილი ჰიპერგლიკემია.

ხავერდოვანი, ბაცი ყავისფერიდან შავამდე ფერის ნიშანი, როგორც წესი, კისერზე, მკლავების ქვეშ ან საზარდულში. შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სიმსუქნესთან. com.bmj.content.model.Caption@5d7e228f[Figure caption and citation for the preceding image starts]: აკანტოკერატოდერმია, რომელიც მოიცავს იღლიასდიპლომირებული მედიკოსის, მელვინ ჩიუს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].

რისკფაქტორები

ხანში შესული პაციენტები უფრო მაღალ რისკს ექვემდებარებიან. თუმცა, მე-2 ტიპის დიაბეტის ინციდენტობა იზრდება ბავშვებსა და მოზარდებში.

როგორც ჩანს, არის მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს დიაბეტის კლინიკურ გამოვლინებას. დიაბეტის დიაგნოზის დასმისას სხეულის მასის საშუალო ინდექსი შეადგენს 31 კგ/მ^2 რამდენიმე ჩატარებული კვლევის მიხედვით და BMI-ის ზრდასთან ერთად თანდათანობით იზრდება დიაბეტის რისკიც.[8] რამდენიმე კლინიკურმა კვლევამ უჩვენა, რომ წონაში კლება დაკავშირებულია დიაბეტის დაწყების დაყოვნებასთან ან შემცირებასთან, მაღალი რისკის მოზრდილებში.[9][10][11][12][13]

ქალების დაახლოებით 60%-ს, ვისაც აქვს გესტაციური დიაბეტი, უვითარდება შაქრიანი დიაბეტი მშობიარობიდან 16 წლის განმავლობაში.[14]

მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების ძირითადი რისკფაქტორი. პრედიაბეტიდან მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 2%-4% წელიწადში.[1][2]

მართალია ჯერ კიდევ სრულად არაა გარკვეული კონკრეტული გენეტიკური პროფილი, რომელიც განსაზღვრავს რისკს, ეპიდემიოლოგიური დაკვირვებები მცირე ეჭვს ტოვებს მნიშვნელოვანი გენეტიკური კომპონენტის შესახებ.[4]

თეთრკანიან ადამიანებთან შედარებით, შეერთებული შტატების ჯანდაცვის და კვების კვლევის (NHANES) და სხვა მონაცემების მიხედვით, დიაბეტის რისკი უფრო მაღალია.[15][16]

თუ დიაბეტის განვითარების რისკის მომატებას ნაწილობრივ განაპირობებს ჭარბწონიანობა/სიმსუქნე, სხვადასხვა ინტერვენციული კვლევის მიხედვით, ფიზიკური აქტივობის გაზრდა აყოვნებს ან ამცირებს დიაბეტის განვითარების მაღალ რისკს ზრდასრულებში.[9][10][11][12]

მომატებული რისკი; აუცილებელია პერიოდული სკრინინგი დიაბეტზე.[2]

ხშირადაა დაკავშირებულია მე-2 ტიპის დიაბეტთან. რეკომენდირებულია პერიოდული სკრინინგი იმ პირებისთვის, ვისაც პირველადი ჰიპერტენზია აქვს დიაბეტის მაღალი პრევალენტობის გამო.[2]

განსაკუთრებით, დაბალი HDL ან/და ტრიგლიცერიდების მაღალი დონის შემთხვევაში: რეკომენდირებულია პერიოდული სკრინინგი დისლიპიდემიის მქონე პაციენტებში დიაბეტის მაღალი პრევალენტობის გამო.[2]

რეკომენდირებულია პერიოდული სკრინინგი, პერიფერიული სისხლძაღვებისა და კორონარული დაავადებების მქონე პაციენტებში დიაბეტის მაღალი პრევალენტობის გამო.[2]

ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის/ამერიკის გულის ასოციაციის განცხადებებში გამოკვეთილია გულსისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადების რამდენიმე დამატებითი რისკფაქტორი, მაგ.: C-რეაქტიული ცილა ≥2 მგ/ლ; კორონარული არტერიის კალციუმის ქულა ≥300 აგატსტონის ერთეულებში ან ≥75% ასაკის, სქესის და ეთნიკური წარმომავლობის შესაბამისად; და კოჭ-მხრის ინდექსი <0.9-ზე.[17]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით