კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა

ჭარბწონიანმა 55 წლის ქალმა მიმართა ექიმს პრევენციული მკურნალობისთვის. ის აღნიშნავს, რომ მისი დედა გარდაიცვალა დიაბეტით, მაგრამ მას არა აქვს პოლიურია, პოლიდიფსია ან წონის კარგვა. სისხლის წნევა არის 144/92 მმ ვწყ სვ, უზმოზე სისხლში შაქარი 8.2 მმოლ/ლ (148 მგ/დლ) (2-ჯერ გაზომვის შედეგი), HbA1c 65 მმოლ/მოლ (8.1%), LDL-ქოლესტერინი 5.18 მმოლ/ლ (200 მგ/დლ), HDL-ქოლესტერინი 0.8 მმოლ/ლ (30 მგ/დლ), და ტრიგლიცერიდები 6.53 მმოლ/ლ (252 მგ/დლ).

სხვა შესაძლო გამოვლინებები

მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ სიმპტომები, როგორებიცაა მხედველობის დაბინდვა, ერექციული დისფუნქცია, საშარდე ტრაქტის ან კანდიდოზური ინფექციები; კანის სიმშრალე ქავილით; პარესთეზია; გახშირებული შარდვა; გაძლიერებული წყურვილი და მადა; ან აუხსნელი წონის კარგვა.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით