ახალი მკურნალობები

ერტუგლიფლოზინი

ერტუგლიფლოზინი ახალი, მაღალი სელექტიურობის მქონე ნატრიუმ-გლუკოზას კოტრანსპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორია, რომელიც მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობაში გამოიყენება. მისი დანიშვნა მონოთერაპიის სახით შეგვიძლია პაციენტებში, რომლებშიც ვერ ვიყენებთ მეთფორმინს აუტანლობის ან უკუჩვენებების გამო, ასევე დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა სამედიცინო პროდუქტებთან კომბინაციაში.[122][123][124] ერტუგლიფლოზინის გამოყენება დამტკიცებულია აშშ-სა და ევროპაში დიეტასთან და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად გლიკემიის კონტროლისათვის მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ ზრდასრულებში. ევროპაში მედიკამენტის მოხმარება ლიცენზირებულია დიაბეტის სხვა წამლებთან კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინი ვერ ინიშნება.

ადამიანისთვის ინსულინის საინჰალაციო ფხვნილი

სწრაფად მოქმედი საინჰალაციო ინსულინი, რომელიც მიეწოდება ფილტვების მეშვეობით, კვლავ დაამტკიცა შეერთებული შტატების კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დიაბეტის დროს გამოყენებისთვის. ინსულინის საინჰალაციო პროდუქტები უწინ ამოღებული იყო ფარმაცევტული ბაზრიდან, რისი მიზეზიც გახლდათ FDA-ის მიერ აღნიშნული პროდუქტების მომხმარებელი პაციენტების სკრინინგი ფილტვის კიბოზე. უსაფრთხოების მეტად სარწმუნო გამოცდილებიდან გამომდინარე საინჰალაციო ინსულინი არ მიიჩნევა საინექციო ინსულინზე უპირატეს სამკურნალო საშუალებად.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით