დისკუსია პაციენტთან

  • პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მკურნალობის ხშირი კორექტირება მიუთითებს კარგ მკურნალობაზე და არ არის მკურნალობის წარუმატებლობის ნიშანი ან საკუთარი თავის დადანაშაულების ან დანაშაულის გრძნობის საფუძველი.

  • სისხლში გლუკოზის მონაცემების თვით-მონიტორინგი გლუკოზის კონტროლის დაკარგვის სწრაფად იდენტიფიცირებისა და მკურნალობის ეფექტური კორექტირებისთვის თვითმკურნალობის მნიშვნელოვანი ჩვევაა მრავალდოზიანი ინსულინის რეჟიმის გამოყენების დროს და საჭიროებს პაციენტის განათლებას და შეუფერხებელ წვდომას ჯანდაცვის ჯგუფის წევრებთან დაგეგმილ ვიზიტებს შორის. თუ პაციენტი ინსულინის მულტიდოზურ რეჟიმზეა, რეკომენდებულია გლუკოზის მონიტორინგი ჭამამდე და ძილის წინ. ოპტიმალური სიხშირე უცნობია სხვა პაციენტებისთვის, მაგრამ თვით-მართვამ შეიძლება სარგებელი მოიტანოს დიეტის ცვლილებების, მედიკამენტის რეჟიმის და ვარჯიშის შესანარჩუნებლად პერორალურ აგენტებზე მყოფ პაციენტებში. ასევე მნიშვნელოვანია ავადმყოფობის პერიოდში საკვების, სითხის და მედიკამენტების დარეგულირების ცოდნა.[143][146] [ Cochrane Clinical Answers logo ]

  • რეპროდუქციული ასაკის ყველა დიაბეტიანმა ქალმა უნდა მიიღოს კონსულტაციები მკაცრი გლიკემიური კონტოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით დაორსულებამდე.[2]

  • პაციენტებმა უნდა მიიღონ კონსულტაციები თვალებზე, ტერფებზე, თირკმელებსა და გულსისხლძარღვთა სისტემის გართულებების პრევენციის და შესაბამისად იდენტიფიცირების შესახებ.

  • პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ გლუკოზის დაბალ შემცველობას (გლუკოზა ≤3.9 მმოლ/ლ [≤70 მგ/დლ]) თან ხშირად ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტაქიკარდია, ოფლიანობა, კანკალი, ინტენსიური შიმშილის გრძნობა ან გონების დაბინდვა და ეს სიმპტომები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას 15-20 გ ნახშირწყლით (გლუკოზის 3-4 აბის ექვივალენტი თუ თითოეული ტაბლეტი 5 გრამია). თვითმკურნალობის შემდეგ, თუ შესაძლებელია, უნდა შემოწმდეს გლუკოზის დონე. პაციენტებს უნდა მისცენ მითითება, რომ მათ დაუყოვნებლივ აცნობონ ღამით ჰიპოგლიკემიის ან ჰიპოგლიკემიის განმეორებითი ეპიზოდების შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს თერაპიის შესაბამისად კორექტირება. ვარჯიშამდე საჭიროა ნახშირწყლის შემცველი საკვებით წახემსება იმ შემთხვევაში, თუ თვითმონიტორინგით გლუკოზა <5.6 მმოლ/ლ-ზე (<100 მგ/დლ) და პაციენტი იღებს ინსულინს ან ინსულინის სეკრეტაგოგს (სულფონილშარდოვანა ან მეგლიტინიდი). პაციენტებმა, რომლებიც მოიხმარენ ალფა გლუკოზიდაზის ინჰიბოტორებს და აქვთ ჰიპოგლიკემია, უნდა მიიღონ გლუკოზის აბები, რადგანაც მკურნალობა ანელებს ჩვეულებრივი ნახშირწყლების ათვისებას.[2] ის პაციენტები, რომელთაც კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის (გლუკოზა <3.0 მმოლ/ლ [<54 მგ/დლ]) რისკი აქვთ, უნდა ატარებდნენ საინექციო გლუკაგონს. პაციენტის ახლობელს უნდა ასწავლოთ, როგორც გამოიყენოს საინექციო გლუკაგონი.[2]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით