სკრინინგი

ამჟამად, შეერთებული შტატების პრევენციული სამსახურის ოპერატიული ჯგუფის (USPSTF) რეკომენდაციაა გლუკოზის სკრინინგი 40-70 წლის პირებისთვის, რომელთა BMI ≥25. ვისაც ნორმალური მაჩვენებლები აქვთ, სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ 3 წელიწადში ერთხელ. პრედიაბეტური მდგომარეობის მქონე პირებს, შემდგომში, ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეთ სკრინინგი დიაბეტზე.[46]

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) რეკომენდაციაა უსიმპტომო ნებისმიერი ასაკის არა-ორსული მოზრდილი პირების სკრინინგი, რომელთა BMI ≥25 კგ/მ^2 (≥23 კგ/მ^2 პირებისთვის, სამხრეთ აზიიდან) და არსებობს დიაბეტის ერთი ან მეტი რისკფაქტორი. რისკფაქტორების არმქონე პირების სკრინინგი უნდა დაიწყოს 45 წლის ასაკიდან. დიაბეტის რისკფაქტორები მოიცავს ოჯახში დიაბეტის ისტორიას ჭარბწონიანობას ან სიმსუქნეს, მჯდომარე ცხოვრების წესს, მაღალი რისკის წარმოშობას, გესტაციურ დიაბეტს, ჰიპერტენზიას, დისლიპიდემიას (დაბალი HDL-ქოლესტერინი და/ან მომატებული ტრიგლიცერიდები), სისხლძარღვოვან დაავადებას, გლუკოზის მიმართ აუტანლობას ან საკვერცხის პოლიკისტოზურ სინდრომს.[2]

რეკომენდირებული სკრინინგის ტესტები მოიცავს უზმოზე გლუკოზის ტესტს (პრედიაბეტური მდგომარეობა, თუ 5.6-6.9 მმოლ/ლ [100-125 მგ/დლ] ერთხელ; დიაბეტი, თუ >6.9 მმოლ/ლ [>125 მგ/დლ] ორჯერ) ან/და HbA1c (პრედიაბეტური მდგომარეობა, თუ 39-46 მმოლ/მოლ [5.7% - 6.4%] ერთხელ, დიაბეტის არარსებობისას; დიაბეტი, თუ ≥48 მმოლ/მოლ [≥6.5%] ორჯერ). პერორალურად 75 გ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ტესტი უფრო იშვიათად გამოიყენება არაორსული მოზრდილი პირებისთვის.[2]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით